ისტორიაში პირველად, ბისექსუალურ ქცევასთან დაკავშირებული გენეტიკური ვარიაციები გამოავლინეს
მასშტაბური კვლევის მიხედვით, გენეტიკური ვარიაციები, რომლებიც ბისექსუალურ ქცევასთანაა დაკავშირებული, რეპროდუქციულად ხელსაყრელია.
მეცნიერებმა ის გენეტიკური ვარიაციები გამოავლინეს, რომლებიც ადამიანის ბისექსუალურ ქცევასთანაა დაკავშირებული. რაც საინტერესოა, ეს მარკერები შთამომავლობის დატოვებასთან აღმოჩნდა ასოცირებული.
ჯიანჟი ჟანგის, მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ეს ახალი მიგნება დიდი ხნის ევოლუციურ თავსატეხს სცემს პასუხს. მისი აზრით, ეს არის პასუხი იმაზე თუ რატომ არ აღმოფხვრა ბუნებრივმა გადარჩევამ იმავე სქესის მიმართ სექსუალური მიზიდულობა.
კვლევა, რომელიც ოთხშაბათს Science Advances-ში გამოქვეყნდა, დაფუძნებული იყო 450 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემებზე.
"წარსულში იმავე სქესის მიმართ ფიზიკურ ლტოლვას ერთ სპექტრში აღიქვამდნენ. რეალურად, არსებობს გარკვეული განსხვავებები", — თქვა ჟანგმა.
მონაწილეთა დნმ-ის შესწავლითა და შემდეგ მათი გამოკითხვით ჟანგმა და მისმა კოლეგებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს.
"ბუნება რთულია"
კვლევამ აჩვენა, რომ მამრობითი სქესის ჰეტეროსექსუალები, რომლებიც ე.წ. ბისექსუალურ ქცევასთან ასოცირებულ ალელებს (BSB) ატარებდნენ, შთამომავლობის დიდი რაოდენობით გამოირჩეოდნენ. შესაბამისად, მათი გენები უფრო ვრცელდებოდა.
მეტიც, მათ ვისაც მეტი BSB აღმოა
ჩნდათ, ამბობდნენ, რომ მათთვის რეპროდუქცია პრობლემა არასდროს ყოფილა.
"ჩვენი შედეგები ვარაუდობს, რომ მამრობითი სქესის BSB-თან ასოცირებული ალელები რეპროდუქციულად ხელსაყრელია. ამან შეიძლება ახსნას ასეთი გენების წარსული მდგრადობა და შენარჩუნება", — ამბობს ჟანგი.
"ბუნება რთულია", — თქვა ჟანგმა და აღნიშნა, რომ ერთ გენს შეუძლია გავლენა მოახდინოს მრავალ მახასიათებელზე. ეს ფენომენი ცნობილია როგორც — პლეიტროპია.
"ჩვენ ვსაუბრობთ სამ მახასიათებელზე: ბავშვების რაოდენობაზე, უშვილობის რისკსა და ბისექსუალურ ქცევაზე: ყველა მათგანს აქვს გარკვეული გენეტიკური საფუძველი", — თქვა ჟანგმა.
მკვლევრების თქმით, ბისექსუალია თუ არა ადამიანი, ამას 40-პროცენტით გენეტიკა განსაზღვრავს, ხოლო გარემოზე 60-პროცენტი მოდის.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მეცნიერებს ადამიანების სექსუალობაზე მეტის გაგება სურთ და არ უნდათ რაიმე სახის დისკრიმინაციის წახალისება.
კომენტარები