1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში — თეგეტა აკადემიაში Electude-ის დანერგვა დასრულდა
ფოტო: თეგეტა
- 1000-ამდე გადამზადებული პროფესიონალი ავტოინდუსტრიაში — თეგეტა აკადემიაში USAID-ის მხარდაჭერილი პროექტის Electude-ის დანერგვა დასრულდა.
- სასწავლო პლატფორმა Electude-ის ფარგლებში თეგეტა აკადემიამ 7 სატრენინგო კურსი შეიმუშავა
- სწავლებისთვის 700-ამდე სასწავლო მოდული ქართულად ითარგმნა
თეგეტა აკადემიამ ინოვაციური ელექტრონული სასწავლო პლატფორმის, Electude-ის, დანერგვის პირველი წელი წარმატებით დახურა. პროექტის ფარგლებში ტრენინგი ავტოინდუსტრიაში დასაქმებულმა 1000-ამდე მონაწილემ გაიარა.
პროგრამის შემაჯამებელი პრეზენტაცია სასტუმრო პულმანში გაიმართა. შეხვედრაზე თეგეტა აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს მიღებული შედეგები გააცნეს. თეგეტა აკადემია ინოვაციურ ელექტრონული სასწავლო პლატფორმას USAID-ის საგრანტო პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში ახორციელებს და მიზნად ისახავს ავტოინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანების პროფესიული ზრდისთვის საჭირო შესაძლებლობების შექმნას და ამ გზით სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში შემუშავდა 7 სასწავლო კურსი, მსუბუქი ავტომობილების ძრავის, სავალი ნაწილისა და ელექტრობის მიმართულებით; ითარგმნა Electude-ის 700-ამდე სასწავლო მოდული და თეგეტა აკადემია საქართველოში Electude-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა.
ფოტო: თეგეტა
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: "კერძო სექტორის როლი პროფესიულ განათლებაში და პროფესიული განათლების როლი ბიზნესის განვითარებაში", სადაც თეგეტა ჰოლდინგის, USAID-ისა და უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "მოხარულები ვართ, რომ Electude-ის საქართველოში ჩამოტანისა და დანერგვის პროექტი გასცდა კომპანიის ფარგლებს, უფრო მასშტაბური სახე მიიღო და ახლა უკვე მთლიანად საავტომობილო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ეს კი გულისხმობს, ერთი მხრივ, დასაქმებულებისთვის და, მეორე მხრივ, სამუშაოს მაძიებლებისთვის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სასწავლო კურსების შეთავაზებას.
Electude-ის ონლაინ სასწავლო პლატფორმა ამ მიზნის მიღწევას ამარტივებს, რადგან მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფალ დროს დამოუკიდებლად ისწავლონ ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია უკვე დასაქმებული მექანიკოსებისთვის, ვისაც, გადატვირთული გრაფიკის გამო, ტრენინგებზე დასწრების დრო შეზღუდული აქვთ. მეორე მხრივ, Electude-ის სიმულაციური მოდულები არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროფესიას ახლა ეუფლებიან. მათ შეუძლიათ ავტომობილის აგებულებისა და მუშაობის პრინციპების რთული და კომპლექსური საკითხები ვიზუალურად აღქმადი, მარტივი ენით გადმოცემული მოდულებიდან ისწავლონ".
გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიის კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: "ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ თეგეტა აკადემია Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. ეს ნიშნავს უდიდეს ნდობასა და მხარდაჭერას. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროგრამით კიდევ უფრო მეტი ადამიანის დაინტერესებაა. გვინდოდა პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სწორედ ამიტომ აქტიურად ვიმუშავეთ მოდულების ქართულ ენაზე თარგმნაზე. წარმომადგენლის სტატუსის დამსახურებით, პროგრამის ადგილობრივ ბაზარზე განვითარებაში Electude Intrenational-იც აქტიურად იყო ჩართული".
მსუბუქი ავტომობილის ელექტროდიაგნოსტიკოსის, ძრავის მექანიკოსის, სავალი ნაწილის მექანიკოსის, ზეთის შეცვლის ოპერატორის მოსამზადებელი კურსი; მსუბუქი ავტომობილის საბურავების ტრენინგი, მისი აგებულებისა და უსაფრთხო მართვის კურსი — პირველი წლისთვის შემუშავებული ამ 7 სასწავლო პროგრამიდან ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი ელექტროდიაგნოსტიკოსის მოსამზადებელი კურსი აღმოჩნდა. საქართველოში Electude-ის ექსკლუზიური წარმომადგენლის სტატუსის მიღების შემდეგ თეგეტა აკადემიას შესაძლებლობა აქვს, პარტნიორებთან ერთად, უფრო ინტენსიურად იმუშაოს პლატფორმის პოპულარიზებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
ფოტო: თეგეტა
დევიდ ბლოდი, USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ხელმძღვანელი: "კერძო სექტორთან თანამშრომლობით USAID საქართველოში ქმნის სამუშაო ძალის პროფესიული განვითარების ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების დასაქმებასა და კარიერულ წინსვლას. დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად შექმნილი და განხორციელებული პროფესიული პროგრამები ბიზნესს საშუალებას აძლევს, ეფექტურად შეავსოს სამუშაო ძალის დეფიციტი. ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. ჩვენი პარტნიორობა თეგეტა აკადემიასთან მიზნად ისახავს ახალი საგანმანათლებლო სერვისების შექმნას, როგორც უკვე არსებული თანამშრომლების გადამზადების, ისე ახალი კადრების მომზადების მიზნით. ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩვენ 900-ზე მეტი პროფესიონალი გადავამზადეთ, რომლებიც მზად არიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გასაწევად".
სიმულაციური სასწავლო გლობალური პლატფორმა Electude, რომელიც 3000-ამდე სასწავლო მოდულს აერთიანებს, მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთო მიმართულებასაც მოიცავს.
პროგრამის საქართველოში დანერგვის პირველი წლის წარმატებით დახურვის შემდეგ თეგეტა აკადემიაში აქტიურად მიმდინარეობს მოდულების ქართულ ენაზე თარგმნა და აკადემიის სასწავლო პრაქტიკებში დანერგვა. კომპანიაში გრძელვადიან მიზნად კი ქართულ საავტომობილო განათლებაში სასწავლო პლატფორმის მასობრივად დანერგვას მოიაზრებენ.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
-
სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევას 2 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ 826 ორგანიზაცია და 743 ფიზიკური პირი — EU-ის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებენ
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
კომენტარები