NASA ასტრონავტების მთვარეზე გასაშვებად ემზადება
NASA-ს ასტრონავტმა ახალი ფოტოები გაავრცელა და გეგონებათ ადამიანები მთვარეზე დაბრუნდნენ. თუმცა, აქამდე არც ისე ბევრი დრო დარჩა.
ჯესიკა მეირმა X-ზე (Twitter) საკუთარი და სხვა ასტრონავტების ფოტოები გაავრცელა. ასტრონავტების გარშემო არსებული ლანდშაფტი მთვარეს მოგაგონებთ, მაგრამ სინამდვილეში ეს NASA-ს ჯონსონის კოსმოსური ცენტრის (JSC) ტერიტორიაა. ნათურებითა და შავი კედლებით NASA-ს მკვლევრები მთვარის მსგავს ჰაბიტატს ქმნიან.
ერთ ფოტოზე მეირი თავის კოლეგასთან ერთადაა. მათ კოსმოსური კოსტიუმები აცვიათ და ისინი მთვარის იმიტირებულ ლანდშაფტზე არიან.
ეს წვრთნები მნიშვნელოვანია NASA-ს არტემისის პროგრამისთვის, რომელიც 2025-2026 წლებისთვის მთვარეზე ასტრონავტების დასმას გეგმავს.
ადამიანებს მთვარეზე Artemis 3-ის მისია დასვამს. ეკიპაჟის წევრების სახელები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, ვიცით Artemis 2-ის წევრები. მომდევნო წელს, უკანასკნელ ნახევარ საუკუნეში პირველად, დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის გარშემო ასტრონავტები გაემგზავრებიან. სწორედ ეს არის Artemis 2-ის მისია. NASA-მ ეკიპაჟის წევრების ვინაობა საზოგადოებას უკვე გააცნო: ამერიკელი ასტრონავტები — ქრისტინა კოხი, რიდ ვაისმანი და ვიქტორ გლოვერი მთვარის ორბიტაზე კანადის კოსმოსური სააგენტოს თანამშრომელ ჯერემი ჰანსენთან ერთად გაფრინდებიან.
ასევე: მათი სახელები ისტორიაში შევა — გაიცანით მთვარის მისია Artemis 2-ის ეკიპაჟი
ცნობისთვის, Artemis 2-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარის ორბიტაზე გავლენ, უშუალოდ მთვარეზე დაშვება, როგორც უკვე აღვნიშნეთ Artemis 3-ის მისიისას მოხდება.
კომენტარები