მსოფლიოში პირველი მის ხელოვნური ინტელექტი მაროკოელი ბოტი გახდა
ფოტო: Fanvue World AI Creator Awards
სულ ცოტა ხნის წინ, ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტით (AI) შექმნილი პერსონაჟებისთვის სილამაზის კონკურსი გაიმართა. კონკურსში, რომელშიც 1 500-ზე მეტი კომპიუტერულად გენერირებული ქალის გამოსახულება მონაწილეობდა, გამარჯვება მაროკოელ კენზა ლაილის ხვდა წილად.
ლაილი, რომელიც ჰიჯაბს ატარებს, აქტივისტად და ინფლუენსერად გვეცნობა. ინსტაგრამზე მას 195 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. აღწერიდან ვიგებთ, რომ მისი შექმნილი კონტენტი მაროკოულ კულტურას წარმოაჩენს და მიზანმიმართულია მაროკოსა და შუა აღმოსავლეთში ქალების გაძლიერებისკენ. პერსონაჟის შემქმნელები კონკურსში გამარჯვებისთვის სოლიდურ ფულად ჯილდოსაც მიიღებენ.
მის ხელოვნური ინტელექტის კონკურსი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელთა საერთაშორისო დაჯილდოების (WAICA) პროექტია. ორგანიზატორების თქმით, კონკურსის მიზანია, გვაჩვენოს, "როგორ იცვლება სილამაზისა და შემოქმედებითობის აღქმა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში". მის ხელოვნური ინტელექტის გამოსავლენად კი 4-წევრიანი ჟიური შეიქმნა: ორი ადამიანი და ორი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი პერსონაჟი. შეფასება სამ კრიტერიუმს ეყრდნობოდა: ნამდვილობა, ტექნოლოგიური გამართულობა და პოპულარობა.
"უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, AI ტექნოლოგიების შემქმნელები წარმომეჩინა და ხელოვნური ინტელექტის დადებითი გავლენისთვის გამესვა ხაზი", — აღნიშნავს ლაილი, — "მის ხელოვნურ ინტელექტში გამარჯვება კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რომ AI ტექნოლოგიის დახვეწა განვაგრძო".
ლაილი ასევე აღნიშნავს, რომ ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ხელსაწყო არაა — "ის ასევე არის რევოლუციური ძალა, რომელსაც ინდუსტრიების ჩამოშლა, დამკვიდრებული ნორმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და აქამდე არარსებული შესაძლებლობების გაჩენა შეუძლია". მის ხელოვნური ინტელექტი ამატებს, რომ AI ადამიანური შესაძლებლობების შესავსებადაა შექმნილი და არა — მათ ჩასანაცვლებლად.
"ხელოვნური ინტელექტის პოტენციალისა და დადებითი გავლენის ჩვენებით, მსურს, გავაქარწყლო შიშები და პოპულარიზება გავუწიო ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მიმღებლობას, თანამშრომლობას", — აღნიშნავს ლაილი, — "განათლებითა და პოზიტიური მაგალითების ჩვენებით, ჩვენს საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის როლზე უფრო ინფორმირებული ვიქნებით და მას ოპტიმისტურად დავინახავთ".
ლაილის გარდა, მის ხელოვნური ინტელექტის პრიზიორები გახდნენ ფრანგი ლალინა და პორტუგალიელი ოლივია. მეორეადგილოსან ლალინას ინსტაგრამზე 95 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს და იგი მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურასა და მსოფლმხედველობას შორის ურთიერთგაგების, ტოლერანტობისა და ემპათიის პოპულარიზებას. რაც შეეხება ოლივიას, რომელმაც კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა, იგი 10 ათასზე მეტ გამომწერს "დიდ, ნამდვილ სამყაროში AI მოგზაურად" წარუდგენს თავს.
კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ პროექტი შესანიშნავი საშუალებაა AI შემქმნელების მიღწევების საჩვენებლად და სტანდარტის ასამაღლებლად.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მის ხელოვნური ინტელექტის მიზანი უფრო ტექნოლოგიური ინოვაციის წახალისებაა, ბევრი ხაზს უსვამს მისით შექმნილ საშიშროებას — სილამაზის არარეალისტური სტანდარტებისა და ტოქსიკური მოლოდინების ნამდვილი ქალებისთვის თავსმოხვევას.
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
კომენტარები