ბირთვული სინთეზის კუთხით ახალი მსოფლიო რეკორდი დამყარდა
ბრიტანელი მეცნიერების თქმით, ბირთვული სინთეზის მხრივ ახალი რეკორდი დაამყარეს. მათ ამით წინა რეკორდი მოხსნეს.
ბირთვული სინთეზი არის პროცესი, რომელსაც მზე სითბოს წარმოქმნისთვის იყენებს. ეს მზეზე მიმდინარე პროცესების ერთგვარი სიმულირებაა, რაც ულევი ენერგიის გამომუშავებაში უნდა დაგვეხმაროს. ამავდროულად ეს ენერგიის გამომუშავების სუფთა და უსაფრთხო წყაროა.
გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოს (UKAEA) განცხადებით, მათ 69 მეგაჯოული ხუთი წამის განმავლობაში 0,2 მილიგრამი საწვავის გამოყენებით გამოიმუშავეს. აქამდე მაქსიმუმი 59 მეგაჯოულის გამომუშავება იყო.
ამ ენერგიას ხუთი წამის განმავლობაში დაახლოებით 41 000 სახლის ენერგიით მომარაგება შეუძლია.
ეს დიდ ბრიტანეთში არსებულმა JET ლაბორატორიამ შეძლო, რომელშიც დონატის ფორმის აპარატი ტოკამაკია განთავსებული.
"JET-ის კვლევებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს გამოგვადგება როგორც სამხრეთ საფრანგეთში უდიდესი ბირთვული რეაქტორის აშენებაში, ისე სხვა მსგავსი პროექტებისთვის", — თქვა იან ჩეპმენმა, UKAEA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.
ამაში თავისი წვლილი 300-ზე მეტმა მეცნიერმა შეიტანა და ეს მთლიანობაში 40 წელი გრძელდება.
ტოკამაკში ტემპერატურა მზის ცენტრზე 10-ჯერ უფრო ცხელი იყო. სწორედ ასე შეიქმნა შესაბამისი პლაზმა.
ეკვივალენტური წონის გამოყენებით, ის გამოყოფს თითქმის ოთხ მილიონჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ნახშირის, ნავთობისა და გაზის წვა. შედეგად ერთადერთი ნარჩენი პროდუქტი ჰელიუმია.
მიუხედავად ახალი რეკორდისა, JET-მა ვერ გამოიმუშავა იმაზე მეტი ენერგია, ვიდრე მის წარმოებაში იყო ჩადებული.
ამ მხრივ ერთადერთი ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორიაა, რომელმაც ბირთვული სინთეზის დახმარებით სუფთა ენერგია მიიღო, ანუ უფრო მეტი, ვიდრე ექსპერიმენტს სჭირდებოდა.
ასევე: კვლევებით დადასტურდა, რომ "ხელოვნური მზის" დახმარებით სუფთა ენერგია მივიღეთ
თერმობირთვული სინთეზის ექსპერიმენტებით მეცნიერები ცდილობენ, მზესა და სხვა ვარსკვლავებში მიმდინარე თერმობირთვული რეაქცია გაიმეორონ და შეინარჩუნონ. არსებობს პოტენციალი, რომ ამ ტიპის რეაქტორებით პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგია მივიღოთ.
თუ დედამიწაზე ამ პროცესების წარმატებით გამეორებას შევძლებთ და რეაქტორებსაც დავარეგულირებთ, პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობის სუფთა ენერგიას მივიღებთ.
კომენტარები