გიფიქრიათ, რატომ ვანიჭებთ ახალ წელს ასეთ მნიშვნელობას? რატომ ვითვლით კვირებს, დღეებს და წამებს 1 იანვრამდე? პასუხი მარტივია — ამ დღეებში ჩვენდაუნებურად ვაჯამებთ გასულ თვეებში გადატანილ სირთულეებს, გადალახულ გამოწვევებს, მარცხს თუ იმედგაცრუებებს. ზოგჯერ ნოსტალგია გვიტევს, ზოგჯერ — მოუსვენრობაც, რომელსაც მომავლის ბუნდოვანება გვგვრის, თუმცა, მთავარი რამ, რაც გზის გაგრძელების ძალას გვაძლევს, იმედია.

სწორედ ამ განწყობას გამოხატავს საქართველოს ბანკის წინასაახალწლო ვიდეორგოლი, რომლის მთავარი გმირი, არც მეტი არც ნაკლები, ჟირაფი ჟოზეა, ქართული ანიმაციური პერსონაჟი — ბავშვური სიხალისის და მიზანდასახულობის ნამდვილი სიმბოლო.

ვიდეორგოლზე, ტრადიციულად, JWT Metro-მ იმუშავა. როგორც სააგენტოში ამბობენ, ამ სათქმელის გადმოსაცემად არავინ ეგულებოდათ იმაზე უკეთესი, ვიდრე ცნობილი ქართული გმირი, ჟირაფი ჟოზეა.

"ის ყველაზე მეტად ასხივებს ოპტიმიზმს და აბსოლუტურად ყველაფერს სიხალისით აკეთებს, სჯერა თავისი თავის და სჯერა სხვების. იცის, რომ თუ არ დანებდები, ყველაფერი გამოვა და საუკეთესომდეც მიხვალ. ეს ჟირაფი ჟოზეა", — ამბობს ეკა ყიფიანი, JWT Metro-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.

ეკა აღნიშნავს, რომ კამპანიაზე ფიქრისას თვითონაც აღმოაჩინეს, როგორ სჭირდებოდათ ოპტიმიზმის გაღვივება და მომავლის მეტი რწმენა.

"ისე გამოვიდა, თითქოს ძალიან დავეჩვიეთ უკან მეტი ნოსტალგიით, წინ კი ზრდადი სკეპტიციზმით ყურებას. თითქოს ყველაფერი კარგი უკვე იყო და მომავლისგან კარგი აღარაფერი გამოვა. არადა, წინ სულ ახალი დღეები მოდის და თუ ჩვენც გავაგრძელებთ სვლას, მაშინ საუკეთესო ჩახუტება, საუკეთესო მოგონება, საუკეთესოს აღმოჩენა, საუკეთესო გამარჯვება, საუკეთესო მიღწევა, საუკეთესო ყველაფერი წინ უნდა დაგვხვდეს", — ამბობს ეკა ყიფიანი.

რატომ ჟირაფი ჟოზე?

ამ შეკითხვას JWT Metro ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი ასე პასუხობს:

"ჟოზე ყველა ბავშვმა იცის და ძალიან დამსახურებულადაც უყვართ. ჩვენც ვიფიქრეთ, რომ დროა, ჟოზე დიდებსაც დავალაპარაკოთ. დავინახოთ ის რეალურ სამყაროში, სადაც პირველ ჯერზე თითქმის არასდროს არაფერი გამოდის.

ჟოზესნაირად, ჩვენც ბევრი დაბრკოლება შეგვხვდება ხოლმე, ხან გული გვწყდება, ხან მზად ვართ, ხელი ჩავიქნიოთ, მაგრამ ზუსტად ამ დროს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, საკუთარ თავს არ გადავუხვიოთ და გავაგრძელოთ. ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან, რადგანაც საუკეთესო წინ არის! — ამბობს ეკა ყიფიანი.

საქართველოს ბანკის მთავარი ამოცანა ამ კამპანიით პესიმიზმთან დაპირისპირება იყო. როგორც საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა ამბობს, სათქმელი ბრენდის ღირებულებებს თავისთავად გამოხატავს.

