როგორ გამოვიყენოთ STEM ცოდნა ყოველდღიურობაში — სკოლის სტიპენდიანტის, რუსლან ჯიჯავაძის გამოცდილება
ფოტო: საქართველოს ბანკი
STEM სკოლის პროექტი, რომელიც საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით წამოიწყო, უფროსკლასელებს მთელი საქართველოს მასშტაბით აძლევს იმის შესაძლებლობას, განათლება მიიღონ ტექნიკურ საგნებში და თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საბაზისო ცოდნა დააგროვონ. STEM სკოლა მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სხვადასხვა ქვედარგებს მოიცავს – სწორედ ამ ძირითადი საგნების ათვისებით, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სამომავლოდ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ, მანამდე კი ეს ცოდნა ყოველდღიურობაშიც გამოიყენონ.
თავის გამოცდილებებსა და დაკვირვებებს STEM სკოლის ერთ-ერთი სტიპენდიატი– რუსლან ჯიჯავაძე გვიზიარებს. 16 წლის რუსლანი ბათუმის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლობს.
"STEM სკოლის შესახებ ერთი წლის წინ გავიგე, როდესაც ჩემი მეგობარი მასში სრული დაფინანსებით მოხვდა. გარდა ამისა, ხშირად მხვდებოდა სკოლის რეკლამაც და ფიზიკის მასწავლებლებიც დადებითად ახასიათებდნენ STEM გაკვეთილებს. ამ რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გადავწყვიტე, დამეწერა ჩასაბარებელი ტესტი, რომელიც წარმატებით გავიარე. საბოლოოდ კი, მოვხვდი სკოლაში და სტიპენდიაც მივიღე."
როგორც რუსლანი აღნიშნავს, STEM-დან მიღებული ცოდნა სკოლის გაკვეთილების მომზადებაშიც ეხმარება, განსაკუთრებით კი ფიზიკის დავალებების გაკეთებაში.
"STEM სკოლაში ჩემი ჩაბარების მთავარი მოტივაცია ცოდნის გაღრმავება იყო ფიზიკისა და პროგრამირების მხრივ. ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს მათემატიკაც და ყოველთვის დიდ დროს ვუთმობ ხოლმე მას."
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ STEM საგნების შესწავლა არაერთი მნიშნელოვანი უნარის განვითარებას უწყობს ხელს – ეხმარება მოსწავლეებს კომპლექსური პრობლემებისა და რთული სიტუაციების გადაჭრაში, კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, გუნდურ მუშაობისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. ეს უკანასკნელი კი განსაკუთრებით მნიშნელოვანია უფროსკლასელებისთვის, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებასა და პროფესიული არჩევანის გაკეთებას ახლა იწყებენ.
STEM საგნებში მიღებული გამოცდილება, პირველ რიგში, ბავშვებში აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს — ასწავლის და უნვითარებს უნარს, როგორ არ დანებდნენ ადვილად და როგორ იპოვონ რთული პრობლემების მარტივად გადაჭრის გზები. გაკვეთილებიდან ნასწავლი ეს პატარ-პატარა ხერხები, ხრიკები თუ გამოცდილებები, სამომავლოდ არამხოლოდ პროფესიულად გამოადგებათ, არამედ ყოფით საკითხებშიც. სწორედ ამას უსვამს ხაზს რუსლანიც:
"STEM სკოლაში მიღებული ცოდნა ხშირად გამოგვადგება ხოლმე ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში, რადგან ჩვენ ვსწავლობთ იმას, თუ როგორ გავიყვანოთ ელექტრო გაყვანილობები, ასევე ვსწავლობთ სხვადასხვა გაჯეტების აგებულებას. აქედან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, შეგვიძლია მათი შეკეთება. გარდა ამისა, ამ ცოდნით შევძლებთ ბევრი ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას და საინტერესო ბიზნესის წამოწყებას."
STEM სკოლის გაკვეთილებზე მოსწავლეები წერენ კოდებს, აწყობენ საკუთარ ვებგვერდებს, იღებენ მონაწილეობას კონკურსებში და ცდილობენ ახალი იდეების განხორციელებას. ყველაზე მნიშნელოვანი კი ის არის, რომ ფიქრისა და აზროვნების ეს უშრეტი პროცესი მუდმივად გრძელდება — რაღაც ახლის აღმოჩენისა და მოლოდინის სურვილი გაკვეთილების დასრულებასთან ერად არ წყდება. ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი მასწავლებლებს მიუძღვით, რასაც რუსლანიც აღნიშნავს.
"ძალიან კარგია ისიც, რომ სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მასწავლებლები გვყავს აჭარაში -შემოაქვთ ბევრი ახალი სასწავლო მეთოდი, იყენებენ ტექნოლოგიებს და ასევე გვაძლევენ ბევრ მნიშვნელოვან წიგნსა თუ დავალებას, ძალიან საინტერესოდ ხსნიან გაკვეთილებს და ყველა მოსწავლეს რთავენ პროცესში."
"ცოდნაზე მიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია. წარმოსახვა კი უსაზღვრო." ეს სიტყვები ალბერტ აინშტაინს ეკუთვნის და ალბათ ყველაზე ზუსტად გამოხატავს STEM სკოლის მთავარ მიზნებსა და პრინციპებს — ცოდნის მიღების პარალელურად, დაეხმარონ მოსწავლეებს საკუთარი შესაძლებლობებისა და წარმოსახვის უნარის განვითარებაში, რაც სამომავლოდ ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგებათ.
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
კომენტარები