რა განსხვავებაა ადამიანისა და თაგვის ნეირონებს შორის — კვლევა
მკვლევრებმა ნეირონების კომპლექსური სამყარო ღრმად შეისწავლეს, კონკრეტულად პურკინჯეს უჯრედები (PCs). ამით მეცნიერები ადამიანის ტვინის გამოთვლით შესაძლებლობებს დააკვირდნენ.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ადამიანებისა და მღრნელების ტვინის უჯრედები ერთმანეთს შეადარეს. ამით ამ უჯრედებს შორის ევოლუციური უპირატესობები გამოავლინეს.
ადამიანისა და თაგვის პურკინჯეს უჯრედებს შეიძლება ჰქონდეთ მსგავსი ფრაქტალური სტრუქტურები, მაგრამ სწორედ აქ მთავრდება მსგავსება. ადამიანის უჯრედები უფრო დიდია —დაახლოებით 7,5-ჯერ დიდია, ვიდრე მღრნელების.
ეს განსხვავება გადამწყვეტ როლს თამაშობს ნერვულ კომუნიკაციასა და ინფორმაციის დამუშავებაში.
გამოთვლითი მოდელებისა და შედარებითი ანალიზის საშუალებით მკვლევრებმა აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი განსხვავებები ადამიანისა და თაგვის ნეირონებს შორის, რაც ნათელს ჰფენს ამ უჯრედების ევოლუციურ ტრაექტორიასა და მათ გამოთვლით შესაძლებლობებს.
საქმე არ არის მხოლოდ ზომაში. ადამიანის ტვინის უჯრედები უფრო კომპლექსურია და გამოირჩევა ორი-სამი ძირითადი დენდრიტული ღეროებით. თაგვის შემთხვევაში ამ ღეროების რაოდენობა ერთია.
ადამიანის პურკინჯეს უჯრედებში ეს რთული განშტოება ევოლუციურ უპირატესბაზე უთითებს, რაც საბოლოოდ გაძლიერებულ გამოთვლით შესაძლებლობებზე ისახება.
როდესაც საქმე ელექტრორეაქციას ეხება, ანუ როგორ რეაგირებენ ეს უჯრედები ელექტრულ სტიმულებზე, თაგვებისა და ადამიანების ნეირონები მსგავს მახასიათებლებს ავლენენ. რეალური განსხვავება გამოთვლით მოდელებშია.
ადამიანის ტვინის უჯრედებს დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება შეუძლია. მკვლევრების თქმით, ეს ერთგვრი კვანტური ნახტომია, რომელთანაც თაგვის ტვინის უჯრედები ახლოსაც ვერ მივა.
ეს კალკულატორისა და სუპერკომპიუტერის შესაძლებლობების შედარებას ჰგვს. ორივეს შეუძლია გამოთვლა, მაგრამ სუპერკომპიუტერი სრულიად სხვა დონეზე მუშაობს — ასრულებს რა ამოცანებს, უფრო სწრაფად, ეფექტიანად და კომპლექსურად.
კვლევა ხაზს უსვამს ადამიანის ტვინის რთული დენდრიტული სტრუქტურების ევოლუციას. მსგავსი კვლევები გვთავაზობს ფასდაუდებელ შეხედულებებს და ხსნის ახალ გზებს ნეირომეცნიერებისთვის.
კომენტარები