"საქართველოს ბანკის საახალწლო კამპანიები ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ტრადიციაა, რომელსაც, მომხმარებლებთან ერთად, ჩვენც სულმოუთქმელად ველოდებით ხოლმე და მისთვის მზადებას დიდი ხნით ადრე ვიწყებთ.

გუნდში მთელი გულით გვჯერა იმის, რომ თუ ადამიანები დიდი ენერგიით და პოზიტივით ივლიან მათთვის სასურველ მიზნებამდე და არ გაჩერდებიან, დაბრკოლებების მიუხედავად, წინ საუკეთესო ამბები ნამდვილად ელოდებათ. გვიხარია, რომ წელს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოში ერთ ერთი ყველაზე საყვარელი და ოპტიმისტი პერსონაჟი დაგვეხმარა და უდიდესი მადლობა ჟოზეს ავტორებს, სტუდიო ველოსიპედის გუნდს, რომლებმაც ჩვენთან ერთად შეიყვარეს ეს პროექტი და გვერდში გვედგნენ მისი მიმდინარეობის დროს",— ამბობს მარიამ ცანავა.

ძალიან გვიხარია, რომ სააგენტო JWT METRO, რომელიც სავსეა თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანებით და უდიდესი პროფესიონალიზმით, ენთუზიაზმით უდგება ყველა პროექტს. მათი მხარდაჭერით ეს პროექტი შედგა და ყველა დეტალი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩვენს გონებაში იყო. უდიდესი მადლობა მათ!
ბოლოს კი მინდა ყველა ადამიანს ვუსურვო საუკეთესო ახალი წელი და გამოცდილებები.
ყველაფერი საუკეთესი წინ არის!

მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

კრედიტები

NY 2024
შემსრულებლები

კლიენტი: საქართველოს ბანკი • Bank of Georgia
მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელი: ლევან გომშიაშვილი
ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი: მარიამ ცანავა
ბრენდ მენეჯერები: სოლო წიწუაშვილი, საბა ლეკიაშვილი, ანა თედიაშვილი

სააგენტო: JWT Metro
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: ეკა ყიფიანი
აღმასრულებელი კრეატიული დირექტორი: გიორგი კვიტატიანი
უფროსი არტ დირექტორი: სალი ნიკოლაიშვილი, Bruce Lee
უფროსი კოპირაიტერი: დავით ბუსკონჩა კილაძე, ზუკა ბერძენიშვილი
კონცეპტ არტისტი: Bruce Lee
დიზაინის ხელმძღვანელი და ტიპოგრაფიის ავტორი: სანდრო ლალიაშვილი
გრაფიკული დიზაინერი: ლუკა მოსიაშვილი
კონტენტ კრეატორი: გიკა მიქაბაძე
ფინანსური დირექტორი: თამარ ლაშხიძე
პროექტის დირექტორი: ნიკა ბოჭორიშვილი
კლიენტებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი: ალექსი ჩიქოვანი
პროექტის ხელმძღვანელი: არჩილ ამაღლობელი

ფროდაქშენ კომპანია: მეტრო ფროდაქშენი

დამდგმელი რეჟისორი : ნიკოლოზ (კუკუშა) მოწონელიძე
დამდგმელი ოპერატორი: მაქს უითინგ
დამდგმელი მხატვარი: დავით ჭყოიძე
ფროდაქშენის ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე
აღმასრულებელი პროდიუსერი: სანდრო გაბილაია
პროდიუსერი: სოფო ფარჯიანი
ფროდაქშენ მენეჯერი: გურამ მოსიკაშვილი
იუნით მენეჯერი: მერაბ როსტომაშვილი
რეჟისორის პირველი ასისტენტი: ნინი იაშვილი
ფროდაქშენ კოორდინატორი: მარიამ გუგუშვილი
რეჟისორის მეორე ასისტენტი: გვანცა ჟუჟუნაშვილი
კადრირება: ირაკლი თოიძე
ფინანსური კოორდინატორი: თეა გურაბანიძე
ტრანსპორტ მენეჯერები: დავით ფერაძე / დავით მაღლაკელიძე
სეტ-მენეჯერი: კოკა ჩხაიძე
სეტის ჯგუფი: საბა საღრიშვილი, ბუბა კუპატაძე, ლაშა კუპატაძე, ბიძინა ლომაია
დიასახლისი: სვეტალანა ბაღდასარიანი

