49 NGO პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს თვითმმართველ ქალაქებზე პრეზიდენტის შენიშვნები
ფოტო: თორნიკე მანდარია / On.ge
49 არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და უარი თქვან თვითთმართველი ქალაქებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე.
არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების მიერ ერთი თვის წინ მიღებული გადაწყვეტილება, გააუქმოს 7 თვითმმართველო ქალაქი:
- აუარესებს ადგილობრივი დემოკრატიის ხარისხს, ვინაიდან გართულდება მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;
- შეზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას, ვინაიდან ქალაქებისა და სათემო მუნიციპალიტეტებისთვის აღარ იარსებებს დამოუკიდებელი ბიუჯეტები, როგორც ძლიერი ინსტრუმენტი ადგილობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და საქალაქო და სასოფლო პრობლემების გადასაჭრელად;
- გამოიწვევს უთანასწორო პირობებს ქალაქისათვის, რადგან საკრებულოში, მუნიციპალიტეტის რამდენიმე ათეულ მაჟორიტართან ერთად, ქალაქიდან მაქსიმუმ 5 მაჟორიტარი იქნება წარმოდგენილი;
- შეასუსტებს საზოგადოებრივ კონსესუსს და საერთაშორისო მხარდაჭერას, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება მოქალაქეებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების გარეშეა მიღებული;
- კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხს, ვინაიდან ცესკოს მიერ გასაუქმებელ მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო ოლქებში უკვე დაწყებულია პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ გამგებლობისა თუ მერობის კანდიდატთა წარდგენა, აგრეთვე, დამკვირვებელი ორგანიზაციების სარეგისტრაციოდ ნომინირება;
- წარმოშობს მმართველობითი ხასიათის პრობლემებს. 15 ივნისს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილების აგვისტოს ბოლოს ამოქმედებით, დღეს არსებული 14 თვითმმართველი ერთეული შეწყვეტს არსებობას და სწორედ აგვისტოს ბოლოდან იარსებებს 7 გაერთიანებული მუნიციპალიტეტი, ხოლო გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოები – საკრებულოები, მერები და გამგებლები, შესაბამისი ადმინისტრაციებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იარსებებენ.
- წარმოშობს საბიუჯეტო პრობლემებს. აგვისტოს ბოლოსთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტის კანონში ისევ იარსებებს დღეს არსებული 14 მუნიციპალიტეტისთვის ცალ-ცალკე გათვალისწინებული გათანაბრებითი ტრანსფერი, რომელთა მიღებასა და ადმინისტრირებაზე უფლებამოსილი მუნიციპალიტეტები აღარ იარსებებს.
მიმართვას ხელს აწერენ:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო"
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო"
- სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
- რეგიონის განვითარების ცენტრი
- მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
- ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
- საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
- სამოქალაქო განვითარების სააგენტო
- "კივიტას გეორგიკა"
- საქართველოს მედია-კლუბი
- სათემო განვითარების ცენტრი
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
- ადამიანის უფლებათა ცენტრი
- კონსტიტუციის 42-ე მუხლი
- ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის ცენტრი
- სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
- ადამიანის უფლებების ადვოკატირებისა და დემოკრატიის ფონდი
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
- "მწვანე კავკასია"
- საერთო სამოქალაქო მოძრაობა – "მრავალეროვანი საქართველო"
- ქალები რეგიონის განვითარებისთვის
- სტუდია "რე"
- გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი)
- კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი (გორი)
- მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" (გორი)
- "საუნჯე" (ზუგდიდი)
- ასოციაცია "დეა" (ზუგდიდი)
- "ათინათი" (ზუგდიდი)
- დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)
- ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
- ასოციაცია "ტოლერანტი"(ახალციხე)
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (ოზურგეთი)
- ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი – მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
- დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
- ჩვენ – ჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი)
- ევროპა ჩვენი სახლია (ქუთაისი)
- იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი "სპექტრი" (ქუთაისი)
- ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი (ქუთაისი)
- მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა)
- ღირსეული სიბერე (ქობულეთი)
- მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება (მარნეული)
- კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის (დუშეთი)
- სთეფ ფორვარდი (ბათუმი)
- ბოლნისის ენის სახლი (ბოლნისი)
- სათემო ორგანიზაცია "ნუკრიანი
- "მწვანე აკადემია"
- მედიაცენტრი "კახეთი"
საქართველოს პარლამენტმა შვიდი თვითმმართველი ქალაქის - გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების დადგენილება რამდენიმე კვირის წინ მიიღო. დადგენილების პროექტს პარლამენტის 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგი იყო.
20 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვას პარლამენტი მომავალი კვირიდან დაიწყებს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები