ინოვაციური კომბაინი EVION — CLAAS-ის ოჯახს ახალი წევრი შეემატა
ფოტო: აგროსფერო
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მწარმოებელი გერმანული კომპანია CLAAS ინოვაციური პროდუქტების შექმნას არ წყვეტს. მან სულ რამდენიმე კვირის წინ მსოფლიოს ახალი მარცვლეულის კომბაინი — EVION წარუდგინა, რომელიც უკვე არსებული LEXION-ისა და TRION-ის გამოცდილებას ეფუძნება და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს CLAAS-ის ტექნიკისთვის დამახასიათებელი უნიკალური ფუნქციები.
EVION — LEXION-ისა და TRION-ის უმცროსი ძმა
ფოტო: აგროსფერო
EVION აერთიანებს LEXION-სა და TRION-ში წლების განმავლობაში გამოცდილ ტექნოლოგიებს, რაც კომბაინების ახალ სერიას კიდევ უფრო სანდოს ხდის. ის, ასევე, ეფუძნება CLAAS-ის გუნდის მრავალწლიან კვლევებსა და ტესტირებებს.
მსოფლიო ბაზარზე EVION-ის სამი მოდელია ხელმისაწვდომი. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე არჩევანი გააკეთოს მოდელის CLASSIC და MAXI ვერსიებს ან/და TREND-სა და BUSINESS აღჭურვილობებს შორის.
კიდევ უფრო მოსახერხებელი, მოქნილი და გამძლე – ასე ხასიათდება მოკლედ EVION. თუ რატომ, ამას სტატიაში გავარკვევთ.
გაუმჯობესებული სალეწი დოლურა ეფექტიანი მუშაობისთვის
ფოტო: აგროსფერო
როგორც CLAAS-ში აცხადებენ, EVION-ზე მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისეთი კომბაინის შექმნა იყო, რომელიც ფერმერს რთულ პირობებშიც კი გაუმარტივებდა მუშაობას. ამისათვის, გააუმჯობესეს სალეწი დოლურის კომპონენტები უფრო ეფექტიანად მუშაობისა და მეტი სიმძლავრისათვის. EVION-ს, ასევე, გააჩნია დოლურის სიჩქარის დიდი დიაპაზონი, კომბაინის მოდელებისა და რეჟიმების მიხედვით, ის მერყეობს 220 ბრ/წთ-დან 1,150 ბრ/წთ-მდე. სალეწი დოლურის სიჩქარე კონტროლდება და რეგულირდება CEMIS 700 მართვის ტერმინალიდან. ნებისმიერ ცვლილებების შესახებ ოპერატორი იღებს როგორც ხმოვან, ისე წერილობით შეტყობინებას კაბინაში არსებულ ტერმინალზე.
სურვილისამებრ, შესაძლებელია გააქტიურდეს CEMOS AUTO CROP FLOW, რაც დიდი წინაღობის არსებობის შემთხვევაში ავტომატურად ახდენს სალეწი დოლურის დეაქტივაციას მისი დაზიანებისგან დასაცავად.
გამწმენდი სისტემა სუფთა მოსავლისათვის
EVION-ში დაინტეგრირებულია მაღალი ხარისხის გამწმენდი სისტემა, რომელიც მრავალგზის გამოცდილია LEXION-ისა და TRION-ის კომბაინებშიც. ის შედგება საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი საცერისა და ვენტილატორისგან, რომელთა ერთობლივი მუშაობა უზრუნველყოფს მარცვლეულის ეფექტიან გასუფთავებასა და დახარისხებას. საცერის რეჟიმები იმართება კაბინიდან ოპერატორის მიერ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ავტომატიზაციაც.
მარცვლეულის მოცულობითი ავზები და სწრაფი გადმოტვირთვა
ფოტო: აგროსფე
EVION-ის სხვადასხვა მოდელში მარცვლეულის ავზის მოცულობა მერყეობს 5,600 ლიტრიდან 8,000 ლიტრამდე. სპეციალური სენსორი ოპერატორთან გზავნის შეტყობინებას, როდესაც ავზი 70%-ით, შემდეგ კი 100%-ით შეივსება. EVION-ის მოდელები აღჭურვილია 330 მმ დიამეტრის მილით, რომელიც უზრუნველყოფს წამში 90 ლიტრის გადმოტვირთვას. ეს ნიშნავს, რომ ავზის სრულად დაცლას მხოლოდ 1-1,5 წუთი სჭირდება.
6-ცილინდრიანი მძლავრი ძრავა და DYNAMIC POWER
ფოტო: აგროსფერო
EVION-ის ძრავის მეშვეობით, კომბაინის მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის მოცულობა არ აღემატება ევროპის პარლამენტის მიერ დაწესებულ დასაშვებ ზღვარს. ამასთან ერთად, ძრავა აღჭურვილია DYNAMIC POWER-ის მართვის სისტემით, რომლის დახმარებითაც EVION-ის მოდელები იყენებს ზუსტად იმდენ ენერგიას, რამდენიც მას მუშაობის კონკრეტული რეჟიმისთვის სჭირდება. სწორედ ამიტომ კომბაინი 10%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.
კომფორტული კაბინა CEMIS 700 ტერმინალით
EVION-ის მოდელის კომბაინები ფართო და კომფორტული კაბინით გამოირჩევა. აქ განთავსებული მართვის ხელსაწყოების ერგონომიულობა კი ოპერატორს კომბაინის მართვას კიდევ უფრო უმარტივებს. აღსანიშნავია CEMIS 700 ტერმინალი სენსორული ეკრანით, რომელიც არის მოძრავი და ოპერატორს საშუალებას აძლევს ის მისთვის
მოსახერხებელ ადგილას განათავსოს. ტერმინალის ეკრანს გააჩნია მაღალი კონტრასტულობა, რათა ხილვადობას ხელი პირდაპირმა მზის სხივებმა არ შეუშალოს.
CEMIS 700-ს შეუძლია დაიმახსოვროს პარამეტრები, განხორციელებული პროცედურები, შეადგინოს საწვავის მოხმარების სქემები – აღრიცხოს გზაზე სიარულისას თუ ნაკვეთში მუშაობისას გამოყენებული საწვავის მოცულობები, გამოიანგარიშოს ერთი საათის ან ერთ ჰექტარზე მუშაობის განმავლობაში რამდენ ლიტრ საწვავს მოიხმარს კომბაინი და ა.შ. EVION-ის მოდელები აღჭურვილია LED განათებითაც, რომლის მეშვეობით ოპერატორს შეუძლია იმუშაოს საღამოსა და ღამის საათებშიც.
CLAAS-ის უახლესი კომბაინი EVION საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი. მის იმპორტს კომპანიის ოფიციალური პარტნიორი „აგროსფერო“ უზრუნველყოფს, ამიტომ კომბაინზე მეტის გაგებას, მისი მახასიათებლებისა და ფუნქციების შესწავლას მალე ადგილზევე, „აგროსფეროს“ შოურუმებში შეძლებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები