გიორგი მსხილაძე

28 May. 2024, 15:48

პირველ რიგში, მინდა დავიწყო "რატომ? — იმიტომ?"-ის განმარტებით.

იმიტომ, რომ ორი დღეა, ეს თემა, თქვენი აგიტაციისა და პროპაგანდის საკითხი გახდა და წარმოაჩენთ ისე, რომ, თითქოს, აღნიშნულ კანონზე ჩვენ სხვა არგუმენტაცია არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ "იმიტომ!".

ახლა გეტყვით, რატომ არ მოხდა უმრავლესობის მოსაწონი და მისაღები კანონპროექტის ალტერნატივის შემოთავაზება ჩვენს ვეტოში.

პრეზიდენტმა თავიდანვე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი გაკეთილშობილებას არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელი იყო, რადგან კანონი სრულად, თავიდან ბოლომდე, იყო ანტიკონსტიტუციური, მათ შორის ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციით განმტკიცებულ ევროინტეგრაციის მიზანს — არის [კანონი] ანტიევროპული, ანტიქართული და მაშასადამე, რუსული.

ვისთვისაც ეს არგუმენტები მიუღებელია, მათ შეიძლება გამოიყენონ სიტყვა, "იმიტომ!".

თქვა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები, რუსულ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოზე მსჯელობენ.

გუშინ, 27 მაისს, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  3. ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
  4. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  5. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვის რაში სჭირდება მაგის დამტვრეული ქართული? — პაპუაშვილი ჰერჩინსკის Kordz-ის პოსტზე გამოხმაურების გამო აკრიტიკებს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უსაფრთხოების ნორმების გამო ჩაშლილი გორის ფესტივალის შესახებ ევროკავშირის…