ყველაზე მასშტაბური ტექკონფერენცია კავკასიის რეგიონში — Touch Summit ბრუნდება
წლის შემაჯამებელი ტექნოლოგიური სამიტი — TOUCH23 ტრადიციულად რუსთაველის თეატრში, 7 და 8 დეკემბერს გაიმართება.
ეს ორდღიანი თავგადასავალი გადანაწილებული იქნება თეატრის სხვადასხვა სივრცეებში. იქნება 3 სხვადასხვა სცენა: მომავლის, განვითარების და სტარტაპ და საიინვესტიციო ისტორიების.
პროგრამა დილიდან გვიან საღამომდე დატვირთული იქნება პრეზენტაციებით, პანელური დისკუსიებით, ვორქშოფებით, შეხვედრებით, მენტორშიფ სესიებით, საერთო სამუშაო სივრცით, ბევრი ინსპირაციით, აღმოჩენებით და ახალი კავშირებით.
წლევანდელი სამიტის მიზანია, კიდევ უფრო საერთაშორისო გახდეს ღონისძიება მოწვეული სპიკერების, დელეგატების, დამსწრე სტარტაპებისა და ინვესტორების მიმართულებით და მეტად შეუწყოს ხელი ადგილობრივი პროფესიონალებისა და სტარატაპ ეკოსისტემის განვითარებას.
წარმოდგენილი იქნებიან სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით: Google, Meta, IDEO, ReadyPlayerMe, NVIDIA, Spotify, MIRO, Sandbox, Cloudflare, Brain.Space, Breakfast.app, Dutch Digital Design, Launch Code, Keely Consulting და ბევრი სხვა.
სპიკერების ჩამონათვალი Touch-ის ვებგვერდზე აქტიურად განახლდება — https://touch.ge/touch23/speakers
აქვე გაიგე, რა ხდებოდა წინა წლის Touch-ზე — ხელოვნური ინტელექტი რუსთაველის თეატრის სცენაზე — 7 მთავარი ამბავი Touch სამიტიდან
სამიტზე წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას. ინვესტორებისა და სტარტაპებისთვის შემუშავებული იქნება ცალკე პროგრამა პრეზენტაციებით და პანელური დისკუსიებით. ყველა სტარტაპ დელეგატს საშუალება ექნება, მენტორშიფ სესიები ჩანიშნოს სამიტზე მოწვეულ მენტორებთან.
წელს ორგანიზატორები განსაკუთრებულად საინტერესო და ხმაურიან STARTUP CHALLENGE-ს გვპირდებიან. ამ კუთხით მეტ დეტალს მომავალ კვირაში შევიტყობთ.
სამიტის ფარგლებში სტარტაპებისთვის ცალკე გამოიყოფა საექსპოზიციო სივრცე, სადაც 30-მდე სტარტაპს მიეცემა შესაძლებლობა, ადგილზე გააცნონ დამსწრე დელეგატებს თავისი პროდუქტი.
ორგანიზატორების მოლოდინით ღონისძიებას დაესწრება 100-ზე მეტი ინვესტორი (VC’s & Angels) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, შუააზიის და EMEA რეგიონებიდან. 100ზე მეტი სტარტაპი — მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთი, ესტონეთის, ლატვიის, პოლონეთის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლები.
Early bird ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო! ბილეთების შეძენა მხოლოდ ღონისძიების ოფიციალურ ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი: https://touch.ge/touch23/get-pass
სამიტის ოფიციალური პარტნიორები არიან: Acrobator VC, Bank of Georgia, GITA, Georgia Travel, Tbilisi City Hall, Dblock, Terminal, Veli.Store, Mtebi, Onesoul. ხოლო მედია პარტნიორები არიან: On.ge, NEXT.On.ge, Entrepreneur.ge, Marketer.ge
კომენტარები