ახალმა აღმოჩენამ შეიძლება სუპერკონდენსატორამდე მიგვიყვანოს, რომლითაც სმარტფონებისა და ლეპტოპების დამუხტვა 60 წამში შეგვეძლება. რაც შეეხება ელექტრომობილებს, მათ სრულად დამუხტვას მხოლოდ ათ წუთში შევძლებთ.

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს. საქმე ეხება დამუხტული იონების ნაწილაკების უკეთ გაგებას. ამ აღმოჩენამ, შეიძლება ნანატრ სურვილამდე მიგვიყვანოს — სუპერკონდენსატორებამდე.

სუპერკონდენსატორებზე მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ და მიიჩნევა, რომ ამ ტექნოლოგიით მოწყობილობების ელვისებურად დამუხტვა იქნება შესაძლებელი. თუმცა, აქამდე არ ვიცოდით თუ როგორ უნდა გაიზარდოს ენერგიის სიმკვრივე ლითიუმ-იონური ბატარეების სიმკვრივის შესატყვისად.

და, აი, ახლა ინჟინერმა ანკურ გუფტამ ეს შეიძლება შეცვალოს. მისი კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

"სუპერკონდენსატორების მთავარი მიმზიდველობა სიჩქარეშია. ჩვენ ენერგიის ბევრად სწრაფად გამოყოფა იონების უფრო ეფექტური მოძრაობით შეგვიძლია", — თქვა გუფტამ პრესრელიზში.

დიდი ნახტომი

გუპტა და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ კირჩოფის კანონის განახლებას მიაგნეს — ეს ელექტრული დენის თეორიის განმსაზღვრელი პრინციპია, რომელიც ძაბვის კონკრეტულ მარყუჟებში მოძრაობას განსაზღვრავს.

როგორც გუპტამ აღმოაჩინა, იონი ფოროვან გარემოში სხვაგვარად მოძრაობს. სწორედ ეს ზრდის შესაძლებლობებს, რასაც ენერგიის შენახვის მხრივ ნამდვილი რევოლუციის მოხდენა შეუძლია.

"ეს დიდი ნახტომია. ჩვენ მივაგენით იმას, რაც დიდი ხანი გვაკლდა", — თქვა გუფტამ.

რა თქმა უნდა, წინ დიდი სამუშაოა, მაგრამ ტექნოლოგია, რომელიც ლეპტოპებსა და სმარტფონებს წუთში დატენის, ახლა კიდევ უფრო რეალურია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.