ანტარქტიკაში რობოტული წყალქვეშა გემი დაიკარგა
შვედეთში მდებარე გეტებორგის უნივერსიტეტის რობოტული წყალქვეშა გემი, რომელიც ანტარქტიკაში მდებარე ტუეიტსის მყინვარს იკვლევდა, დაიკარგა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად დაწესებულება ავრცელებს.
აპარატს, სკანდინავიურ მითოლოგიაში ზღვის ქალღმერთის მსგავსად, "რანი" ჰქვია. ის ყინულის ზემოხსენებული მასის ქვემოთ იყო მოქცეული, როცა მოულოდნელად მასთან კავშირი გაწყდა. გემის სადებიუტო მისია პირველი იყო, რომლის დროსაც მყინვარს ქვემოდან ამ გზით დავაკვირდით და ზედაპირული ლღობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემები მოვიპოვეთ.
სამწუხაროდ, რანის მეორე მისია წარუმატებელი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ის ეტაპობრივად წყლის ზედაპირზე უნდა ამოსულიყო, რადგან სიგნალების ხელშემშლელი ყინულის გამო სპეციალისტები მას ვერ მართავდნენ. რანი წინასწარ პროგრამირებული ტრაექტორიით გადაადგილდებოდა, მაგრამ საბოლოოდ მისი კვალი გაქრა.
მეცნიერები უეკიპაჟო წყალქვეშა გემს სათანადო აკუსტიკური მოწყობილობით, დრონებითა და ვერტმფრენებითაც კი ეძებდნენ, მაგრამ რანს ვერ მიაგნეს. სავარაუდოდ, მას ვერც მომავალში ვიპოვით, რადგან ამას მკვლევრები თივის ზვინში ნემსის მოძებნას ადარებენ.
"ამჟამად, რანის ბატარეები დამჯდარია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ყინულის ქვეშ რაღაც მოულოდნელი მოხდა", — ამბობენ გეტებორგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ისინი ანტარქტიკაში ტუეიტსის მყინვარის შესასწავლად ახალი წყალქვეშა გემის გაშვებას გეგმავენ.
უნდა ითქვას, რომ წყალქვეშა გემი 2023 წლის ზაფხულშიც დაიკარგა, თუმცა მაშინ ამან ადამიანთა სიცოცხლეც შეიწირა. საუბარია "ტიტანზე", რომლითაც ეკიპაჟი ჩაძირული ტიტანიკისკენ მიემართებოდა. იგი, დიდი ალბათობით, კატასტროფული იმპლოზიის, ანუ შიგნით მიმართული აფეთქების, შედეგად განადგურდა და მგზავრებიც მომენტალურად დაიხოცნენ.
იმპლოზიის შესახებ მეტის გასაგებად ნახეთ ვიდეო:
კომენტარები