ისტორიაში პირველად: ექიმებმა ტვინის ქირურგიული ოპერაცია ნაყოფის დაბადებამდე ჩაატარეს
ისტორიაში პირველად, Brigham and Women’s Hospital-ისა და Boston Children’s Hospital-ის გუნდმა წარმატებით განკურნა სისხლძარღვების აგრესიული ანომალია ნაყოფის ტვინში, რათა მშობიარობის შემდეგ პოტენციურად ფატალური სიმპტომები აერიდებინათ თავიდან. ეს ისტორიული შემთხვევა აღწერილია ჟურნალ Stroke-ში დღეს გამოქვეყნებულ ნაშრომში.
"ყოველ ქირურგიაში, რომელიც ნაყოფს უტარდება, ორი პაციენტია: ნაყოფი და დედა. ნაყოფზე მიმდინარე ოპერაციების მნიშვნელოვანი ასპექტი ორივე მათგანზე ზრუნვაა", — თქვა კვლევის თანაავტორმა, კეროლ ბენსონმა (მედიცინის დოქტორი, რადიოლოგი BWH-ში და BWH-ს High-Risk Obstetrical Ultrasound Service-ის ყოფილი თანადირექტორი). "უნდა დარწმუნდე, რომ ყველაფერი იდეალურ წესრიგშია, რაც ზუსტი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია."
მკვლევრებმა გამოიყენეს ულტრაბგერით-ინდუცირებული ტრანსუტერინის იმბოლიზაცია გალენის ანომალიური ვენის პრობლემის მოსაგვარებლად ნაყოფის დაბადებამდე. აღსანიშნავია, რომ აგრესიული სიმპტომები, რომლებიც მშობიარობის შემდეგ ჩნდება ხოლმე, ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა. როგორც მკვლევრები იტყობინებიან, ექვსი კვირის თავზე ჩვილი საოცრად კარგად პროგრესირებს, არ საჭიროებს მედიკამენტებს, იკვებება ნორმალურად და იმატებს წონაში. თავის ტვინზე უარყოფითი გავლენის არანაირი ნიშანი დაფიქსირებულა.
ჯგუფმა, რომელიც მოიცავდა რადიოლოგიის, ნეიროინტერვენციული რადიოლოგიის, ანესთეზიოლოგიისა და ნაყოფის მოვლის კლინიცისტებს, ჩაატარა საშვილოსნოსშიდა ემბოლიზაცია გალენის ანომალიური ვენის (VOGM) მქონე ნაყოფზე 34 კვირისა და 2 დღის გესტაციურ ასაკში. პროცედურა ჩატარდა კლინიკური კვლევის ფარგლებში.
VOGM იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება მაშინ, როდესაც თავის ტვინში დეფორმირებული არტერიები კაპილარების ნაცვლად პირდაპირ ვენებს უერთდება. ეს ანელებს სისხლის ნაკადს და შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევის სისხლის ნაკადი ვენებში. წნევის ამ მატებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის ფართო დაზიანება ან ტვინში ქსოვილის დაკარგვა.
მოვლის სტანდარტი ამჟამად არის მკურნალობა დაბადების შემდეგ, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მშობიარობის შემდეგ ტვინის დაზიანება უკვე აღინიშნება. ასეთი ახალშობილები არ ცოცხლობენ საკმარისად დიდხანს, რათა დიაგნოზი დაისვას. მათი უმრავლესობა იღუპება გულის უკმარისობით პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კი, საშვილოსნოში მკურნალობის წყალობით, ნაყოფი აღარ საჭიროებდა დამატებითი ოპერაციის ჩატარებას მშობიარობის შემდეგ და ტვინის MRI-საც არ უჩვენებია ისქემია, სისხლის დაგროვება ან სისხლდენა, რაც ხშირია ასეთ ჩვილებში.
კომენტარები