10 ადგილი დედამიწაზე, რომელიც სხვა პლანეტიდან გეგონებათ
სამყარო ძალიან დიდია და ის სავსეა ვარსკვლავებითა თუ პლანეტებით. შეუძლებელია ყველა იმ პლანეტის წარმოდგენა, რომელიც კოსმოსში უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, სიცოცხლისთვის შესაფერისი პლანეტა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ვიცით და ეს დედამიწაა. რაც მნიშვნელოვანია, ჩვენი პლანეტაც ძალიან მრავალფეროვანია. ეს სტატია სწორედ ამის დასადასტურებლად დაიწერა — წარმოგიდგენთ 10 გასაოცარ ადგილს, რომელიც სხვა პლანეტიდან გეგონებათ:
1. მფრინავი გეიზერი, ნევადა
ეს ადამიანის ჩარევით შექმნილი გეიზერია და გარკვეულწილად ის შემთხვევითობაა. მას შემდეგ, რაც ტერიტორია წყლისთვის გაბურღეს და რამდენჯერმე გადაკეტეს, მფრინავი გეიზერი მინერალური საბადოებით გამდიდრდა. ეს საბადოები თერმოფილურ წყალმცენარეებთან ერთად გეიზერის ფანტასტიკურ წითელ და მწვანე ფერებს ქმნის.
2. დიდი პრიზმული წყარო — იელოუსტოუნი
ეროვნული პარკის სამსახურის ცნობით, იელოუსტოუნის დიდი პრიზმული წყაროს დიამეტრი 60-დან 90 მეტრამდეა. რაც შეეხება სიღრმეს ეს 36 მეტრია. ტბა ზღვის დონიდან 2 220 მეტრის სიმაღლეზეა. ის სიდიდით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა ფრაინგ-პენისა და ბოილინგის ტბების შემდეგ. მისი ულამაზესი ცისარტყელა თერმოფილური წყალმცენარეებისა და ბაქტერიების მიერ არის წარმოებული.
3. შვიდი ფერის მთა — პერუ
ვანიკუნკას მთა, იგივე შვიდი ფერის მთა, ცისარტყელას მოგაგონებთ. მთა 2015 წელს აღმოაჩინეს. ეს მას შემდეგ რაც მთის თოვლის საფარმა დნობა დაიწყო.
ამ არაჩვეულებრივ ხედში ყვითელი, მწვანე, წითელი და ნარინჯისფერი ფერები დომინირებს. ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელიც გაფიქრებინებს, რომ სიზმარში ხარ.
4. ჰილიერის ტბა
ეს მლაშე ტბაა მიდლ-აილენდის ნაპირზე, დასავლეთ ავსტრალიაში. ტბა ვარდისფერი შეფერილობით გამოირჩევა. გრძელი და თხელი ნაპირი მას სამხრეთის ოკეანისგან ჰყოფს.
ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია, ხოლო სიგანე 250 მეტრი. ის ქვიშიანი სანაპიროებითა და ევკალიპტის ტყითაა გარშემორტყმული. საინტერესოა, რომ ჰილიერის ტბის ვარდისფერი ფერი სიცოცხლისუნარიანია და კონტეინერში მოთავსების შემდეგ ფერს არ იცვლის. და მაინც, რა ითვლება მსგავსი შეფერილობის წყაროდ?
ეს ტბაში არსებული ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი — მიკროორგანიზმი Dunaliella salina-აა, რომლის პიგმენტიც წყალს ფერს უცვლის.
5. ლემორნ-ბრაბანტი
ლემორონ-ბრაბანტი ნახევარკუნძულია და ყველაზე ქარიანი მხარეა კუნძულ მავრიკის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. ადგილი უკეთ ცნობილია ამავე სახელწოდების ბაზალტური კლდით, რომელიც ზღვის დონიდან 556 მეტრზეა.
აქ არის "წყალქვეშა ჩანჩქერი". რეალურად ჩანჩქერი ოპტიკური ილუზია, რომელიც გამოწვეულია კონტინენტური შელფის მკვეთრი ვარდნით.
