გარემო პირობებზე მორგებული სათესლე მასალა უხვი მოსავლის ერთ-ერთი გარანტია — ტანია ჰუბნერი, Saatbau-ს წარმომადგენელი
ფოტო: აგროსფერო
უხვი და ჯანსაღი მოსავლის მიღება დიდწილად ხარისხიან სათესლე მასალაზეა დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შერჩევა კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით. სათესლე მასალების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია Saatbau წარმოების პროცესში სწორედ ამ ორ კომპონენტს ითვალისწინებს და ქმნის სხვადასხვა პირობებზე მორგებული პროდუქტების მრავალფეროვან ასორტიმენტს.
"გარემო პირობებზე მორგებული სათესლე მასალა უხვი მოსავლის ერთ-ერთი გარანტია. სწორედ ამიტომ, Saatbau-ს სელექციონერები ყოველწლიურად სხვადასხვა ჯიშის ასიათასობით ვარიაციას ცდიან ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ლოკაციაზე და ცდილობენ, სასურველ კომბინაციებს მიაგნონ. მასალების კვლევა და ტესტირებები ჯერ კომპიუტერულად, შემდეგ კი მინდვრებში, სხვადასხვა გარემო პირობებში ხორციელდება. საერთო ჯამში, ერთი ჰიბრიდის შექმნას – პირველადი შეჯვარებიდან საბოლოო პროდუქტამდე – 7-10 წელი სჭირდება. პარალელურად, Saatbau უწყვეტად აგრძელებს უკვე არსებული მასალების განვითარებასა და მათი მახასიათებლების გაუმჯობესებას", — ამბობს Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, ტანია ჰუბნერი.
Saatbau ხუთმა ავსტრიელმა ფერმერმა 1950 წელს დააფუძნა, მაშინ, როდესაც ბაზარზე ხარისხიანი სათესლე მასალების დიდი დეფიციტი იყო. კომპანიამაც მიზნად ამ დეფიციტის შევსება და ავსტრიისთვის სამყოფი პროდუქციის წარმოება დაისახა. საბოლოოდ, მან შეძლო არა მხოლოდ ავსტრია მოემარაგებინა სათესლე მასალებით, არამედ მსოფლიოს 35-ზე მეტი ქვეყანაც.
"Saatbau ცდილობს, სწრაფად ადაპტირდეს ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ. ცხადია, კომპანიის წარმატებასაც სწორედ მუდმივად განახლებადი და, რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქცია განაპირობებს", — ამბობს ტანია ჰუბნერი.
იმისთვის, რომ Saatbau-მ კონკრეტულ ქვეყნის საჭიროებებზე მორგებული სათესლე მასალა შექმნას, ხშირად თანამშრომლობს ადგილობრივ მწარმოებლებთანაც. მათ შორისაა ქართული კომპანია აგროსფერო, რომელთან ერთადაც Saatbau უკვე 10 წელზე მეტია, ხორბლისა და ქერის ჯიშებს აწარმოებს.
"მარცვლეულის სათესლე მასალების პირველი ტესტირება საქართველოში, აგროსფეროსთან ერთად, 11 წლის წინ დავიწყეთ. იმ პერიოდში ბევრი ფერმერი ვერ ხვდებოდა რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი თესლი არსებობდა. დღეს „აგროსფეროს“ მომხმარებლებმა კარგად იციან განსხვავებები ჯიშებს შორის, თითოეული ვარიაციის მახასიათებლები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, არჩევანი გააკეთო იმ მასალაზე, რომელიც შენს მიზნებთან და მოთხოვნებთან მოდის თანხვედრაში", — გვითხრა ტანია ჰუბნერმა.
გაითვალისწინეთ, რომ Saatbau-სა და „აგროსფეროს“ მიერ საქართველოში წარმოებული ხორბლის სათესლე მასალა სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად. ასევე, არის მედეგი ყინვის, გვალვისა და ჩაწოლის მიმართ და მაღალი რეზისტენტობით გამოირჩევა ძირითადი დაავადებებისა და მავნებლების მიმართ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები