ქალმა შვილი საკუთარი დედისგან გადანერგილი საშვილოსნოთი გააჩინა
ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ეს ნამდვილად ასეა მაირა მონტესისთვის. მას არასდროს უფიქრია, რომ შვილს დედამისის საშვილოსნოს გამოყენებით გააჩენდა. დიახ, ქალმა შვილი სწორედ იმ საშვილოსნოს გამოყენებით გააჩინა, რომლიდანაც თავად დაიბადა.
წლების წინ მონტესს იშვიათი დიაგნოზი დაუსვეს. ეს მაიერ როკიტანსკ კუსტერ ჰაუზერის (MRKH) სინდრომია, იშვიათი თანდაყოლილი მდგომარეობა, რომელიც საშოს, საშვილოსნოს ყელის და, ზოგადად საშვილოსნოს არასრული განვითარებით ხასიათდება.
თუმცა, ქალი არ დანებდა და ის საინტერსო კვლევაში ჩაერთო. კვლევის მიზანი MRKH-ს სინდრომის მქონე ქალებში ტრანსპლანტაციის ხელშეწყობა იყო. თუმცა, მაირას საშვილოსნო სჭირდებოდა. და აი ისიც, მაირას დედამ თავის შვილს საკუთარი საშვილოსნო გადასცა.
პარადიგმის ცვლილება მედიცინაში
პროცედურამ მაირას საშუალება მისცა დაორსულებულიყო და გაეჩინა ბავშვი. ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა ესპანეთში.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ოპერაცია, რომელიც შეიძლება გაკეთდეს და ჩვენ ვაჩვენეთ არა ერთხელ, არამედ ორჯერ, რომ შეგვიძლია მისი ჩატარება", — თქვა დოქტორმა ანტონიო ალკარასმა, ოპერაციის ხელმძღვანელმა.
ეს იყო სპეციალური სახის ოპერაცია, რომლის დროსაც ექიმებმა საშვილოსნო ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაიტანეს. გუნდმა პირველი მსგავსი შემთხვევისგან განსხვავებით ახალი ტექნოლოგიები გამოიყენა.
მათ ამისთვის გამოიყენეს ინსტრუმენტი სახელად ეგზოსკოპი, რომელიც საავადმყოფოს 2022 წლიდან აქვს. ამ მოწყობილობას ძლიერი ლინზა გააჩნია, რომელიც აჩვენებს მაღალი გარჩევადობის სურათებს.
საშვილოსნო საკმაოდ რთული ორგანოა. სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, რომლებსაც აქვთ მკაფიო, ხილული ვენები, საშვილოსნოს პატარა და დელიკატური ვენების ქსელი გააჩნია. ეგზოსკოპი ეხმარებოდა ექიმებს ოპერაციის დროს დაენახათ და დაემუშავებინათ ეს დელიკატური ნაწილები.
"მაირა ოდესღაც იმ საშვილოსნოში იყო, რომელიც ახლა მასშია. ეს ის სამედიცინო მიღწევაა, რომელიც დიდ დაფასებას იმსახურებს", — თქვა ფრანცისკო კარმონამ, საავადმყოფოს გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა.
მაირამ ორსულობის 37-ე კვირას საკეისრო კვეთა გაიკეთა, რადგან ტრანსპლანტანტების გამო ბავშვის გაჩენა სხვანაირად შეუძლებელი იყო.
კომენტარები