რუსულმა მედიამ გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა
რუსეთსა და გერმანიას შორის, რუსული მედიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის გამო, ურთიერთობები იძაბება. ჩანაწერში გერმანიის ოფიციალური სამხედრო პირები უკრაინისთვის შორ რადიუსზე მოქმედი რაკეტების გადაცემის შესახებ საუბრობენ და შესაძლო სამიზნეებს განიხილავენ.
სავარაუდო სამიზნეებს შორის განხილული იყო ყირიმის ხიდი, რომელზეც, ბოლო 2 წლის განმავლობაში, თავდასხმა არაერთხელ განხორციელდა. ყირიმის ხიდი რუსეთს უკრაინის ნახევარკუნძულთან აკავშირებს.
"ჩვენ უნდა დავადგინოთ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებს თუ არა? ჩნდება კითხვა, რამდენად აკონტროლებს სიტუაციას ოლაფ შოლცი და ეს გერმანიის მთავრობის პოლიტიკის ნაწილია თუ არა. ორივე სცენარი ცუდია“, — თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში პირდაპირ არის ჩართული.
მოსკოვმა, განმარტებებისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის ელჩი დაიბარა. შეხვედრა, სააგენტო "როიტერის“ ინფორმაციით, ერთ საათს გაგრძელდა და ის ისე დასრულდა, რომ დამატებითი კომენტარები არ გაკეთებულა.
თავის მხრივ, გერმანია რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ თავდასხმაზე საუბრობს და აუდიოჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა, არის თუ არა გავრცელებული აუდიოჩანაწერი დამონტაჟებული, ამის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.
ბერლინი იძიებს, როგორ მოხდა გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაკეთება და გავრცელება. კანცლერმა შოლცმა თქვა, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გასცემს.
"ეს ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, საუბრის მოსმენა და გამოქვეყნება. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი, რომელსაც პუტინი აწარმოებს“, — თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში კრემლმა დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან პირდაპირ ომში მეორედ დაადანაშაულა. გერმანიამდე, კრემლმა რუსეთთან პირდაპირ ომში ჩართულობაში საფრანგეთი დაადანაშაულა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადების საპასუხოდ. მაკრონმა მაშინ თქვა, რომ ის უშვებდა უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას.
მაკრონის ამ განცხადებას, გასულ კვირაში, ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ფრანგი სამხედროები უკრაინაში გამოჩნდებოდნენ, ისინი დამარცხდებიან ისე, როგორც ნაპოლეონის ჯარისკაცები 1812 წელს.
აქვე, კრემლის ლიდერმა ყურადღება გაამახვილა ბირთვულ იარაღზე და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები ბირთვული ომის პროვოცირებას ცდილობენ.
-
"მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში? "მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ" — რას წერს ირაკლი ღარიბაშვილი მე-3 წერილში?
გადახედვა
-
კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები კინოცენტრი რეჟისორ უტა ბერიას ბრალდებებს განცხადებით ეხმაურება — დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
-
ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ცენტრალურ აფრიკაში, კამერუნის საზღვართან ოქროს მაღაროს ჩამონგრევას 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა OpenAI-მ მოზარდებისთვის სპეციალური ChatGPT გამოუშვა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა აზერბაიჯანმა CNN-ს აშშ-ის სასამართლოში უჩივლა
გადახედვა
-
ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში ასტრონომებმა უსწრაფესი ვარსკვლავი დააფიქსირეს — 25 000 კილომეტრი წამში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
-
3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს 3500 წლის ჩონჩხები სიფილისის შესახებ მეცნიერულ წარმოდგენას ეჭვქვეშ აყენებს
გადახედვა
-
ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა ირაკლი რუხაძემ საქართველოში კიდევ ერთი ბიზნესი გაყიდა
გადახედვა
-
4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა 4 ლემური ადამიანის ჰერპესვირუსით მოკვდა — ერთ-ერთი იოგის გაკვეთილებში მონაწილეობდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს მეცნიერებმა ალმასი დაადნეს და მოულოდნელი შედეგები მიიღეს
გადახედვა
-
რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა რომელი პროფესიის ადამიანებშია რადიაციით გამოწვეული სიმსივნე ყველაზე ხშირი? — კვლევა
გადახედვა
-
ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე ჯეონათსი — ქართული თხილი და მოცვი საერთაშორისო ბაზარზე
-
ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ? ქვიზი: რომელი საზაფხულო სასმელი ხარ?
-
როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია როცა განათლება შესაძლებლობად იქცევა — თიბისის ონლაინგანათლების პროგრამების 3 კურსდამთავრებულის ისტორია
-
ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან ფაშინიანი: სტრატეგიული თანამშრომლობა მხოლოდ 1 მიმართულებით გვქონდა, დღეს ვავითარებთ კავშირებს საქართველოსთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან სხვა ქვეყნებთან
გადახედვა
-
დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო დღეიდან პირველკლასელებისთვის განკუთვნილი სასკოლო ფორმების სარეალიზაციო პუნქტებში დარიგება დაიწყო
გადახედვა
-
"მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს "მიწა, რომელიც მე შევიძინე, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა" — განათლების მინისტრი "გურიის მოამბეს" დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
გადახედვა
-
სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილების კონცერტი ქუთაისში — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო მათიკაშვილი: ერეკლე II-მ გააფორმა ის ჭკვიანური ტრაქტატი, რომლითაც, საქართველომ ფიზიკური გადარჩენა შეძლო
გადახედვა
კომენტარები