როგორ თანაარსებობდნენ ნეანდერტალელები და ჰომო საპიენსები — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ადრეული ჰომო საპიენსი ნეანდერტალელთან ძირითადად ისეთ ადგილებში თანაცხოვრობდა, სადაც ბალახისმჭამელი ცხოველები ჭარბობდნენ.
ეკოლოგიაში არსებობს მოსაზრება — "კონკურენტული გამორიცხვის პრინციპი" — რის მიხედვითაც კონკურენტუნარიანი სახეობები დიდი ხნით არ თანაცხოვრობენ. თუმცა, ეს ძველი იდეაა. უახლესი კვლევები ამის საწინააღმდეგოზე მეტყველებს. თუ გარშემო საკმარისი რესურსებია მაშინ კონკურენტ სახეობებს თანაცხოვრება უპრობლემოდ უნდა შეეძლოთ.
ადრე ითვლებოდა, რომ ჰომო საპიენსი ადამიანის სხვა სახეობებს მწირი რესურსებისთვის ებრძოდა. ამ ფაქტორს ბალახისმჭამელებზე ცუდად უნდა ემოქმედა, რაც საბოლოოდ ეკოსისტემაზე მოახდენდა გავლენას. შესაბამისად, მიიჩნევდნენ, რომ ხსენებული ფაქტორები ნეანდერტალელების გადაშენებასაც გამოიწვევდა.
თუმცა, რეალობა ბევრად უფრო რთულია. როგორც ჩანს, ასეთი მასობრივი გადაშენება ერთდროულად არ მოხდა. სინამდვილეში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენს ორ სახეობას შორის გარკვეული კავშირები არსებობდა.
უძველესი დნმ-ის ანალიზები აჩვენებს, რომ ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები თანაცხოვრობდნენ კიდევაც. მიუხედავად ამისა, ევროპის გარკვეულ ნაწილებში ნეანდერტალელები ბევრად უფრო სწრაფად ქრებოდნენ და ეს ზოგჯერ ჩვენი წინაპრების გამოჩენამდეც ხდებოდა.
იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი წინაპრები აფრიკიდან ევროპისკენ დაიძრნენ კლიმატი აქტიურად იცვლებოდა. ამ ცვლილებებმა ეკოსისტემაზე დიდი გავლენა იქონია და სავარაუდოდ ბევრი ცხოველის გადაშენებაც გამოიწვია.
მიუხედავად ამისა, ევროპის ზოგიერთ რეგიონში ჰომო საპიენსები და ნეანდერტალელები თანაცხოვრებას ახერხებდნენ. ისიც ფაქტია, რომ ისინი რესურსების განაწილებაში ერთმანეთს კონკურენციას გაუწევდნენ.
ახალ კვლევაში მეცნიერებს აინტერესებდათ თუ რა გავლენა უნდა ჰქონოდათ ბალახის მჭამელ ცხოველებს ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსების თანაცხოვრებაზე.
ამაში გასარკვევად მკვლევრებმა გრენლანდიის ყინულში აღმოჩენილი ძუძუმწოვრების მონაცემები გაანალიზეს. ეს ცხოველები 60 000 წლის წინ ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ შეადგინეს რუკა, რომელიც ევროპის კონტინენტზე ჰომო საპიენსების გამოჩენასა და ნენადრეტალელების გაქრობას ასახავდა.
შედეგებმა აჩვენა, რომ ნეანდერტალელების გაუჩინარება სხვადასხვა დროს ხდებოდა და ამაზე მნიშვნელოვანი გავლენა ბალახისმჭამელებს ჰქონდათ.
მკვლევრებმა ისიც აღნიშნეს, რომ თანაცხოვრება უშუალოდ გვერდიგვერდ ცხოვრებას შეიძლება სულაც არ ნიშნავდეს.
საბოლოო ჯამში, კვლევის მიხედვით, ჰომო საპიენსების ევროპაში გამოჩენას ნეანდერტალელების გადაშენება ნაკლებად უნდა გამოეწვია. ეს უფრო ბალახისმჭამელების შემცირებასთან უნდა იყოს კავშირში, რაც თავის მხრივ ძირითადად კლიმატის ცვლილების შედეგი იყო.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები