გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა — თეგეტა ჰოლდინგი Top Gear-ის რადარზე
ფოტო: თეგეტა
გაიცანი კომპანია, რომელმაც საქართველო საავტომობილო რუკაზე მონიშნა — ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას BBC-ს საკულტო გადაცემის Top Gear-ის საავტომობილო ჟურნალი თეგეტა ჰოლდინგის შესახებ.
საერთაშორისო მედია ქართული კომპანიის განვლილ 30-წლიან ისტორიაზე წერს, რომელიც სათადარიგო ნაწილების მაღაზიით დაიწყო და მულტიფუნქციურ საავტომობილო ეკოსისტემად ჩამოყალიბდა. სტატიაში ნათქვამია, რომ თეგეტა ქმნის ისეთ საავტომობილო ინფრასტრუქტურას, რომელსაც იშვიათად შეხვდებით არა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არამედ ევროპაში. სწორედ ამან მოუტანა კომპანიას არაერთი აღიარება, მათ შორის თეგეტა ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული Groupauto International-ის გლობალური ჯილდოს მფლობელია.
ავტორიტეტულ ჟურნალში ვკითხულობთ, რომ „თეგეტამ“ პირველმა დანერგა Destination Porsche-ს კონცეფცია რეგიონში და გასულ წელს გახსნა ახალი კონცეპტუალური შოურუმი: Volvo Retail Experience, რომელიც ბრენდის სამშობლოში წარმოდგენილი კონცეფციის ანალოგია. თეგეტა ასევე აშენებს VRE კონცეფციის სერვისცენტრს რეგიონის სხვა ქვეყნებში. ტოიოტას საერთაშორისო გაიდლაინით მოაწყო ტოიოტა ცენტრი თეგეტას განახლებული შოურუმი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ თეგეტას სწრაფვა განვითარებისკენ გაცილებით ადრე დაიწყო — ჰოლდინგის ცენტრალურ ფილიალში ჯერ კიდევ 2008 წლიდან MAN-ის ავტორიზებული სერვისცენტრი ფუნქციონირებს. ის სრულად შეესაბამება გერმანული ბრენდის სტანდარტებს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე შრომის უსაფრთხოების, ინსტრუმენტებისა და დანადგარების თვალსაზრისით. თეგეტა 2007 წლიდან ბრიტანული უმსხვილესი სამშენებლო ტექნიკის ბრენდის, JCB-ს ოფიციალური დილერია საქართველოსა და კავკასიის სხვა ქვეყნებში.
თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა, Top gear-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ კომპანიის პრიორიტეტია საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით, მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გაუმარტივოს.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თითქმის სამი ათეული წელია, ბაზარზე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია, საავტომობილო სერვისის სრული სპექტრის შეთავაზებით მომხმარებელს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ. ამავე დროს მუდმივად მივყვებით ცვლილებებს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში, ვნერგავთ მათ ჩვენს ყოველდღიურობაში და მაღალი დონის მომსახურებით ვპასუხობთ მომხმარებლის მოლოდინებს. მსოფლიო სტანდარტების დანერგვა და მდგრადი მიზნების მისაღწევად რეგიონში ძირეული ცვლილებების გატარება ჩვენი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. ეს, პირველ რიგში, მომავლის კონცეფციებზე აგებული სერვისცენტრებისა და შოურუმების მშენებლობაა. მაგალითად, ჩვენი ახალი სერვისცენტრის შენობა სრულად პასუხობს ენერგოეფექტურობის სტანდარტებს და აქვს შესაბამისი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი. აღსანიშნავია ისიც, რომ მასზე დამონტაჟებული მზის პანელები საჭირო ენერგიის 75%-ს გამოიმუშავებს. შენობის ტერიტორიაზეა განთავსებული ელექტროდამტენები, რაც სრულად პასუხობს თეგეტას მდგრადი განვითარების სტრატეგიას. ვფიქრობთ, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აყალიბებს ნდობას და ხელს უწყობს გრძელვადიან ურთიერთობებს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე ზრუნვით დღეს ამიერკავკასიაში სერვისის პირველი ჰაბი და მსოფლიო მასშტაბით სანდო ბიზნესპარტნიორები ვართ."
ფოტო: თეგეტა
დიდი ბრენდების შეხვედრის ადგილი — ასე კი top gear-მა ვაკეში თეგეტას ახალი, საავტომობილო მულტიფუნქციური კომპლექსის გახსნის ღონისძიება შეაფასა, რომელსაც კომპანიის პარტნიორები მთელი მსოფლიოდან დაესწრნენ. მათ შორის იყო Shell, Motul, Varta, Textar, Champion და Bridgestone.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ახალი, ულტრათანამედროვე, მულტიფუნქციური საავტომობილო კომპლექსი საუკეთესო მაგალითია, რომ კომპანია მშენებლობაში ელექტრიფიცირების სტანდარტებს იცავს. შენობისა და ავტომობილების სადგომის გადახურვაზე 700-ზე მეტი მზის პანელია დამონტაჟებული, რომლებიც წლის განმავლობაში ნახევარ მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს. მზის პანელების დიდი ნაწილი თეგეტამ USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით დაამონტაჟა.
სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ თეგეტა უზბეკეთში - Mobil-ის დილერი, 2024 წლის იანვრიდან კი აზერბაიჯანში MOTUL-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა, ასევე MAN-ის ავტობუსებით მოამარაგა როგორც საქართველოს დედაქალაქი თბილისი, ისე მეზობელი სომხეთის დედაქალაქი ერევანი. სტატიის დასკვნით ნაწილში კი Top Gear წერს, რომ ჰოლდინგს წინ ამბიციური გეგმები აქვს.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ სტატიის წაკითხვა Top Gear-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში? გამოკითხვა: გადავლენ ბზიკები ევროვიზიის ფინალში?
გადახედვა
-
ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი ასაკში წაქცევა დემენციის რისკს საგრძნობლად ზრდის — ახალი მეტაანალიზი
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს" შალვა პაპუაშვილი: "ბატონ ფიშერს ზრდილობასთანაც პრობლემა აქვს — მთელი საზოგადოება სულმოუთქმელად ველით როდის დატოვებს საქართველოს"
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს დიუშენით დაავადებული ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
გადახედვა
-
ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო ჟურნალისტ გელა მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია) ქვიზი: როგორ იცი მსოფლიოს ისტორია? (რთული ვერსია)
-
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკში
-
ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში ხორცის ჭამა არსებითად არასწორია — ბილი აილიში
გადახედვა
-
კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით კრიპტო უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკშია — დაიწყე ინვესტირება მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკით
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ" ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ"
გადახედვა
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
გადახედვა
-
ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს? ლურჯი წერტილების ციებ-ცხელება — რატომ აუქმებენ მუსიკოსები ტურნეებს?
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა


კომენტარები