თინა ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

14 May. 2024, 12:44

შეშინებულ, ვერ შემდგარ დიქტატორს, ბიძინა ივანიშვილს, ეგონა მის მიერ დაანონსებული რეპრესიებით ხალხს შეაშინებდა, გააჩუმებდა, სისასტიკით, ძალადობით, ცემით, ჩასაფრებით, მუქარით, გინებით, ზარებით, სახლებთან ჩასაფრებით. მაგრამ ქართველმა ხალხმა გაჩვენათ, გაჩვენათ მათ შორის თქვენ, მხდალ 83 მოღალატეს, რომ ვერ გააჩუმებთ და ვერ შეაშინებთ ხალხს.

ერთს სცემთ, ასი გამოვა, ათს დაიჭერს ათასი გამოვა, ათას დაემუქრებით? ასი ათასი გამოვა თბილისის ქუცებში, როგორც გამოვიდა უკვე, როდესაც ჩვენ წავედით ევროპის მოედნისკენ.

არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა მეტი კონსოლიდაცია, მოიტანა მეტი ერთობა, მოიტანა მეტი ურთიერთშეკავშირება და მეტი რწმენა, გამარჯვების რწმენა.

გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო? გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისი ქუჩებში, გადით ახლა, თქვენ, თითოეული თქვენგანი, გამოდით პარლამენტის შენობის გარეთ, ისე რომ არ დაიმალოთ მოძალადე ხარებას, გოგა მემანიშვილის და სხვა მოძალადეების ზურგს უკან. გამოდით და იქ ნახავთ, ნამდვილ საქართველოს.

ნამდვილი საქართველო იმ თავისუფალ ახალგაზრდებშია, რომლებიც ასეთი თავდადებით სიმტკიცით, სიმშვიდით, სიყვარულით იცავენ ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ევროპულ არჩევანს. ნამდვილი საქართველოს გული მათში ფეთქავს, ნამდვილი საქართველოს სული მათთან სუფევს, სადაც არის ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი. ნამდვილი საქართველოს სიყვარული ამ ახალგაზრდებშია, რომლებიც ნათელ და ევროპულ მომავალს იცავენ.

საქართველო რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის არ არის, არც კობახიძის არის, არც ოხანაშვილის, არც მდინარაძის, არც პაპუაშვილის, არც რუსეთის, საქართველო იმ ახალგაზრდებისაა, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს ასეთი თავდადებით იცავენ თბილისის ქუჩებში.

ცდილობთ დაამახინჯოთ და შებღალოთ ილიას სიტყვები, ვინ ციტირებს ილიას სიტყვებს, ბიძინა ივანიშვილი? მოღალატე რუსი ოლიგარქი? რომლისთვისაც მთავარი სიწმინდე მისი ფულია და მისი მილიარდების დასაცავად, მზად არის ივაჭროს ჩვენიო ქვეყნის ნათელი და ევროპული მომავლით.

ცდილობთ დაამახინჯოთ და დააკნინოთ 9 აპრილის გმირები და მათი ისტორია. თავად ღალატზე ხელმომწერები, თქვენ, 83 დეპუტატი, რომელიც 67 წამიან კომიტეტს საჩქაროდ ასრულებს, რომ პარლამენტიდან მორიგ ჯერზე სამარცხვინოდ გაიპაროს რობოკოპების თანხლებით.

IQ-ს უწუნებთ ამ ახალგაზრდებს და ცდილობთ გააშავოთ, ათასგვარი სიბინძურე შეთითხნოთ მათზე და აქტივისტებზე, არ გამოგივათ იმიტომ, რომ მათთან არის სიმართლე, წრფელი გული, ქვეყნის სიყვარული და რწმენა უკეთესი, ევროპული საქართველოსი.

თქვენი პოლიტიკური მომავალი გარდაუვალია, ხალხის ნამდვილი ძალა კი ერთობაშია, ძალა ევროპაშია, ძალა ახალგაზრდებშია, როგორც არასდროს მჯერა, მათთან ერთად გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა, ქვეყნის ევროპული მომავალი.

ახალგაზრდებთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი, ვინც გულწრფელად იბრძვის ქვეყნის ევროპული მომავლის გადასარჩენად. დიახ, ჩვენ გავიმარჯვებთ, გავიმარჯვებთ სახელოვნად! საქართველოსთვის!

განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ,
თინა ბოკუჩავამ დღეს, 14 მაისს, რუსული კანონის მესამე მოსმენაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მთავარეპისკოპოსი ზენონი: კათალიკოსმა იცოდა დიდი ხნის წინათ თქმა: მღვდელი ხმაურით თუ მაღლა იჭრება, ხელი სტაცე და მიწაზე დაანარცხეო
  2. რუსთავში აიღეს ძეგლი "სამოთხის კარიბჭე", რომელმაც საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა
  3. თეა წულუკიანი: "აცე ვიროს" შანტაჟი უნდა შეწყდეს. ეს ხელისუფლება არსად მიდის
  4. "ენგურჰესის" ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთს სადგურიდან ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა, თუმცა ვითარება მაინც რთულია
  5. თეა წულუკიანი: ახალგაზრდებს აქვთ ბრაზი, ამ ბრაზის საფუძველია გამოსარკვევი, მათთან საგნობრივი დისკუსიაა საჭიროა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პოლიციამ მაღაზია "არტ-თაიმის" გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,…