10 შემთხვევა, როდესაც კომპანიებმა ბირჟაზე აქციების ყველაზე მაღალი ფასი დააფიქსირეს
აქციების ფასის ცვლილება კომპანიის ღირებულების შეფასებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ფასი გარკვეულწილად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციასაც განსაზღვრავს და ინვესტორების მხრიდან გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვან როლსაც თამაშობს.
სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში იმ შემთხვევების შესახებ გიყვებით, როდესაც კომპანიებმა საფონდო ბირჟებზე მათი ფასიანი ქაღალდების ღირებულებს პიკს მიაღწიეს.
1. Berkshire Hathaway ($628,930)
Berkshire Hathaway ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის ჰოლდინგური კომპანიაა. მიმდინარე წლის 23 თებერვალს კომპანიის ერთი BRK-A ტიპის აქციის ღირებულება 628,930 დოლარზე დაიხურა, რაც ბოლო მონაცემებით, მაქსიმალური მაჩვენებელია. ამჟამად ამ კომპანიის აქცია 623,040 დოლარად ივაჭრება.
2. Lindt & Sprüngli (CHF 123,433)
ფოტო: lindt
Lindt & Sprüngli შოკოლადის შვეიცარიული საწარმოა, რომელიც მე-19 საუკუნეში დაარსდა. კომპანია ცნობილია მისი Russell Stover-ით, Lindt-ით, Ghirardelli-ითა და სხვადასხვა ნაწარმით. 2021 წლის 30 დეკემბერს კომპანიის აქციების ღირებულება ამ დროისთვის უმაღლეს მაჩვენებელზე 123,433 შვეიცარიულ ფრანკზე დაიხურა. ამჟამად მისი ერთი აქცია დაახლოებით 111,000 დოლარად ივაჭრება.
3. NVR ($7,617.24)
NVR სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე შემდეგი ბრენდების სახელით ოპერირებს — Ryan Homes, NVHomes და Heartland Homes. კომპანია დაკავებულია როგორც მშენებლობით, ისე გაყიდვით. ამასთან, ის მომხმარებელს სესხის დაფინანსებასაც სთავაზობს. NVR-მა აქციების ღირებულების მაქსიმუმს 2024 წლის 21 მარტს მიაღწია, როდესაც მისი ერთი აქციის ფასი 8,001.9 დოლარზე დაიხურა. არსებული მდგომარეობით კომპანიის აქციების ღირებულება 7,865 დოლარია.
4. Seaboard ($4,650)
Seaboard მულტინაციონალური კომპანიაა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტირების მიმართულებით მუშაობს. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ბიზნესი არის მარცვლეულისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოება და გაყიდვა. 2019 წლის 18 აპრილს მისი ერთი აქციის ღირებულება დაიხურა 4,650 დოლარზე, რაც ამ კომპანიის ფასიანი ქაღალდებისთვის მაქსიმალური მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, მისი ერთი აქცია 3,233.80 დოლარი ღირს.
5. Booking Holdings ($3,840.22)
Booking Holdings ონლაინ ტურისტული ინდუსტრიის უდიდესი მოთამაშეა, რომელიც პლატფორმებს Booking.com-სა და Priceline-ს ფლობს. გარდა ამისა, ის რესტორნების დაჯავშნის კომპანიას, OpenTable-საც მართავს. კომპანიამ აქციების ღირებულების უმაღლესი მაჩვენებელი მიმდინარე წლის 8 თებერვალს აჩვენა, როდესაც ბირჟა 3,840,22 დოლარიან მაჩვენებელზე დახურა. ამჟამად მისი ერთი აქციის ღირებულება 3,661.08 დოლარია.
6. Amazon ($3,515.29)
Amazon მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი კომპანიაა, რომლის დამფუძნებელიც მილიარდერთა რეიტინგში მესამე ადგილზეა. კომპანია 2020 წლის ეგრეთ წოდებული Bear Market-ის დროს დაზარალდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც მომხმარებლის ქცევა ონლაინ ვაჭრობისკენ მიიმართა, Amazon-ის აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სწორედ 2021 წლის ნოემბერში კომპანიის ერთი აქციის ღირებულებამ 3515,29 დოლარს, ანუ მის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. 2022 წელს კომპანიამ აქციები გაყოფის გადაწყვეტილება მიიღო — ამჟამად მისი ერთი აქცია 178,87 დოლარად ივაჭრება.
7. AutoZone ($3,239)
AutoZone ავტონაწილების გამყიდველი კომპანიაა, რომლის აქციების ფასიც 2021 წლიდან სტაბილურად იზრდება. კომპანიის ფასიანი ქაღალდები განსაკუთრებით მიმდინარე წლის დასაწყისიდან გაძვირდა. 22 მარტს ამ კომპანიის აქციების ღირებულებამ 3,239.3 დოლარს მიაღწია. ამჟამად მისი ერთი აქცია 3,191.48 დოლარი ღირს.
8. Alphabet ($2,960.92)
Alphabet გიგანტური ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ცნობილია მისი საძიებო სისტემით — Google. კომპანიის აქციების ღირებულების მაქსიმუმმა 2021 წლის ოქტომბერში მიაღწია, როდესაც ერთი აქციის ფასი 2960,92 დოლარს გაუთანაბრდა. ამის შემდეგ კომპანიის აქციები გაიყო — ამჟამად Aplphabet-ის ერთი აქციის ღირებულება 150.67 დოლარია.
9. Chipotle Mexican Grill ($2,955.53)
ეს კომპანია ცნობილია მისი სწრაფი კვების მექსიკური რესტორნებით, სადაც მომხმარებელს მრავალფეროვან მენიუს სთავაზობენ. Chipotle Mexican Grill იმ კომპანიებს მიეკუთვნება, რომელთა აქციებიც ბოლო პერიოდში სტაბილურად იზრდება. ამჟამად კომპანიის ფასიანი ქაღალდები საკუთარ მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. 26 მარტს მისი ერთი აქციის ღირებულება 2,955.53 დოლარი ღირდა.
10. Texas Pacific Land Corporation ($2,715.06)
ეს კომპანია ტექსასში მიწის ერთ-ერთი უმსხვილესი მესაკუთრეა. მისი საქმიანობა ორ ძირითად სეგმენტს მოიცავს: მიწისა და მასთან დაკავშირებული რესურსების მართვას. ამჟამად მისი შემოსავლის ძირითადი ნაწილი მოდის როგორც მიწის იჯარიდან, ისე ნავთობისა და გაზის რესურსებიდან. კომპანიის აქციების ღირებულების მაქსიმალური მაჩვენებელი 2022 წლის 7 ნოემბერს დაფიქსირდა — 2,715,06 დოლარი. ამჟამად მისი ერთი აქცია 1,679.18 დოლარად ივაჭრება.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
კომენტარები