6. სალარ-დე-უიუნი — ბოლივია
სალარ-დე-უიუნი უდიდესი მარილის ტბაა, რომელიც სამხრეთ ბოლივიაშია. მისი ჩამოყალიბება რამდენიმე პრეისტორიული ტბის ტრანსფორმაციის შედეგია. რაც ყველაზე საინტერესოა, ტბა რამდენიმე მეტრის სისქის მარილის ქერქითაა დაფარული და განსაკუთრებით მდიდარია ლითიუმით.
სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 70%.
ამ ადგილზე მოხვედრის შემდეგ, შეუძლებელია არ გაიფიქრო, რომ სადღაც სხვა სამყაროში ხარ.
7. სოკოტრა — იემენი
ლამაზი ხე ყველას გვინახავს, მაგრამ ასეთი?
უცნაური დრაკონის სისხლიანი ხე, ვენის მსგავსი ქოლგის ტილოთი, მხოლოდ შორეულ კუნძულ სოკოტრაშია, რომელიც მდებარეობს იემენიდან ორასი მილის დაშორებით.
ბოლო 7 მილიონი წლის მანძილზე, არქიპელაგი იზოლირებული იყო აფრიკის მატერიკისგან. ეს მისი ფლორისა და ფაუნის განვითარებაზე აისახა. ხმელეთის მოლუსკები მთლიანად, მცენარეების მესამედი და ქვეწარმავლების 90% — ენდემურია, ანუ მხოლოდ ამ კუნძულებზე გვხვდება და სხვაგან არსად.
აქ ბევრი უცნაური და ლამაზი მცენარეა, მაგრამ მათ შორის, აღსანიშნავი "დრაკონის ხეა" (Dracaena cinnabari). მისი ქერქის დასერვის შემთხვევაში, ხიდან წითელი ფერის ფისი იწყებს დენას, რომელსაც სამედიცინო დანიშნულება აქვს.
8. ქვის ტალღები — არიზონა
როგორც ფოტოზე ხედავთ, ეს ულამაზესი სანახაობაა. ქვის ტალღები, როგორც მას უწოდებენ არიზონაშია. ქვიშა-ქვების ცვალებადი შეფერილობა ფენებში რკინის ოქსიდის სხვადასხვა პიგმენტების შედეგია.
კლდეს ტალღის ფორმა აქვს და ამასთან, ის უბრალოდ გასაოცარია. ამ ადგილის ნახვა აშშ-ში, არიზონა-იუტას საზღვარზე შეგიძლიათ.
9. კრისტალების გამოქვაბული
ესეც კიდევ ერთი ბუნებრივი საოცრება! ეს არის გამოქვაბული, რომელშიც წარმოუდგენლად დიდი ზომის ბროლის კრისტალებს შევხვდებით.
ეს ადგილი ერთ-ერთი მაღაროს 300-ზე მეტი მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. აქ შეხვდებით კრისტალებს, რომლებიც სიგრძეში 11 მეტრია და 55 ტონამდე იწონის.
კრისტალების წარმოქმნის მიზეზი აქ ჩამოღვრილი წყალია. ეს პროცესი 500 000 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
10. სვალბარდის გლობალური სათესლე სარდაფი — ნორვეგია
"აპოკალიფსი არ იქნება".
აპოკალიფსურ სცენარებზე ადამიანი ოდითგანვე ფიქრობდა და ახლაც ფიქრობს. რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ დედამიწაზე სიცოცხლის დიდი ნაწილი განადგურდება? ამაზე პასუხია, რომ გვაქვს "სრდაფი", რომელიც გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილების მიზნით შექმნეს.
სარდაფი 120 მეტრის სიღრმეში მდებარეობს. ესაა ყველაზე უზრუნველყოფილი და დაცული სათესლე ბანკი დედამიწაზე. საწყობში 250 მილიონი სახეობის თესლი ინახება. საწყობის მდებარეობა შეირჩა ისე, რომ გლობალური დათბობისა და სხვა სახის კატასტროფის დროსაც კი თესლები მშრალი და უვნებელი დარჩება.
აქ მოხვედრის შემთხვევაში შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს უცხოპლანეტელებმა ჩვენი პლანეტის "დასაკონსრვებლად" შეაგროვეს.
კომენტარები