კასტინგ მენეჯერი: ეკა მჟავანაძე
კასტინგ ასისტენტი: ნირა გაბედავა

სეტდრესერი, მხატვრის ასისტენტი: ნათია გურაბანიძე
რეკვიზიტორი: ზაზა გოგორიშვილი, ელენე რუხაძე
მხატვრის ასისტენტი: ნიკა ლომიძე
მხატვრული დეპარტამენტის ჰელფერები: ნიკოლოზ ბურდული, გიგა გოგიაშვილი, თემო კუპრაძე, კახა ლომიძე, იკა ცქიფურიშვილი, რატი ჩიხლაძე, ზურა ბარბაქაძე

დეკორატორები: კინოფაბრიკა
გიო გორგიაშვილი,, ალექსანდრე ბალდიცინი, გიორგი მაჭარაძე, ივანე იაკობიძე

კოსტიუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
მასკოტი: ლელა დავითაშვილი
კოსტიუმების მხატვრის ასისტენტები: ელენე გაბილაია, სოფიო ტურაშვილი
პერსონაჟის დიზაინი: ნინო(ბრიუსლი) ლაზარაშვილი

გრიმი: ნინო ბედელაძე, ნინო დაშნიან - არაბული

კამერის ასისტენტი: გურამ მოსიკაშვილი, ირაკლი ბაიდარაშვილი
ფოკუს ფულერი: მანუ ელიჯარაშვილი, ზაზა ცომაია
ფელიბექი: კობა როსტიაშვილი
გაფერი და მეორე ოპერატორი: გოგლიკა ხაინდრავა
განათება და გრიფი: დათა ხუფუნია, სერგი სუხიაშვილი, გიორგი როჭიკაშვილი, ლუკა ხიდაშელი, თაზო გოგბერაშვილი,, ლევან სუმბათაშვილი, რომან ბუზუევი, დავით ერემაძე, გია გულუაშვილი, ღვთისავერ მელაშვილი.
დოლი: გიორგი ზაქაიძე, დიმიტრი ზაქაიძე

ტრანსპორტი: ლერი კაპანაზე, ანატოლი კლუსჩენკო, ზურა ციკანაშვილი, ზაზა მაღალდაძე, გიორგი გოგაშვილი, რამაზი დავითიანი, ავთანდილ უგულავა, გიორგი ჩლაური, გიორგი თეთრაძე, გიორგი კოშაძე, ვასილ ცქიტიშვილი, გიგლა ცხრათაშვილი, ზურაბ ბარბაქაძე, რიჩარდ გოგბერაშვილი, სოსო ციკოლია

კვება: ქრუქეთი

პოსტ ფროდაქშენი
პოსტ პროდაქშენის პროდიუსერი: ბურო
პოსტ ფროდაქშენის კოორდინატორი: ეკატერინე დავითაშვილი

მონტაჟი: ნიკოლოზ (კუკუშა) მოწონელიძე, ბურო, ეკატერინე დავითაშვილი
ფერის კორექცია: ჯექს ჰერნი (X-LDN), მინდია ინასარიძე

VFX: Highway VFX
პეკშოტის ანიმაცია & როტოსკოპინგი: დავით ჭაბაშვილი

მუსიკის ლიცენზია: ბლუმ მიუზიქი
ხმის და მუსიკის დიზაინი: ჰეიმა ფროდაქშენი
ვოისოვერი: გიორგი მარშანია
ვოკალი: ქეთათო ნერგაძე (ლუა)

მსახიობები:
ლაშა ალელიშვილი
ვალერი კორშია, თბილისის ქალთა გუნდი, ანანო სირბილაძე, ვაკო კილაძე, ანი შურღაია, ვაჩე ჯანეზაშვილი, ბადრი შოშიტაშვილი, საბა ჩოჩუა, ლუკა ხუციშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, ციცინო ედიბერიძე, ლელა ჯავახია, ლუკა ბაშარული, დავით კორძაია.
ფაფეთერი: ლევან ხაზიური

განსაკუთრებული მადლობა: Საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას
მთავარი მადლობა: გიორგი მარშანიას და ჟოზეს.