10 უცნობი ფაქტი Friends-ის შესახებ, რომელიც შოუს სულ სხვა თვალით დაგანახებს
სიტკომების ისტორიაში Friends-ს დღემდე გამორჩეული ადგილი უჭირავს. წლების შემდეგაც კი ბევრი ჩვენგანი სერიალის ისევ უყურებს და რაც მთავარია, არ ჰბეზრდება. ამ სტატიაში Friends-ის შესახებ აქამდე უცნობი ფაქტების შესახებ გიამბობთ, რომლებიც აქამდე ალბათ არ იცოდი.
1. ჯულია რობერტსი Friends-ში გამოჩენაზე მეთიუ პერიმ დაითანხმა
ფოტო: NBC
ჯულია რობერტს მეთიუ პერიმ ყვავილები და ბარათი გაუგზავნა, რომელშიც ეკითხებოდა, სურდა თუ არა Friends-ში მოეწვიათ და ერთ-ერთ სერიაში ეთამაშა. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი იხსენებს, რომ ჯულიამ მეთიუს ასეთი პასუხი მისწერა: კვანტურ ფიზიკაზე ნაშრომი დაწერე, გამომიგზავნე და ამას გავაკეთებ". მეთიუ ასეც მოიქცა და ჯულია რობერტს მეორე დღეს ნაშრომი ფაქსით გაუგზავნა.
2. "დაფრენდზონება" Friends-ში ხსნების შემდეგ გახდა პოპულარული
ფოტო: NBC
ტერმინი "დაფრენდზონება" აშშ-ში პოპულარული სწორედ სერიალ Friends-ის მეშვეობით გახდა. ეპიზოდში, სახელად The One with the Blackout, ჯოი როსს ეუბნება, რომ რეიჩელმა დააფრენდზონა, რაც მაყურებელმა მაშინვე აიტაცა.
3. რეიჩელისა და ემილის სახელების შეშლის ინსპირაცია რეალური შეცდომა იყო
ფოტო: NBC
Friends-ის მაყურებლებს კარგად ახსოვთ ის სცენა, რომელშიც როსი საქორწინო ფიცის დადებისას ემილის ნაცვლად რეიჩელს ამბობს. ამ მომენტის ინსპირაცია რეალური შეცდომა ყოფილა, როცა დევიდ შვიმერმა შემთხვევით თქვა: "რეიჩელ ტაქსი მოვიდა", რეალურად კი ემილი უნდა ეთქვა. ამის გაგონებაზე შოუს პროდიუსერს გენიალური იდეა მოუვიდა!
4. მონიკასა და ჩენდლერის წყვილი მაყურებლის რეაქციის გამო შედგა
ფოტო: NBC
მეოთხე სეზონის ბოლოს მონიკასა და ჩენდლერის სექსის სცენას აუდიტორიაში იმხელა ოვაციები მოჰყვა, რომ რეჟისორებმა სცენარის შეცვლა გადაწყვიტეს. თავიდან მონიკასა და ჩენდლერის სასიყვარულო ურთიერთობა არ იგეგმებოდა და ამ ღამეს უბრალოდ "სახალისო შეცდომად" განიხილავდნენ. თუმცა მაყურებლის რეაქციის შემდეგ შოუს პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ მონიკასა და ჩენდლერის წყვილი დაეტესტათ.
5. მეთიუ პერიმ Friends-დან ის სცენა ამოაღებინა, რომელშიც მონიკასთვის უნდა ეღალატა
ფოტო: NBC
მსახიობ ლიზა კეშის თქმით, რომელიც Friends-ის მე-5 სეზონის ერთ-ერთ სერიაში გამოჩნდა, ჩენდლერს მონიკასთვის სწორედ მის პერსონაჟთან უნდა ეღალატა, რაზეც მეთიუ პერიმ უარი განაცხადა და სცენარის ცვლილება მოითხოვა. გადაღების წინ მეთიუ პერი სცენარისტებთან მივიდა და უთხრა, რომ მაყურებელი ჩენდლერს მონიკას ღალატს არასდროს აპატიებდა.
6. Friends-ში ხუმრობებს მაყურებლის რეაქციის მიხედვით არჩევდნენ
ფოტო: NBC
Friends-ში ხუმრობებს რეჟისორები იმის მიხედვით არჩევდნენ, თუ როგორ რეაგირება მაყურებელი გადაღებების დროს. თუ მაყურებელს არ ეცინებოდა, პერსონაჟების ფრაზებს თავიდან წერდნენ. მსახიობები კი ერთი და იგივე ხუმრობის რამდენიმე ვარიანტს ამბობდნენ, რათა მიმხვდარიყვნენ, მაყურებელს რომელი უფრო მოსწონდა. ამ ყველაფრის გამო კი, გადაღებები ხშირად შუაღამემდე გრძელდებოდა.
7. Friends-ის ცნობილი ინდაური ნამდვილი არ არის
ფოტო: NBC
ინდაური, რომელიც მონიკამ და ჯოიმ თავზე დაიდეს, ნამდვილი სულაც არ ყოფილა. მართალია, შოუს რეჟისორებს თავიდან ნამდვილი ინდაურის გამოყენება სურდათ, თუმცა როცა ჯოის სცენას იღებდნენ, ისეთი დიდი ზომის ინდაური ვერსად იპოვეს, რომელიც ადამიანის თავს მოერგებოდა.
8. შოუს 7 მთავარი პერსონაჟი უნდა ჰყოლოდა
ფოტო: NBC
მას შემდეგ, რაც Friends-ის ექვსეულზე მსახიობები შეარჩიეს, შოუს რეჟისორებს მე-7 მთავარი პერსონაჟის დამატება სურდათ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სერიალის ექვსივე მთავარი პერსონაჟი ახალგაზრდა იყო და რეჟისორები შიშობდნენ, რომ Friends შედარებით ასაკოვან ხალხში პოპულარული არ იქნებოდა. მე-7 პერსონაჟისთვის კასტინგიც კი ჩატარდა, თუმცა ვერავინ შეარჩიეს და ბოლოს NBC-მ გადაწყვიტა, შოუს 6 მთავარი პერსონაჟი ჰყოლოდა.
9. ბრიუს უილისმა Friends-ში მეთიუ პერისთან ნაძლევის წაგების გამო ითამაშა
ფოტო: NBC
Friends-ის ერთ-ერთ ეპიზოდში მაყურებელმა ბრიუს იულისი იხილა, რისი მიზეზიც წაგებული ნაძლევი ყოფილა. ბრიუს უილისს ფილმ The Whole Nine Yards-ის წარმატების არ სჯეროდა, რაზეც მეთიუ პერი დაენაძლევა. თუ ფილმი წარმატებული აღმოჩნდებოდა, ბრიუსს Friends-ში უნდა მიეღო მონაწილეობა და ასეც მოხდა.
10. დაბოლოს, ჯოის ჩენდლერის ყველა ტანსაცმელი არ სცმია
ფოტო: NBC
ეპიზოდში, სახელად The One Where No One's Ready, გაბრაზებული ჯოი ჩენდლერის ყველა ტანსაცმელს იცვამს. თუმცა როგორც კოსტიუმების დიზაინერმა განაცხადა, ჯოის რეალურად ერთი სამოსი აცვია, რომელიც წინიდან სულ სხვანაირად ჩანს. ჯოის ჩაცმულობას თუ უკნიდან დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ზურგიდან მართლაც ერთი კოსტიუმი ჩანს.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
კომენტარები