ტოიოტა ცენტრი ბათუმმა სამღებრო-სათუნუქე სივრცისა და ახალი Toyota C-HR-ის პრეზენტაცია გამართა
ფოტო: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
ბათუმში, გაგარინის ქუჩის #1-ში, ტოიოტა ცენტრი ბათუმის ახალი სამღებრო-სათუნუქე სივრცე ოფიციალურად გაიხსნა. ტოიოტა ცენტრი ბათუმის ტერიტორიაზე განთავსებული სამღებრო-სათუნუქე პირველია დასავლეთ საქართველოში, რომელიც მომხმარებელს ტოიოტას სტანდარტების მიხედვით მოემსახურება. ახალი სივრცის გახსნასთან ერთად, კომპანიამ ტოიოტას განახლებული, მეორე თაობის C-HR-ის პრეზენტაციაც გამართა.
ტოიოტა ცენტრი ბათუმის სამღებრო-სათუნუქე სივრცეში შესაძლებელი იქნება ნებისმიერი დაზიანების მქონე ავტომობილის შეკეთება, უახლესი დანადგარებისა და ტექნოლოგიების საშუალებით. მომხმარებლები ადგილზე მიიღებენ ისეთ მომსახურებებს, როგორებიცაა ავტომობილის დაშლა-აწყობა, სათუნუქე სერვისები, სამღებრო სამუშაოები, ფირის გადაკვრა ავტომობილზე და სხვა.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
"ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენს მომხმარებელს ძალიან საჭირო და სასიამოვნო სიახლეებს შევთავაზებთ. ტოიოტას სტანდარტებით აღჭურვილ სივრცეში ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ქარხნული სიზუსტის მისაღწევად გამოიყენებენ მწარმოებლის მიერ დადგენილ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე ინსტრუმენტებს. ტოიოტა ცენტრი ბათუმის ახალი სამღებრო-სათუნუქე საამქრო სხვადასხვა სერვისს აერთიანებს. გამორჩეულია შეღებვისა და ფერთა შეზავების მიმართულება, ცალკეა გამოყოფილი თვლების შეყრის სივრცე, ასევე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილზე ფირების გადაკვრის სერვისი. ამ სივრცის გახსნით მომსახურების სრული ჯაჭვი იკვრება — ავტომობილის შეძენა-სერვისიდან შეკეთებამდე. ჩვენი მომხმარებელი ნებისმიერ მომსახურებას, რომლებიც შეიძლება ავტომობილთან დაკავშირებით დასჭირდეს, უკვე სრულყოფილად მიიღებს", — ამბობს გოდერძი სურმანიძე, ტოიოტა ცენტრი ბათუმის დირექტორი.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
ტოიოტა ცენტრი ბათუმში პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი Toyota C-HR-ის ახალი მოდელიც წარუდგინეს. მეორე თაობის C-HR განახლებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური პარამეტრებით.
ფოტო: ტოიოტა ცენტრი ბათუმი
"ჩვენს მომხმარებლებთან ერთად, მოუთმენლად ველოდით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის ახალ თაობასთან პირველ შეხვედრას — შთაბეჭდილებამ, დარწმუნებული ვარ, მოლოდინს გადააჭარბა. გარანტირებული ხარისხი, სანდოობა, ეკონომიურობა და დიზაინი, რომელიც არასდროს დარჩება შეუმჩნეველი - ეს ავტომობილი ნამდვილად შექმნილია მიზანსწრაფული და თავდაჯერებული ინდივიდებისთვის, რომლებიც თამამად ხვდებიან თანამედროვე გამოწვევებს", — ამბობს გოდერძი სურმანიძე.
ექსპრესიული დიზაინით, მართვის სიმსუბუქითა და საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამორჩეული ახალი მოდელი წარმოდგენილია მხოლოდ ჰიბრიდული ძრავით. სტანდარტულ 1.8 და 2.0 ძრავაზე მომუშავე ორი წამყვანი თვლის მქონე მოდელებს დაემატა 2.0 ძრავაზე მომუშავე ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილი. სიმძლავრეც, შესაბამისად, 140 და 196 ცხენის ძალაა. განახლებული მოდელი მაქსიმალურად ეკომეგობრულია, ინტერიერის ძირითადი ნაწილი ვეგანური მასალისაგანაა დამზადებული.
ტოიოტა ცენტრი ბათუმის ღონისძიება Courtyard by Marriott Batumi-ს, თიბისი დაზღვევისა და სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას 250-მდე სტუმარი დაესწრო, რომელთა შორისაც იყვნენ კომპანიის ლოიალური მომხმარებლები და პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები.
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი ბათუმი ბაზარზე 2020 წლიდან ოპერირებს და ტოიოტას ერთადერთი ავტორიზებული ცენტრია დასავლეთ საქართველოში. კომპანია მონობრენდულია და შექმნილია იაპონური ბრენდის სტანდარტების კონცეფციის შესაბამისად. მისი მომსახურება სრულად ტოიოტას მარკის ავტომობილებზეა ფოკუსირებული. სერვისცენტრი აღჭურვილია უახლესი, ლიცენზირებული აპარატურითა და ავტორიზებული პროგრამებით, რომლებიც მომხმარებლებს სთავაზობს ტოიოტას ავტომობილების უახლეს სამოდელო რიგს, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და სრულ ავტოსერვისს.
-
NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი NASA-სთვის მარსის ახალ ზონდს ჯეფ ბეზოსის კომპანია შექმნის — $700-მილიონიანი კონტრაქტი
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა პოლონეთის აეროპორტში ქართველი კაცი დააკავეს, რომელიც 39 სხვადასხვა სახელითა და პირადი მონაცემით სარგებლობდა
გადახედვა
-
მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს მარტა კოსი: ზოგიერთმა კანდიდატმა ქვეყანამ შესაძლოა, მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულოს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები