Imago Mundi, ასევე ცნობილი როგორც "ბაბილონელების რუკა", უძველეს მსოფლიო რუკად ითვლება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ისეთივე ზუსტი, როგორც Google Maps და არც ისე დიდებულად ილუსტრირებულია, როგორც შუა საუკუნეების კარტოგრაფია, მაგრამ ის ნამდვილად უნიკალურია.

ბაბილონელების ეს რუკა გვიქმნის შთაბეჭდილებას იმაზე, თუ როგორ წარმოედგინათ სამყარო უძველეს ადამიანებს. რუკა, სავარაუდოდ, 2 900 წლის წინ შეიქმნა, იმ დროს, როდესაც ნეო-ბაბილონური იმპერია დომინირებდა სამყაროში. სწორედ ისინი იყვნენ პირველები არქიტექტურაში, კულტურაში, მათემატიკასა და ზოგადად მეცნიერებაში.

რუკა მე-19 საუკუნეში ხელახლა აღმოაჩინეს. ბრიტანული ენციკლოპედიის მიხედვით, არტეფაქტი ცნობილმა არქეოლოგმა ჰორმუზდ რასამმა აღმოაჩინა. მან ასურული და ბაბილონური სამარხები გათხარა და რუკას სწორედ ამ დროს მიაგნო.

რუკა აღმოჩნდა ყუთში, რომელიც დაკავშირებულია რასამის 1881 წლის გათხრებთან სიფარში, დღევანდელ ერაყში, თანამედროვე ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით.

რუკის ზომები შემდეგია: 12,2 x 8,2 სანტიმეტრი და ის წრიულადაა გამოსახული. მასზე ტექსტი ლურსმული ასოებითაა. რუკა დაზიანებული იყო, მაგრამ ათწლეულების განმავლობაში მკვლევრებმა მისი დიდი ნაწილის აღდგენა შეძლეს.

რუკაზე ობიექტების მონახაზი: ბაბილონი მონიშნულია როგორც 13, ხოლო 14-17 აჩვენებს ოკეანეს.

რუკაზე ობიექტების მონახაზი: ბაბილონი მონიშნულია როგორც 13, ხოლო 14-17 აჩვენებს ოკეანეს.

ფოტო: Public Domain

რუკა მესოპოტამიას ასახავს, ისტორიულ რეგიონს ახლო აღმოსავლეთში, რომელსაც ხშირად "ცივილიზაციების აკვანს" უწოდებენ. აქ ბევრი ცივილიზაცია აყვავდა, მათ შორის ბაბილონელები და ასურელები.

მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ რუკაზე ქალაქი ბაბილონი მართკუთხა ზოლშია, რუკის შიდა ნაწილის ზედა მხარეს. პარალელური ხაზები ოთხკუთხედს ზემოდან ქვემოთ კვეთს. ეს როგორც ჩანს, მდინარე ევფრატია. ცნობილი მდინარე სათავეს იღებს ჩრდილოეთით მდებარე მთებიდან, გადის ბაბილონში და შემდეგ მიემართება სამხრეთით ჭაობიან მდინარეში.

რუკაზე სხვა სამეფოებიცაა, მათ შორის ასურეთი, დერი და ურარტუ. ყველა ეს დასახლება შემოსილია თითქმის სრულყოფილი წრიული ზოლით, რომელიც წარმოადგენს "მწარე წყალს", და ითარგმნება როგორც ოკეანე.

ოკეანის მიღმა რუკის ზედა ნაწილში გვხდება ადგილი, სადაც "მზე არ ჩანს". შესაძლოა, ბაბილონელებს სჯეროდათ, რომ იქ მარადიული სიბნელის ქვეყანა იყო, ისევე როგორც გილგამეშის ეპოსშია აღწერილი უცნაური სივრცეები.

ასე გამოყურებდა რეგიონი იმ დროისთვის.

ასე გამოყურებდა რეგიონი იმ დროისთვის.

ფოტო: Shutterstock.com

რუკის ტექსტში ასევე ნახსენებია სხვადასხვა ურჩხულები და ფანტასტიკური არსებები, მათ შორის არიან მფრინავი ცხენები, ზღვის გველები, ადამიანი მორიელი და ადამიანი ხარი.

რუკაზე ადამიანებიც არიან მონიშნული. მათგან საყურადღებოა უტნაპიშტიმი, ლეგენდარული მეომარი, რომელიც ბაბილონის წყალდიდობას გადაურჩა და აქადის იმპერიის პირველი მმართველი სარგონი.

რა თქმა უნდა, ნავგაციისთვის დღეს ეს რუკა გამოუსედაგია, მაგრამ როგორც ისტორიულ დოკუმენტს, მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.