საქართველოს ბანკის იდეათეკა მოსწავლეებისთვის უკვე ზუგდიდშიც გაიხსნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას აქტიურად განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი საქართველოს ბანკის იდეათეკა წარმოადგენს — მულტიფუნქციური სივრცე შემეცნებისა და ახალი აღმოჩენებისთვის.
იდეათეკა საგანმანათლებლო სივრცეა რეგიონის სკოლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით კი მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნას.
საქართველოს ბანკის იდეათეკა 7 რეგიონის 17 სკოლაში უკვე ფუნქციონირებს, ახლა კი მათ რიცხვს რიგით მეთვრამეტე იდეათეკა შეემატა, რომელიც ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.
აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში გახსნილი იდეათეკა 300-ზე მეტ მოსწავლეს მისცემს წვდომას მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსსა და ინვენტარზე, მათ შორის კომპიუტერებსა და პროექტორზე.
ამასთან, იდეათეკაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეებში ინტერესის გასაღრმავებლად, შექმნილია STEM კუთხე. აღნიშნული სივრცე მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ პროგრამირებისა და რობოტიკის საფუძვლებს, შეიმეცნონ მეტი STEM (მათემატიკის, ინჟინერიის, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების) მიმართულებით და მიიღონ საბაზისო ცოდნა.
საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტი ქართული წიგნის ინსტიტუტთან პარტნიორობით ხორციელდება. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში იდეათეკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით გაიხსნა.
"საქართველოს ბანკის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის ინიციატივით მეთვრამეტე იდეათეკა გავხსენით — ფერადი სივრცე ბავშვებისთვის, რომელიც აძლევს მათ მოტივაციას, შეიმეცნონ, ისწავლონ, წიგნებთან გაატარონ თავისუფალი დრო და აღმოაჩინონ უფრო მეტი. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, რომელიც იდეათეკის შექმნის საფუძველიც გახდა, მაღალმთიან, საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობის შექმნაა. აფხაზეთის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი იდეათეკა ამ კონტექსტში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან მასში პედაგოგებისა და მოსწავლეების უმეტესობა იძულებით გადაადგილებული პირები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ განათლება უკეთესი მომავლის საწინდარია, რომელიც ქმნის განვითარებისა და წინსვლის კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. ამიტომ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ განათლების მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას", — აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტების პორტფოლიო მრავალ ინიციატივას ითვლის. მათ შორისაა Chevening-ის, Fulbright-ისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამები, ასევე, STEM სკოლა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ოლიმპიადა და სხვა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებით ბანკმა განათლება უკვე 120 ათასზე მეტი ახალგაზრდისთვის გახადა ხელმისაწვდომი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. საქართველოს ბანკი განაგრძობს ახალი შესაძლებლობების შექმნას.
-
აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე აბა ვინმემ ამიხსნას "მტკივნეული რეგიონები" რას ნიშნავს!!!! — სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები