ლიტერატურული პრემია "საბას" 2017 წლის ფინალისტები დასახელდნენ
ლიტერატურული კონკურსის საბა ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. 300 კონკურსანტიდან ფინალურ ეტაპზე 47 წიგნი შეირჩა.
ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, ხუთ თვიანი ეტაპი. სწორედ ამ 47 ფინალისტიდან გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან წლევანდელი გამარჯვებულები 11 ნომინაციის მიხედვით, სექტემბერში, საბას რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოებაზე.
საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს პრემია საბას დამფუძნებელი, თიბისი ბანკი გადასცემს.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია საბა 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის (ამ შემთხვევაში, 2016 წლის) განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა.
პრემია საბა 11 ნომინაციაში გაიცემა. თითოეულ ნომინაციას ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა საუკეთესო დებიუტი, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩაერთვებიან გამარჯვებულის არჩევაში და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ.
მკითხველებს თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემა უკვე ხვალიდან შეეძლებათ, ორი თვის განმავლობაში, საბას ვებგვერდსა და ფბ გვერდზე.
მნიშვნელოვანია, რომ ორ წლიანი პაუზის შემდეგ, წელს საბა კვლავ გაიცემა საუკეთესო პიესისათვის. 2015 და 2016 წლების კონკურსზე, მაშინდელმა ჟიურიმ პიესის ნომინაციაში პრემიები არ გასცა. წელს პიესის ნომინაციაში ფინალისტები დასახელდა, საიდანაც საუკეთესო პიესა გამოვლინდება და საბას პრემიით დაჯილდოვდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე: ნომინაციაში საუკეთესო ელექტრონული წიგნი გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა პალიტრა L გამოსცემს.
წლევანდელი ფინალისტების სია ასეთია:
წლის საუკეთესო რომანი
- აბო იაშაღაშვილი, ძველი ტფილისის დამნაშავენი (გამომცემლობა ქოლგა)
- ალეკო შუღლაძე, გადამალვა (გამომცემლობა დიოგენე)
- არჩილ ქიქოძე, სამხრეთული სპილო (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ტორესა მოსი, იყო (გამომცემლობა ინტელექტი)
- ცოტნე ცხვედიანი, მაიაკოვსკის თეატრი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- თეა თოფურია, ორი ოთახი კაიროში (გამომცემლობა ინტელექტი)
- ირაკლი სამსონაძე, ქელეხი ქარში (გამომცემლობა ინტელექტი)
- რუსუდან რუხაძე, ერთი თქვენგანი გამცემს (გამომცემლობა ინტელექტი)
- რეზო თაბუკაშვილი, მესამე თვალი (გამომცემლობა ინტელექტი)
- ცირა ყურაშვილი, ჟამსა თამაშობისასა (გამომცემლობა ინტელექტი)
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- ეკატერინე ქევანიშვილი, ევაკუაციის გეგმა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
- ვახტანგ ჯავახაძე, ელეგია და სხვა (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლია ლიქოკელი, გოგოობის კანონი (ქარჩხაძის გამომცემლობა)
- ლია სტურუა, მგლის საათი (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლელა ცუცქირიძე, წარმოიდგინე, ელისაბედ (გამომცემლობა საუნჯე)
- ტარიელ ჭანტურია, სიყვარულის შავი ყუთი (გამომცემლობა ინტელექტი)
წლის საუკეთესო პიესა
- თამარ ბართაია, პიესები (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლაშა თაბუკაშვილი, სადღაც, ცისარტყელას მიღმა... (გამომცემლობა ინტელექტი)
- დათო ტურაშვილი, სელიმის პროცესი (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- ბექა ახალაია, ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის (გამომცემლობა ინტელექტი)
- გიორგი შონია, ფაბრიკაცია (გამომცემლობა ინტელექტი)
- გურანდა ფაჩულია, ჟოზე ლუიშ პეიშოტუს გალვეიაშის თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ზურაბ აბაშიძე, როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
- თამარ ფოლადაშვილი, სიკვდილის ახსნა (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)
- სოფიო ჯაფარიძე, სულის პური (ჩვენი მწერლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- ანდრო ბუაჩიძე, ინტერიერი (გამომცემლობა ინტელექტი)
- მაია ჯალიაშვილი, ზნეობის გარდამოხსნა (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
- ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურა და ლიტერატურა (გამომცემლობა კალმოსანი)
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- გელა ჩარკვიანი, ნაცნობ ქიმერათა ფერხული (გამომცემლობა ინტელექტი)
- გიორგი კეკელიძე, გურული დღიურები-2 (გამომცემლობა სიესტა)
- დათო ქარდავა, მტაცებლები ურბანულ გარემოში (გამომცემლობა ინტელექტი)
- ეთერ თათარაიძე, დევიღუპეთ! (გამომცემლობა ინტელექტი)
- ზურაბ კიკნაძე, ხასიდური სიბრძნე (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლევან ბერძენიშვილი, წიგნიერების ევოლუცია (გამომცემლობა არტანუჯი)
წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
- ანდრო ბუაჩიძე, გაზაფხული მოდის ღამეში (saba.com.ge)
- თამაზ კვაჭანტირაძე, მოგზაურობა შოთას სამყაროში (saba.com.ge)
- მარიამ წიკლაური, დაჯერებისთვის (saba.com.ge)
- ლუკა ბაქანიძე, სად ხარ, ლაზარე! (saba.com.ge)
წლის საუკეთესო თარგმანი
- დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას ოქროს ტაძარი (გამომცემლობა დიოგენე)
- თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის წვრილმანების ღმერთი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის პოლკოვნიკის მიმწუხრი (გამომცემლობა დიოგენე)
- ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას ვაცის ნადიმი (გამომცემლობა ინტელექტი)
- ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის მიდი, დააყენე დარაჯი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა ლოგოსი)
- სალომე ბენიძე, სალმან რუშდის ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა (გამომცემლობა დიოგენე)
- ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს ფუკოს ქანქარა (გამომცემლობა დიოგენე)
-
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა
გადახედვა
-
The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები The Testaments-ის მეორე სეზონზე მუშაობა დაიწყო — რას ამბობენ სერიალის შემქმნელები
გადახედვა
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან? ქვიზი: არჩევ თუ ვერა სუნელებს ერთმანეთისგან?
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში — შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
კომენტარები