10 ავტომობილი, რომელიც 2023 წელს აშშ-ში ყველაზე მეტად გაიყიდა
ფოტო: Unsplash
Motor Intelligence-ის მონაცემების თანახმად, ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა 2023 წელს აშშ-ში 15,6 მილიონი ავტომობილი გაყიდეს, რაც 2022 წლის მონაცემს 12,3%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ვიდრე ინდუსტრიას პანდემია შეუტევდა, კომპანიების გაყიდვებმა 17 მილიონ ერთეულს მიაღწია. როგორც ჩანს, ამერიკა პიკაპების ტიპის ავტომობილების მიმართ სიყვარულს ინარჩუნებს — ეს 2023 წლის მონაცემებიდანაც კარგად ჩანს.
აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანიების მხრიდან დეკემბრის მარკეტინგულმა აქტივობებმა შედეგი გამოიღო, რაც გაყიდვებზე პირდაპირ აისახა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრის გაყიდვები, 2022 წლის იმავე თვის მონაცემთან შედარებით, 13%-ით არის გაზრდილი, რაც არაერთი ანალიტიკოსის წინასწარ შეფასებას ორჯერ აღემატება.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პროგნოზებს, ანალიტიკოსები ელოდებიან, რომ 2024 წელს ავტომობილების გაყიდვები 15,6-დან 16,1-მილიონ ერთეულამდე იქნება.
ავტომობილების მწარმოებლებელთა ნაწილისთვის წარმატებული წელი მათი აქციების ღირებულებაზეც აისახა. მაგალითისთვის: 2023 წელს Tesla-ს აქციების ფასი წლიურად 101,7%-ით, ხოლო Toyota-ს ფასიანი ქაღალდები ღირებულება 34%-ით გაიზარდა.
ასეთი იყო ტოპ-10 ავტომობილის გაყიდვები აშშ-ის ბაზარზე 2023 წელს:
1. Ford F-Series: 750,789 ერთეული — ზრდა 14.8% 2022 წელთან შედარებით;
ფოტო: CNBC
2. Chevrolet Silverado: 543,780 — ზრდა 5.9%;
ფოტო: CNBC
3. Ram pickup: 444,926 – კლება 5%;
4. Toyota RAV4: 434,943 — ზრდა 8.8%;
ფოტო: CNBC
5. Tesla Model Y: 394,497 — ზრდა 56.5%;
6. Honda CR-V: 361,457 — ზრდა 51.8%;
ფოტო: CNBC
7. GMC Sierra: 295,737 — ზრდა 22.4%;
8. Toyota Camry: 290,649 – კლება 1.5%;
ფოტო: CNBC
9. Nissan Rogue: 271,458 — ზრდა 45.6%;
10. Jeep Grand Cherokee: 244,594 — ზრდა 9.5%.
ფოტო: CNBC
თუ ავტომობილების სექტორში ინვესტირებით დაინტერესდები, უნდა იცოდე, რომ ამ და სხვა უმსხვილესი კომპანიების აქციების ყიდვა საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. აქ ინვესტირების დაწყება მარტივად, ნებისმიერი თანხით შეგიძლია.
საქართველოს ბანკის მობილბანკში 6000-მდე ცნობილი კომპანიის აქციის შეძენა არის შესაძლებელი. შენც შეგიძლია დაიწყო ინვესტირება ნებისმიერი თანხით და გახდე ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა.
*ეს არ არის ფინანსური რჩევა
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
კომენტარები