აშშ საქართველოს ხელისუფლებას და მათ ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს — რა თქვა ენტონი ბლინკენმა
ფოტო: Olivier Douliery/Pool/AFP
რა ხდება: ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები დაწესდება.
- ეს შეზღუდვები გავრცელდება მათ ოჯახის წევრებზეც.
დეტალები: ბლინკენის განცხადებაში წერია, რომ:
ქართულმა ოცნებამ შეიმუშავა და მიიღო "უცხოური გავლენების“ შესახებ კანონი, რომელიც შეზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, მოახდენს იმ ორგანიზების სტიგმატიზებას, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, ხელს უშლის დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციების მუშაობას, მიაწოდონ საქართველოს მოსახლობას მაღალი ხარისხის ინფორმაცია.
- "მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ვნახეთ აშკარა მინიშნებები დაშინებისა და ძალადობის გამოყენების შესახებ, მშვიდობიანი, განსხვავებული აზრის ჩასახშობად. როგორც "ეროვნული უსაფრთხოების კანონი“, ასევე, რეპრესიული ტაქტიკა, პროტესტის ჩასახშობად, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რაც ქართველი ხალხის უფლებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გრძელვადიან მიზანს, რომელიც ასახულია მის კონსტიტუციაში — ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან.
- ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრებზე.
- შეზღუდვა შეეხება პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე ძალადობის, ან დაშინების გზით", — წერია განცხადებაში.
ამას გარდა, ბლინკენი აცხადებს, რომ ნებისმიერი, ვინც ძირს გამოუთხრის დემოკრატიულ პროცესებს, ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის — ოქტომბრის არჩევნების წინ, მის განმავლობაში, ან არჩევნების შემდეგ, შეიძლება, ამ პოლიტიკის მიხედვით, შეუსაბამო აღმოჩნდეს ამერიკის ვიზის ასაღებად და აეკრძალოს აშშ-ში გამგზავრება.
ასევე, ეს შეზღუდვა, შესაძლოა, შეეხოს ამ პირების ოჯახის წევრებსაც.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი იწყებს აშშ-ისა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ მიმოხილვას.
- "იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და მიიღებენ ზომებს, მათი ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების პროგრესისთვის. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განხილვის პროცესში, გავითვალისწინებთ საქართველოს ქმედებებს, ჩვენი გადაწყვეტილების მიღებისას", — წერს ენტონი ბლინკენი.
ბოლო ხაზი: საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე ამერიკელი კანონმდებლებიც მუშაობენ.
შესაბამისი კანონპროექტები შედის როგორც კონგრესში, ისე — სენატში.
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს პრემიერობის სურვილი რომ ჰქონოდა, 2013 წელს დარჩებოდა პრემიერმინისტრად
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
კომენტარები