საქართველოს ეროვნული პლატფორმა

17 Jul. 2024, 15:56

საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს რუსეთის სასტიკ დარტყმას უკრაინაში სამშობიაროსა და ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე.

რუსეთის შეიარაღებული ძალები სისტემატურად სჩადიან ასეთ სამხედრო დანაშაულებს. 1400-ზე მეტი თავდასხმაა დოკუმენტირებული უკრაინის ჯანდაცვის დაწესებულებებისა და სამედიცინო მუშაკების წინააღმდეგ. ოფიციალური მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე ჯანდაცვის 200 მუშაკი დაიღუპა.

რუსული შეიარაღება განზრახ ბომბავს უკრაინის ჯანდაცვის ობიექტებს, რაც არის როგორც ომის დანაშაული, ასევე, მძიმე დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

წარმოუდგენელმა აგრესიამ ბავშვების, ქალებისა და ჯანდაცვის მუშაკების მიმართ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აუცილებელია მეტი დახმარება უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვისთვის, ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერა და მზარდი ზეწოლა კრემლის ტირანიის წინააღმდეგ.

ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმა, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის მხარდაჭერა ყველა სფეროში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

დიდი ფასდაკლების დღე Archi Grand Avenue-ის ბინებზე — მხოლოდ 24 ოქტომბერს! შეიძინე სახლი ქალაქის ახალ ცენტრში ისეთ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება

24 ოქტომბერს "არქი" Archi Grand Avenue-ს ბინებზე დიდი ფასდაკლების დღეს გამართავს. სპეციალური შეთავაზება მხოლოდ ერთი…