ირაკლი კობახიძე

4 Oct. 2023, 12:55

პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მას შემდეგ მიღებული, რაც სისტემური ხასიათი მიიღო პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევამ. როდესაც იმპიჩმენტს აღძრავ, მათ შორის ჩვენი გადმოსახედიდან ნიშნავს, რომ პრეზიდენტს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად. ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს აღარ მივიჩნევთ პრეზიდენტობის ღირსად.

რა თქმა უნდა, შესაბამისად, იმპიჩმენტის აღძვრის საბოლოო მიზანი, თუნდაც არ გვქონდეს შესაბამისი რესურსი... ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამის მოლოდინი არ გვაქვს. გვაქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა საქართველოს კონსტიტუცია. 

შეიძლება, ჩვენ არ გვქონდეს იმედი, რომ 100 ხმა მოგროვდება პოლიტიკური მიზეზების გამო, ამ გადაწყვეტილების გარშემო საქართველოს პარლამენტში. მაგრამ ჩვენი მიზანი და ამოსავალი წერტილი არის ის, რომ წესით პრეზიდენტი უნდა წავიდეს თანამდებობიდან. 

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დადებით დასკვნას წარმოადგენს პარლამენტის წინაზე კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი დეპუტატი მხარს დაუჭერს იმპიჩმენტის წესით პრეზიდენტის გადაყენებას. 

განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვისას ქართული ოცნების თავმჯდომარემ, რომელიც თავადაც აქტიურად იყო ჩართული ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიაში. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

Global Finance: საქართველოს ბანკი რეგიონში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკია ონლაინ პროდუქტების შეთავაზების და დაკრედიტების მიმართულებით

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო…