თეგეტა მოტორსმა უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil ოფიციალურად წარადგინა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა უზბეკეთში ამერიკული ბრენდი Mobil-ი ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიებას, რომელიც „ჰილტონ ტაშკენტში“ გაიმართა უზბეკეთის სახელმწიფო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ ამერიკულ ბრენდს Mobil-ს, ასევე ინფორმაცია მიეღოთ თეგეტას გეგმებზე უზბეკეთში. ღონისძიებას, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით გაიმართა, 200-მდე სტუმარი დაესწრო.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსმა Mobil-ის სატესტო გაყიდვები უზბეკეთის ბაზარზე გასულ წელს დაიწყო. შედეგი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ ოფიციალური სადილერო ხელშეკრულების გაფორმება რამდენიმე თვეში გადაწყდა. მიმდინარე წლის გეგმა და პროგნოზი კი რამდენიმე ათასჯერ აღემატება 2023 წლის შედეგს და 1,5 მილიონი ლიტრი საცხებ-საპოხი პროდუქტის რეალიზებას გულისხმობს.
ფოტო: თეგეტ
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტას მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, ავტოინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით. გვსურს, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია და გამართული სერვისები ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამჯერად უზბეკეთში Mobil წარვადგინეთ. პირველ ეტაპზე 70 დასახელების პროდუქტი შევიტანეთ, მიმდინარე წელს კი ასორტიმენტის გაორმაგება გვაქვს გადაწყვეტილი.
თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. „თეგეტა მოტორსი“ უზბეკეთის ქალაქებში წარმომადგენლობას გაზრდის. ვგეგმავთ, მინიმუმ, 3 ახალი ობიექტის გახსნას, რომლებიც მოემსახურება როგორც მსუბუქ ავტომობილებს, ისე სატვირთოებს, მძიმე და სპეციალური დანიშნულების ტექნიკას. ასევე გაიხსნება შოურუმი საბითუმო, საცალო და კორპორაციული გაყიდვებისთვის. მალე ყველა დიდ ქალაში ვიქნებით წარმოდგენილი, რათა „თეგეტას“ ხარისხი და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისები ადგილობრივებსაც შევთავაზოთ".
ფოტო: თეგე
Mobil-ის პროდუქციის ფართო სპექტრი 1000-ამდე დასახელების პროდუქტს მოიცავს და სრულად აკმაყოფილებს უზბეკეთის ბაზრის მოთხოვნებს, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტის, სპეცტექნიკისა და ყველაზე მასშტაბურ ინდუსტრიულ მიმართულებებს.
ვახტანგ კაჭარავა, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი: „თეგეტა და Mobil საქართველოში უკვე წლებია, წარმატებით თანამშრომლობენ. შესაბამისად, ჩვენც გაგვიჩნდა ამ თანამშრომლობის გაფართოების სურვილი და Mobil-მაც სიამოვნებით გვანდო ისეთი მასშტაბისა და შესაძლებლობების ბაზარი, როგორიც უზბეკეთია. თეგეტასთვის უზბეკეთთან სავაჭრო ურთიერთობების გამყარება ყოველთვის საინტერესო იყო. ჩვენი და Mobil-ის ინტერესები ამ საკითხშიც გადაიკვეთა. ამერიკული ბრენდი ბაზარს რამდენიმე წლის განმავლობაში თავადაც სწავლობდა.
მასშტაბური პროექტები პირდაპირპროპორციულად აისახება საქართველოსა და უზბეკეთის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე. გარდა იმისა, რომ უზბეკეთის ბაზარი თავისთავად საინტერესო იყო ბიზნესის გაფართოების თვალსაზრისით, გვსურს, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ე.წ. აბრეშუმის დერეფნის განვითარებაშიც“.
„თეგეტა მოტორსსა“ და Mobil-ს შორის თანამშრომლობის პირველი ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა და კომპანია ბრენდის ოფიციალური იმპორტიორი გახდა ქვეყანაში. სულ რამდენიმე წელიწადში კი Mobil-ის გაყიდვებმა 1 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. მას შემდეგ კომპანიების წარმატებული თანამშრომლობა საერთო ღირებულებებზე, მსოფლმხედველობასა და პასუხისმგებლობიანი ბიზნესის კეთების ხედვაზე დგას.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
-
ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ ვიქტორ ყიფიანი: თავს უფლებას მივცემ გითხრათ, გთხოვოთ, მოგიწოდოთ — "ჯერ საქართველოს" პარტიად დაფუძნების გადაწყვეტილება თქვენი ხელმოწერით გაამყაროთ
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს ჰკითხე ექსპერტს — ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას აგრძელებს
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს Swatch საათების ციფრული კლონების გამო Samsung-ისგან $170 მილიონს ითხოვს
გადახედვა
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა
კომენტარები