ილია შამუგიამ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნახევარ ფასად იყიდა 1.3 მლნ ლარიანი ბინა და დეკლარაცია დარღვევით შეავსო — TI
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირავლობა — საქართველო
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ილია შამუგიამ, 2023 წლის ოქტომბერში თბილისი გარდენსის კომპლექსში 195.7 კვ.მ ბინა საბაზრო ფასზე დაახლოებით ორჯერ ნაკლებად შეიძინა.
- საცხოვრებელ კომპლექსში ანალოგიური ბინის ღირებულება, კომპანიის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია (512 000 აშშ დოლარი), ილია შამუგიამ კი ბინა 283 000 აშშ დოლარად შეიძინა.
- ამასთან, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მან კიდევ უფრო ნაკლები — 226 400 აშშ დოლარი მიუთითა.
დეტალები: TI წერს, რომ ილია შამუგიამ, არასრული და არასწორი ინფორმაცია შეიტანა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში, რომელიც 2024 წლის 12 აპრილს წარადგინა.
- დარღვევა I: ილია შამუგიამ თბილისი გარდენსის კომპლექსში შეძენილი 195.7 კვ.მ ბინის ღირებულებად 226 400 აშშ დოლარი მიუთითა, მაშინ როცა ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით მან 283 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
- დარღვევა II: დეკლარაციაში სრულად არ არის ასახული ინფორმაცია უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანხის წარმომავლობასთან დაკავშირებით. კერძოდ
- დეკლარაციაში არსად ჩანს ის 56 600 აშშ დოლარი, რაც კონტრაქტის მიხედვით, მან ბინის შესაძენად დამატებით გადაიხადა. ილია შამუგიას დეკლარირებული შემოსავალი არ უნდა ყოფილიყო საკმარისი ამ ხარჯის გასაწევად.
- დარღვევა III: ილია შამუგიამ სრულად არ გაასაჯაროვა მის სახელზე არსებული საბანკო ანგარიშები, კერძოდ მან არ მიუთითა თი ბი სი ბანკში არსებული ანგარიშები უცხოურ ვალუტაში. დეკლარირებული ინფორმაციით, მას საბანკო ანგარიშებზე ჯამში 20 ლარი აქვს განთავსებული.
TI წერს, რომ 2024 წლის 13 აპრილს ტვ პირველის გადაცემაში "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გავიდა საგამოძიებო სიუჟეტი ილია შამუგიას და მისი ოჯახის რუსეთთან კავშირებზე.
- შამუგიას ოჯახის წევრებს რუსეთ/საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და ამასთან, რუსეთიდან ნავთობის იმპორტითაც იყვნენ დაკავებულები.
- როგორც ირკვევა, 2017 წლის თებერვლამდე ილია შამუგია რუსეთში ფეხბურთელი იყო.
- ცესკო-ს ამომრჩეველთა ერთიან სიაში ილია შამუგია მხოლოდ 2017 თებერვალში რეგისტრირდება და მუშაობას იწყებს საქართველოს პარლამენტში.
გარდა ამისა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ილია შამუგიას ბიოგრაფიული მონაცემების შესახებ, მათ შორის, განათლებაზე და სამუშაო გამოცდილებაზე.
TI მოუწოდებს:
- ანტიკორუფციულ ბიუროს — შეისწავლოს ილია შამუგიას დეკლარაცია და იმოქმედოს კანონის შესაბამისად;
- მთავრობის ადმინისტრაციას — გაასაჯაროოს კანონით დადგენილი ინფორმაცია ილია შამუგიას განათლებასა და სამუშაო გამოცდილებაზე.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები