ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
ფოტო: Ethan Miller / TAS23 / Getty Images
ტეილორ სვიფტის მიმდინარე საკონცერტო ტურნესთვის პოპვარსკვლავის ათასობით ბრიტანელმა ფანმა, როგორც აღმოჩნდა, ყალბი ბილეთები შეიძინა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის, ლოიდს ბანკის ცნობით, თაღლითობის მსხვერპლი მათი 600-ზე მეტი მომხმარებელი გახდა; თითოეულმა, საშუალოდ, 334 გირვანქა სტერლინგი, ზოგმა კი 1 000 გირვანქა სტერლინგზე მეტი იზარალა. რადგან ეს მონაცემი მხოლოდ ბანკის ბაზას ემყარება, ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ყალბი ბილეთები, სულ მცირე, 3 000-მა ადამიანმა შეიძინა, მათი ზარალი კი ჯამურად მილიონ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს.
სვიფტის რიგით მეექვსე ტურნე, The Eras Tour, შარშან მარტში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გასტანს. იმის მიუხედავად, რომ ჯერ არც კი დასრულებულა, ის ისტორიაში უკვე ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურნეა; ამასთან, ისტორიაში პირველი, რომლის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად ტურნეზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმსაც, რომლის შემოსავალმა $260 მილიონზე მეტი შეადგინა.
ტურნეს ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილ 15 კონცერტზე ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია. ამის გამო, ვარაუდობენ, რომ კონცერტზე დასწრების მსურველებმა შეიძლება გადამყიდველებს მიაკითხონ. თაღლითობის საკითხზე მომუშავე ექსპერტები კი ფანებს ურჩევენ, მოერიდონ უცხო ადამიანისთვის თანხის წინასწარ გადარიცხვას და ბილეთი მხოლოდ ავტორიზებულ პლატფორმებზე შეიძინონ.
ასოციაცია UK Finance-ის ცნობით, შესყიდვასთან დაკავშირებული თაღლითობის შედეგად, ბრიტანელებმა მხოლოდ გასულ წლის ნახევარში $50 მილიონამდე იზარალეს. ფართოდ გავრცელებული შემთხვევების გამო, ევროპის უდიდესმა ბანკმა, HSBC-მა, მომხმარებლებს ასევე მოუწოდა, ბილეთები მხოლოდ ოფიციალური გამყიდველებისგან ან სალაროებში შეიძინონ.
"თაღლითები, როგორც წესი, ოფიციალურ გამყიდველად გაგეცნობიან სოციალურ ქსელში ან ონლაინმაღაზიაში. გეტყვიან, რომ ბილეთს მეილზე გამოგიგზავნიან ფულის გადარიცხვის შემდეგ. თუმცა, როცა მეილზე არაფერი დაგხვდებათ და მათთან დაკავშირებას შეეცდებით, ისინი თვალსა და ხელს შუა გაქრებიან", — ნათქვამია HSBC-ის გაფრთხილებაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები