თეონა აქუბარდია

3 Apr. 2024, 13:17

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ბოლო ბრძოლა გამოაცხადა.

რუსული კანონის დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს — უკან რუსული ყაიდის ტიპის ქვეყნის ცხოვრებაში. რუსული კანონი ართმევს შესაძლებლობას მოქალაქეების იმ 85%-ს, რომელსაც სურს იხილონ ევროპა საქართველოში და არა ემიგრაციაში.

ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, რომ ის დროებითი მოგება, რაც ქართველმა ხალხმა "ქართულ ოცნებასთან" შეძლო, როდესაც პროტესტის შედეგად ჩვენ გავაჩერეთ რუსული კანონი და მათ მოუწიათ უკან წაღება, იყო დროებითი.

თავდასხმების სერია არასამთავრობოებზე, დასავლეთზე, ოპოზიციასა და ქართულ დემოკრატიაზე, იყო გამაფრთხილებელი ნიშანი იმისა, რომ ისინი გაბედავდნენ, კიდევ ერთხელ შემოეტანათ კანონი, რომელიც ქვეყანას ართმევს შესაძლებლობას, ვიცხოვროთ ისე, როგორც ამას ჩვენ ვწყვეტთ და არა კრემლის დიქტატითა და "ქართული ოცნების" კარნახით.

ამ მოცემულობაში ბრძოლის გადამწყვეტი ფაზაა, თუ როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ შეუპოვარ ბრძოლას ქართული დემოკრატიისთვის და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

ჩვენ აქ [პარლამენტში] შევიკრიბეთ, რომ გვებრძოლა ქალთა უფლებებსა და თანასწორობაზე, დაგვეგმო ის კანონი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" და არა "გირჩმა" დააინიციირა პარლამენტში, რათა ქალთა თანამონაწილეობა მოეშალა, მაგრამ დღეს ქალები კვლავ ძლიერები ვიქნებით და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველოში არასდროს არ დაბრუნდეს ის წარსული, რომელიც სურს "ქართულ ოცნებას" და საქართველოში კრიტიკული აზრი, დამოუკიდებელი ხმა და და ქვეყნის ევროპული არჩევანი იყოს დაცული.

უთხრა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია რუსულ კანონს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
  2. დიდ ბრიტანეთში გელ-ლაქზე (შილაკი) აკრძალვა დაწესდა
  3. ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
  4. ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, გარდაცვლილი 3 პენსიონერი და დაკრძალეს
  5. მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

აშშ-მა ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში შეაჩერა

ტრამპის ადმინისტრაციამ, საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კამპანიის ფარგლებში, ვიზის განაცხადების მიღება მთელ მსოფლიოში…