კინგსის ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე მოსწავლემ მიიღო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
ფოტო: საქართველოს ბანკი
მოსწავლეებისთვის განვითარებისა და განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად საქართველოს ბანკი საგანმანათლებლო ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კინსგსის თანამშრომლობის ფარგლებში, ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა გაიმართა.
საქართველოს მასშტაბით ოლიმპიადაში მონაწილეობა 49 000-მდე სკოლის მოსწავლემ მიიღო. 90 გამარჯვებული ბაკურიანში, კინგსის ბანაკში გაემგზავრა, სადაც საინტერესო და ინტელექტუალურ თამაშებში მონაწილეობასთან ერთად ლიდერულ და გუნდური მუშაობის უნარებს ივითარებდნენ. საქართველოს ბანკმა კი ოლიმპიადის ყველა მონაწილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი საგანმანათლებლო პლატფორმის — ლუპის ერთთვიანი პაკეტი გადასცა.
წელს საქართველოს ბანკმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ოლიმპიადის ფინალში მონაწილეობის საფასური სრულიად დაუფინანსა, sCool Card-ის მფლობელ კინგსელებს კი რეგისტრაციისას 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლოთ ესარგებლათ.
კინგსის შემოდგომის სეზონის ფარგლებში, ოლიმპიადა სამ საგანში — ქართულში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ჩატარდა. მასში მონაწილეობა II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.
ტესტირება საქართველოს 12 დიდ ქალაქში გაიმართა: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, გორი, თელავი, ახალციხე, ზესტაფონი, ოზურგეთი, სამტრედია, ფოთი.
თითოეულ საგანში ოლიმპიადა ორ ტურად ჩატარდა. პირველი ტურის ტესტები მეტწილად სასკოლო მასალებს ეყრდნობოდა, ხოლო ფინალური ტესტები კრიტიკული აზროვნებისა და ცოდნის ინტერპრეტირების უნარებზე იყო ორიენტირებული.
გამომდინარე იქიდან, რომ ფინალურ ტურში უმაღლესი ქულა მოსწავლეების დიდმა ნაწილმა მიიღო, გამარჯვებულის გამოსავლენად სამივე საგანში სუპერფინალი ჩატარდა.
"სუპერფინალები თითქმის ყოველ წელს ტარდება, რაც ოლიმპიადას უფრო საინტერესოს ხდის. სუპერფინალების საჭიროება ნიშნავს, რომ მოსწავლეებს არ უჭირთ თავი გაართვან სააზროვნო დავალებებს. სუპერფინალების ბოლოს თითოეული საგნის ყველა საკლასო კატეგორიაში ჯამში 90 გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებულების 64% დედაქალაქის სხვადასხვა სკოლის, ხოლო 36% რეგიონის სკოლების მოსწავლეები არიან. სუპერფინალის გამარჯვებულიც სწორედ რეგიონიდან არის, რომელმაც შეძლო სამივე საგანში ჯამურად ყველაზე მაღალი ქულის დაგროვება. სასიხარულოა, რომ წელს გამარჯვებულები საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან გვყავს", — აღნიშნავს კინგსის მარკეტინგის მენეჯერი, სოფო სრესელი.
"საქართველოს ბანკში მიზნად ვისახავთ, ახალგაზრდებისთვის შევქმნათ განათლების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს კინგსის ოლიმპიადა იკავებს - ყველაზე მასშტაბური სასკოლო ოლიმპიადა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, განვითარდნენ, გამოავლინონ საკუთარი ცოდნა და შეიძინონ ახალი კავშირები. ოლიმპიადის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გვახარებს ის ფაქტი, რომ შემოდგომის სეზონზე მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით, 49 000-მდე მოსწავლემ მიიღო, რაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით მივდივართ. მალე ოლიმპიადის ახალი სეზონი დაიწყება და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის შევქმნით განათლების შესაძლებლობას", — აღნიშნავს საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გუნდის უფროსი ანა ლომთაძე.
კინგსის ოლიმპიადის ახალი სეზონი თებერვლის ბოლოს დაიწყება. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან ესტონეთში დრონების მწარმოებელ კომპანიაზე დივერსიული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურები დგანან
გადახედვა
-
იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის იხილეთ ადამსების ოჯახის პერსონაჟის "ხორცშესხმა": შექმნეს რობოტი ხელი, რომელიც უტანოდ დადის
გადახედვა
-
ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს ყალბი დოკუმენტებით 20 ტონაზე მეტი დაბალი შაქრიანობის ყურძნის ჩაბარების მცდელობისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე რას ამბობს ბილ გეიტსი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებსა და კაცობრიობის გადარჩენაზე
გადახედვა
-
ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა ქსკ "ლანჩხუთმა" "ნიკე ლუსოსთან" მატჩი პროტესტის ნიშნად ჩაშალა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
გადახედვა
-
DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა DataIQ-მ მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა
-
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში დიპლომატიური წრის წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს ლევან ცუცქირიძე: ვერცერთი ქვეყნის ელჩი ვერ გაბედავდა იმას, რაც ირანის ელჩმა თქვა, ღირსეული მმართველობა რომ გვქონდეს
გადახედვა
-
ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან მორიგ წერილს აქვეყნებს
გადახედვა
-
უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს უსაფრთხოების ხარვეზების გამო OpenAI ახალი მოდელის გამოშვებაზე უარს ამბობს
გადახედვა
-
ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს ტრამპი სი ძინპინთან იარაღის გაყიდვაზე საუბარს უარყოფს
გადახედვა
-
"მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე "მსგავს გამოხტომებს თავი დაანებოს" — "ქართული ოცნების" წარმომადგენლების გამოხმაურებები ირანის ელჩის განცხადებაზე
გადახედვა
-
"როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა "როსატომმა" სომხეთს სხვა ქვეყნების მონაწილეობით ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება შესთავაზა
გადახედვა
-
საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა საქართველომ ბელარუსი აქტივისტი, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებას 5 წელი ცდილობდა, სომხეთში გააძევა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი ირაკლი კუპრაძე: კალაძე არის თბილისის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული, მატყუარა და უპასუხისმგებლო მერი
გადახედვა
-
მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ მაკრონი: კიევის მეცნიერებათა აკადემიის დაბომბვა რუსული რეჟიმის მტრული დამოკიდებულებაა მეცნიერების მიმართ
გადახედვა
-
მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები მუმია 4-ის გადასაღები მოედნიდან ახალი კადრები გავრცელდა — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია გიორგი ზვიადაძე: ქეთევან დედოფლის ისტორიის შეცვლის მცდელობა აბსოლუტურად მიუღებელია
გადახედვა
-
ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა" ტატა ხვედელიანი: "თქვენთვის ბიუჯეტიდან მოსაპარი ფული ყოველთვის მოიპოვება, თუმცა სასკოლო უფასო კვებისთვის — არა"
გადახედვა
-
მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები მონტენეგროში დააკავეს რუსეთ-ისრაელის მოქალაქე წყვილი — ამოიღეს €1 მლნ და სათვალთვალო მოწყობილობები
გადახედვა
კომენტარები