მედიცინა მუდმივად ვითარდება, თუმცა დღესდღეობით მაინც უამრავი ისეთი მდგომარეობა არსებობს, რომლისთვისაც გამოსავლის პოვნა არც ისე მარტივია. ინოვაციური იდეებისა და ტექნიკების საშუალებით მეცნიერები ამის გამოსწორებას მუდამ დაუღალავად ცდილობენ, ხშირად კი ამას წარმატებითაც ახერხებენ.

2023 წელს არაერთი სამედიცინო გარღვევის მომსწრენი გავხდით. ინოვაციური ოპერაციები იქნება ეს თუ მნიშვნელოვანი კვლევები, მეცნიერთა ნაღვაწი საკუთარი ბიოლოგიის ამოხსნასა თუ დაავადებების განკურნებაში შეიძლება დაგვეხმაროს.

ეს მიღწევები ჩვენს მომავალს ქმნის, გასული წლის უპრეცედენტო მოვლენებს კი ამ 14 სტატიაში გაეცნობით:

1. ისტორიაში პირველად, ქალს ერთდროულად 2 ორგანო გადაუნერგეს

ეს ისტორიული მომენტია, რადგან გულ-ღვიძლის ტრანსპლანტაცია ერთდროულად აქამდე არასდროს ჩატარებულა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

2. ისტორიაში პირველად, ქირურგებმა კაცს მთლიანი თვალი გადაუნერგეს

ფოტო: Nyu Langone Health/Reuters

სახის გადანერგვის პროცედურები აქამდეც ტარდებოდა, თუმცა ეს თვალის გადანერგვის პირველი შემთხვევაა. შესაბამისად, სფეროში ამბავი ნამდვილ გარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

3. ისტორიაში პირველად: ექიმებმა ტვინის ქირურგიული ოპერაცია ნაყოფის დაბადებამდე ჩაატარეს

ფოტო: SciTechDaily

საშვილოსნოში მკურნალობის წყალობით ნაყოფს დაბადების შემდეგ აღარ დასჭირვებია ოპერაცია. ტვინის გამოკვლევით შემდგომში არც ის პრობლემები გამოვლინდა, რომლებიც ბავშვს, დიდი ალბათობით, დაბადებამდე ჩატარებული ოპერაციის გარეშე ექნებოდა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

4. ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ადამიანის ემბრიონები სრულად ხელოვნურად შექმნეს

ფოტო: Juan Gartner/Getty Images

ემბრიონები ყოველგვარი სპერმატოზოიდებისა და კვერცხუჯრედების გარეშე შექმნეს. შესაძლოა, ასე საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ ადამიანის განვითარების ადრეულ ეტაპებზე, თუმცა ეთიკური თვალსაზრისით არაერთი საჭირბოროტო კითხვა ჩნდება.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

5. ჩინეთში მაიმუნის ქიმერა დაიბადა — მას სხვა ემბრიონის ღეროვანი უჯრედები გადაუნერგეს

ფოტო: Cao et al., Cell, 2023

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, ნაშრომის მეშვეობით ნერვულ დაავადებებზე მეტი გავიგოთ და გადაშენების პირას მყოფი სახეობების გადარჩენას შევუწყოთ ხელი.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

6. ისტორიაში პირველად, მაიმუნები ხელოვნური ემბრიონებით დააფეხმძიმეს

ფოტო: Rapeepong Puttakumwong/Getty Images

ადამიანის უჯრედებისა და სუროგატების გამოყენებით მსგავსი ექსპერიმენტების ჩატარებამ საკუთარ ბიოლოგიაზე დიდი ინფორმაცია შეიძლება მოგვაწოდოს, თუმცა ეთიკის საკითხი სადავოა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

7. ისტორიაში პირველად, ადამიანის სხეულში გადანერგილმა ღორის თირკმელმა სასიცოცხლო ფუნქცია შეასრულა

