თეონა აქუბარდია

24 Mar. 2023, 13:47

ბატონო პრემიერო, ჩემი კითხვები ისე გამოვიდა მგლის თავზე სახარებას კითხულობენო. იმიტომ, რომ მე გეკითხებოდით ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და თქვენ ისაუბრეთ ქართული ოცნების უსაფრთხოებაზე 20+20 წუთი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რომელი დღის წესრიგით და ვის ინტერესებს ემსახურებით. 

ახალი ტერმინიც შემოგვთაზეთ, უკრაინიზაცია. აქ კითხვა ბუნებრივად ჩნდება, რას ნიშანვს უკრაინიზაცია და ვინ არის აგრესორი უკრაინის წინააღმდეგ — რუსეთი თუ დასავლეთი. იმიტომ, რომ ვერ მოვისმინე თქვენი მხირდან, ისევე, როგორც საქართველოში, რუსეთი არის აგრესორი და საფრთხისშემცველი. 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პრემიერმინისტრის გამოსვლამდე დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მოუწოდა მას, ესაუბრა რეალურ საფრთხეებზე და არა პროპაგანდისტულ ნარატივებზე, ირაკლი ღარიბაშვილი ასე არ მოქცეულა. მან ახსენა რუსეთი, მაგრამ არა როგორც ქვეყანა, რომლისგანაც პირდაპირი საფრთხე მოდის. უფრო მეტი დრო უკრაინისა და ოპოზიციისგან მომავალ "საფრთხეებზე" საუბარს დაუთმო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  2. საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
  3. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  4. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  5. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"დაკავდით ნებისმიერი ხელოვნებით" — კურტ ვონეგუტის ცნობილი წერილი მოსწავლეებს

2006 წლის შემოდგომაზე ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკოლის ინგლისურის მასწავლებელმა, მის ლოკვუდმა, თავის მოსწავლეებს საინტერესო…