ანა წითლიძე

8 Feb. 2024, 16:27

ბავშვთა სიღარიბე და ბავშვთა შიმშილი დღეს სახელმწიფოს მთავარი გამოწვევაა. არ მომბეზრდება, ათასჯერ და მრავალჯერ ვიკითხო სასკოლო უფასო კვების პროგრამასთან დაკავშირებით, რადგან თქვენ გახდებით პრემიერ მინისტრი იმ ქვეყნის, სადაც ყოველ მეხუთე ბავშვს არ აქვს სახატავი საშუალებები და ყოველ მეექვსე ბავშვს არ აქვს სასურველი წიგნი, სადაც საჯარო სკოლებში ბავშვების 35% ჯერ კიდევ შიმშილობს.

ვიცი, რომ განათლების სამინისტრო აქტიურად არის ამ პროცესში ჩართული და განათლების მინისტრისგან ჩვენ მივიღეთ პასუხები იმასთან დაკავშირებით, რომ მუშაობენ ამ თემაზე, მაგრამ მე მინდა თქვენ გკითხოთ, კონკრეტულად ხომ ვერ გვეტყოდით თარიღს, როდის დაიწყება უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში? ამას ვკითხულობ, რადგან თქვენამდე პრემიერ-მინისტრიც და განათლების მინისტრებიც გვპირდებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ აქამდე მოგვარებული არ არის. 

— ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ანა წითლიძემ. პარლამენტმა დღეს ახალი სამთავრობო შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
  2. მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
  3. რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
  4. აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
  5. მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი: ილია II-ის წმინდანად შერაცხვაზე მსჯელობა შესაძლოა, 3 წლის შემდეგ დაიწყოს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კახეთში 20 წლის კაცს 25 წლის შშმ გოგოს გაუპატიურებას ედავებიან

კახეთში 20 წლის კაცს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 წლის გოგოს გაუპატიურებას ედავებიან. ამის შესახებ "მთავარი ამბები…