ფოტო: CDN

მეცნიერებმა ცხოველის თირკმელი ადამიანისას მიამსგავსეს, ორგანომ კი პაციენტის სხეულში 4 კვირის განმავლობაში იმუშავა. წარმატების მიუხედავად, ამგვარი ქსენოტრანსპლანტაციის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. მოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყოველწლიურად დონორის ლოდინში უამრავი პაციენტი იხოცება.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

8. ისტორიაში პირველად, თაგვების ორგანიზმში ადამიანის მინიატიურული ნაწლავები გაზარდეს

ფოტო: Getty Images

რამდენიმე კვირის შემდეგ მინიატიურულ ნაწლავებს იმუნური სისტემის საკვანძო თავისებურებები განუვითარდა. შესაბამისად, შესაძლოა, მოდელი სამომავლოდ ადამიანის ნაწლავური სისტემის საიმიტაციოდ გამოიყენონ.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

9. ისტორიაში პირველად, ღეროვანი უჯრედების გამოყენებით ადამიანის თირკმლები ღორის ორგანიზმში გაზარდეს

ფოტო: Wang, Xie, Li, Li, and Zhang et al./Cell Stem Cell

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა ადამიანის მყარი ორგანო სხვა ცხოველური სახეობის შიგნით გაიზარდა", — აცხადებს სიანგსიუე ლაი, კვლევის თანაავტორი და კუანგჭოუს ბიომედიცინისა და ჯანმრთელობის ინსტიტუტების ბიოლოგი.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

10. ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა კოკაინზე დამოკიდებულების საწინააღმდეგო ვაქცინა შექმნეს

ფოტო: Yelena Shander/Canva Pro

ვაქცინას Calixcoca ჰქვია და მან ცხოველებზე ჩატარებულ ცდებში დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. ვაქცინა იმუნურ რეაქციას იწვევს და კოკაინს თავის ტვინამდე მიღწევაში ხელს უშლის, ანუ კოკაინზე დამოკიდებულები ნივთიერების ეფექტს ვეღარ იგრძნობენ.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

11. გარღვევა მედიცინაში — ხელოვნურმა ინტელექტმა დაბერების საწინააღმდეგო ყველაზე ძლიერი მოლეკულა აღმოაჩინა

ფოტო: Getty Images

მოვლენა დამაიმედებელია და მას მკვლევრები როგორც გარღვევას ისე ახასიათებენ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მედიცინის პროგრესის დაჩქარება შეუძლია.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

12. ისტორიაში პირველად: მეცნიერები ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულ წამალს ადამიანებზე ტესტავენ

ფოტო: INSILICO

პრეპარატი მე-2 ფაზის ცდებისთვის დაამტკიცეს, ანუ მეცნიერები ამოწმებენ, იგი ადამიანებშიც მოქმედებს თუ არა.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

13. გაიცანით ანთრობოტები: ადამიანის უჯრედებისგან ბიოლოგიური რობოტები შექმნეს

ფოტო: Gizem Gumuskaya, Tufts University

მკვლევრებმა ადამიანის უჯრედებისგან პაწაწინა რობოტები, მრავალუჯრედიანი "ანთრობოტები", შექმნეს. წარსულში ეს ბაყაყის ღეროვანი უჯრედებისგან გააკეთეს, ამჯერად კი უკვე დამტკიცდა, რომ მსგავსი რამის გაკეთება ადამიანის ჩვეულებრივი უჯრედებითაც შესაძლებელია.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

14. სიცოცხლისა და ელექტრონიკის სინთეზი: შექმნეს პროთეზი, რომელიც ადამიანის ძვლებსა და ქსოვილებს ერწყმის

ბიონიკური ხელის მქონე ქალს შეუძლია, გარკვეულ დონეზე შეხება იგრძნოს და ხუთივე ხელოვნური თითი ცალ-ცალკე ამოძრაოს. ინოვაციური პროთეზი მის ძვლებს, კუნთებსა და ნერვებს პირდაპირ უკავშირდება.

წაიკითხეთ ვრცლად აქ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.