ვისოლ ჯგუფმა დღეს ერთდროულად საბვეის კიდევ 3 რესტორანი გახსნა
ფოტო: ვისოლ ჯგუფი
ვისოლ ჯგუფმა თბილისში, ი.ჭავჭავაძის გაზირის #37-ში, კოტე აფხაზის ქუჩა #11-სა და ცენტრალური ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე არსებულ ვისოლ ჯგუფის დასვენებისა და მომსახურების ცენტრში საბვეის კიდევ 3 რესტორანი გახსნა. საბვეისთან — სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიური ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც ხელი გასულ თვეში მოეწერა, ვისოლ ჯგუფი მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში 80 საბვეის რესტორანს გახსნის. ვისოლ ჯგუფის ქოლგის ქვეშ დღეს უკვე 6 საბვეის რესტორანი ფუნქციონირებს და წლის ბოლოსთვის ეს რიცხვი 13 რესტორანს მიაღწევს.
"ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგიონში მსხვილი გლობალური ბრენდების წარმატებულ საქმიანობას უკვე მრავალი წელია უზრუნველყოფს. საბვეის ქსელის განვითარება საქართველოში ვისოლ ჯგუფის ისტორიაში ახალი, მნიშვნელოვანი წარმატებების საწყისია. სოლიდური ინვესტიცია კი, რომელსაც საბვეის ქსელის განვითარებისთვის გავიღებთ, კიდევ უფრო მეტ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ქართულ ბიზნესსა და ეკონომიკაზე", — აცხადებს ვისოლ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.
ვისოლ ჯგუფი დღესდღეობით ვენდისა და დანკინის 100-ზე მეტ ამერიკულ რესტორანს მართავს მთელი საქართველოს მასშტაბით. საბვეისთან ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე გახსნილი 80 ახალი ამერიკული რესტორნით, ვისოლ ჯგუფი რამდენიმე წელიწადში უკვე 200-ზე მეტი რესტორნის ოპერირებას განახორციელებს და ინდუსტრიის უპირობო ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო გაიმყარებს. ზემოაღნიშნული, ვისოლ ჯგუფის მარტო სარესტორნო მიმართულებით 3000-ზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობას შექმნის.
"საბვეის განვითარების ისტორია 1965 წლიდან იწყება. დღეს ლეგენდარული ამერიკული ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 37000-ზე მეტი რესტორნით და სწრაფი კვების სარესტორნო ინდუსტრიის ყველაზე მსხვილი მოთამაშეა მსოფლიოში. ჩვენ საბვეისთან ერთად საერთო ღირებულებები გვაქვს ხარისხის, ჯანსაღი და ახალმომზადებული პროდუქტის შეთავაზების კუთხით. შესაბამისად, ვისოლ ჯგუფთან თანამშრომლობით საბვეის მსოფლიოში ცნობილი სენდვიჩები და სხვა პროდუქტები მთელს საქართველოში იქნება ხელმისაწვდომი მიმზიდველი ერგონომიკის მქონე რესტორნებში, სადაც ასობით ახალ სამუშაო ადგილს შევქმნით", — აცხადებს ვენდის, დანკინისა და საბვეის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.
საბვეის ამერიკული რესტორნები მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში მილიარდ ადამიანს მასპინძლობენ, ყოველდღიურად 5 მილიონი უგემრიელესი სენდვიჩით. საბვეის ქართულ რესტორნები საყვარელი ინგრედიენტებით ინდივიდუალურად აწყობილი სენდვიჩების გარდა, მომხმარებელს პროფესიონალი კულინარების მიერ ყველაზე პოპულარული ინგრედიენტების მიქსით შექმნილ მზა შეთავაზებებსაც ახვედრებს, რომ საბვეიში სტუმრობა სასიამოვნო გამოცდილებად უქციოს სტუმარს, ვისაც ჯანსაღი და გემრიელი მენიუს მირთმევა სწრაფი მომსახურებით სურს.
-
ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა ირაკლი კობახიძე ინდოეთის ელჩს შეხვდა
გადახედვა
-
კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა კობახიძის განკარგულებით, უკრაინის მოქალაქეებისთვის სამედიცინო და სოციალური მხარდაჭერა 1-ელ იანვრამდე გახანგრძლივდა
გადახედვა
-
8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება 8 ოქტომბერს ქუთაისში მსჯავრდებული IT სპეციალისტის, გიორგი კვიცარიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება
გადახედვა
-
"არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს "არც დავიღლებით, არც გავჩერდებით" — ბაჩალიაშვილის ოჯახი მე-9 კვირაა პროკურატურასთან აქციებს მართავს
გადახედვა
-
სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს? სახალხო დამცველის რწმუნებულები აცხადებენ, რომ დავითაძის კლინიკაში არ გადასვლა პროტესტის ფორმაა — რას ითხოვს?
გადახედვა
-
"დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე "დაცულია ყველა პატიმრის უსაფრთხოება" — პაატა სალია გიორგი დავითაძეზე
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი საზღვაო ტრანსპოტის სააგენტო: ბათუმის სიახლოვეს დაფიქსირდა ეკიპაჟის გარეშე დარჩენილი თურქული კომპანიის გემი
გადახედვა
-
Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა Avengers: Endgame-მა Avatar-ს გადაასწრო და კვლავ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა
გადახედვა
-
მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე? მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლისა და შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს — რა ვიცით სავარაუდო მკვლელზე?
გადახედვა
-
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას
-
გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი კლინიკაში მას შემდეგ გადავა, რაც პატიმრებს დეესკალაციის ოთახებიდან გამოიყვანენ
გადახედვა
-
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
გადახედვა
-
ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად
გადახედვა
-
თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო თბილისში ახალგაზრდა კაცმა საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიღო
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ნაპოლეონის საიდუმლო წერილი გაშიფრეს — აი, რა წერია შიგნით
გადახედვა
-
"თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე "თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, სასჯელს 20-კაციან საკანში იხდიდა" — პენიტენციური გარდაცვლილ პატიმარზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა პენიტენციური სამსახური რუსთავის N17 დაწესებულებაში პატიმრის გარდაცვალებას ადასტურებს — უწყების ვერსიით, პატიმარმა თავი მოიკლა
გადახედვა
-
მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო მოქალაქის განცხადებით, ოზურგეთში სასწრაფოს მანქანა ტრაქტორის დახმარების გარეშე პაციენტამდე ვერ მიდის — ვიდეო
გადახედვა
-
"მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს "მე კოლეჯიდან არ წავსულვარ! გამაგდეს!" — თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დამფუძნებელი გათავისუფლების დეტალებზე საუბრობს
გადახედვა
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
კომენტარები