"შაშვი, შაშვი, მაყვალი" შვეიცარიის კინოდაჯილდოების გამარჯვებული გახდა
ფოტო: Keystone
პარასკევს ციურიხში გამართულ Swiss Film Awards-ის დაჯილდოებაზე ქართველი რეჟისორის, ელენე ნავერიანის, ფილმმა გაიმარჯვა. შაშვი, შაშვი, მაყვალმა ჯილდო საუკეთესო შვეიცარიული ფილმის კატეგორიაში მოიპოვა.
ფილმი ქართული კომპანია Takes Film-ისა და შვეიცარიული კომპანია Alva Film-ის საერთო ნამუშევარია. შაშვი, შაშვი, მაყვალი თანამედროვე ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის, ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს და მისი ერთ-ერთი სცენარისტი თავად ავტორი იყო. ფილმში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, ეკატერინე ჩავლეიშვილი და თემიკო ჭიჭინაძე, ასრულებენ.
შაშვი, შაშვი, მაყვალი პატარა ტრადიციულ ქართულ სოფელში მცხოვრებ, შუახნის ასაკის დაუქორწინებელ ქალ ეთეროზე გვიყვება, რომელსაც საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია აქვს. ის მამისა და ძმის სიკვდილის შემდეგ საკუთარი თავისუფლებით ტკბება და კომფორტული სიბერისთვის ემზადება, თუმცა მოულოდნელად დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა ეთეროს გეგმებს თავდაყირა აყენებს.
ფილმმა აქამდე არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა, მაგალითად, ბათუმის კინოფესტივალზე მან ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა, ეკატერინე ჩავლეიშვილი კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. შაშვი, შაშვი, მაყვალმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა — ის მიშკოლცის საერთაშორისო კინოფესტივალზე 3 პრიზის მფლობელი გახდა. ჟიურიმ ფილმს შესანიშნავი რეჟისორული და კინემატოგრაფიული ნამუშევარი უწოდა და მსახიობ ეკატერინე ჩავლეიშვილის დასამახსოვრებელ შესრულებასაც გაუსვა ხაზი.
ამასთან, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ევროპულ კინოდაჯილდოებაზე, სარაევოს კინოფესტივალზე, ელენე ნავერიანის შაშვი, შაშვი, მაყვალი საუკეთესო სრულმეტრაჟიან ფილმად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის პრიზის, "სარაევოს გულის", მფლობელი მთავარი როლის შემსრულებელი ეკატერინე ჩავლეიშვილი გახდა. შაშვი, შაშვი, მაყვალი 2023 წლის ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს გრძელ სიაშიც მოხვდა და ასევე, კანის კინოფესტივალზეც იყო წარდგენილი.
მელაშვილის ამ ბესტსელერად ქცეულმა წიგნმა 2021 წელს პრემია საბაც მიიღო წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში. ნაწარმოების მიხედვით ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიდგა სპექტაკლიც.
იხილეთ ასევე:
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
-
თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება — ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
"თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე "თავისთავად ასეც უნდა იყოს" — პაპუაშვილი ბერას სარჩელზე
გადახედვა
-
როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს როგორ ფოტოებს იღებს ახალი iPhone Duo? — Apple კადრებს გვიზიარებს
გადახედვა
-
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ პატიმრის საქმეში არასათანადო მოპყრობის მტკიცებულება ვერ ნახეს
გადახედვა
-
ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება ხვალ, 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნები ჩატარდება
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში ანდრია ჯაღმაიძე: არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოც წავიდეს მოსკოვში
გადახედვა
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ? საკონსტიტუციო სასამართლოს ორ მოსამართლეს ვადა ამოეწურა — ვინ შეცვლის მათ?
გადახედვა
-
უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა უჯრედების "ენერგიის დაზოგვის რეჟიმმა" ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობა 25%-ით გაზარდა
გადახედვა
-
კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა? კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა საქართველოს ბანკმა ახალი, SUPER ნაკრები გამოუშვა
-
ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს? ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდა — რაზე ისაუბრეს?
გადახედვა
-
სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა სექტემბერში On.ge-ის ვებგვერდს 2.3 მილიონი ნახვა ჰქონდა
გადახედვა
-
ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე ეს არის ბრიტანეთის პოლიტიკა რუსეთთან დაკავშირებით. აქ ჩვენ შემთხვევით ვართ მოხვედრილი — პაპუაშვილი UK-ს სანქციებზე
გადახედვა
კომენტარები