გაიგე, სად შეგიძლია ისწავლო საზღვარგარეთ ხელოვნების ან დიზაინის მიმართულებით
ფოტო: LEAF
ხელოვნების ან დიზაინის მიმართულებით ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში ჩაბარება, შენი წარმატებული კარიერის დიდი საფუძველია. უნივერსიტეტების არჩევანი დიდია, შერჩევა კი რთული პროცესია. ამ სტატიაში შეიტყობ როგორ გაამარტივო და მოირგო ეს პროცესი.
ხელოვნებისა და დიზაინის მიმართულებით სწავლისას, შესაძლებლობა გექნება შენს კრეატიულობას სწორი მიმართულება მისცე. ისწავლი როგორ აქციო საკუთარი იდეები ფართო საზოგადოებისთვის მიმზიდველად ან თუნდაც კომერციულად საინტერესო პროექტებად.
ხელოვნება, დიზაინი, იდეების რეალურად განხორციელება და შექმნა, ვიზუალური კომუნიკაციის ძლიერი იარაღებია. სამუშაო ბაზარი სულ უფრო და უფრო კონკურენტუნარიანი ხდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია თავიდანვე იცოდე, როგორ იპოვო შენზე მორგებული პროგრამა, რომელიც რეალურ სამყაროში დასაქმების პერსპექტივას მოიცავს.
მრავალფეროვანი არჩევანი გექნება დასაქმების კუთხითაც: გრაფიკული დიზაინიდან არქიტექტურამდე, მხატვრობიდან მოდამდე, რეკლამებიდან რეჟისორობამდე, შენ შეგიძლია იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება და გამოიყენო შემოქმედებითი უნარები სხვადასხვა პროფესიულ გარემოში.
ამ პროფესიის არჩევა ნიშნავს ინოვაციისკენ მუდმივ სწრაფვას და შემოქმედებითობის საზღვრების გადალახვას. ეს სფეროები ახალი იდეების, ტენდენციებისა და ტექნოლოგიების სათავეშია.
თუ ჯერ არ იცი როგორ იპოვო ამ მიმართულების უნივერსიტეტები, მაშინ გამოიყენე შანსი და შეუერთდი 30 სექტემბერს განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ განათლების საერთაშორისო გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ის უნივერსიტეტებიც, რომლებიც ხელოვნების მიმართულებით განსაკუთრებით პოპულარული და მოთხოვნადია.
შესაძლებლობა გექნება პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://logos.edu.ge/leaf/
მანამდე გაიგე უნივერსიტეტების შესახებ, სადაც შემოქმედებითი მიმართულებით შეგიძლია სწავლა:
ინოვაციური პროგრამა და პრაქტიკები
IE University ესპანეთში, რომელიც ცნობილია თავისი აკადემიური ბრწყინვალებით და მაღალი ხარისხის პროგრამებით. უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამა მიმართულია ინოვაციებისა და მეწარმეობისკენ. აქ ერთიანდება თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს განავითარონ საკუთარი პროექტები და მისდიონ ინოვაციებისა და ბიზნესის შექმნის შესაძლებლობებს.
ბიუჯეტური დასაქმების პერსპექტივით
EKA University of Applied Sciences, სწავლა განსაკუთრებით ბიუჯეტურადაა შესაძლებელი და ასევე, მას ძლიერი კავშირები აქვს ბიზნეს სექტორებთან, რაც სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების ერთ-ერთ უმთავრესი ხელშემწყობი ფაქტორია.
ინოვაციურ ლაბორატორიებში სასწავლო პრაქტიკები
Dundalk Institute of Technology ირლანდიაში ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი უნივერსიტეტია, უზრუნველყოფს პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო სისტემას. უნივერსიტეტი მჭიდროდ პარტნიორობს ინდუსტრიების ფართო სპექტრთან, რისი მეშვეობითაც სტუდენტებს აქვთ წვდომა რეალურ სამყაროში სწავლის შესაძლებლობებზე, როგორიცაა სტაჟირება, სამუშაო ადგილები და კვლევითი პროექტები.
სამ ქვეყანაში სწავლის პერსპექტივა
EU Business School კამპუსებით ბარსელონაში, ჟენევასა და მიუნხენში, გამოირჩევა პრაქტიკული სწავლების სისტემით, რასაც ხელს უწყობს მცირერიცხოვანი კლასები და რაც გულისხმობს თეორიულ მასალასთან ერთად რეალურ ბიზნეს ქეისებზე მუშაობას, ბიზნეს სიმულაციებს, საველე ვიზიტებს და სტაჟირებებს. ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, შეგიძლია ისწავლო სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში.
კრეატიულობა და სამეწარმეო აქტივობები ერთ სივრცეში
University of Europe for Applied Sciences მდებარეობს გერმანიაში და არის Global University Systems-ის წევრი, რაც ნიშნავს შეუზღუდავ კარიერულ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო ბაზარზე. სასწავლო გარემოში ერთიანდება კრეატიულობა, ციფრული აზროვნება და სამეწარმეო აქტივობები, რაც არღვევს ტრადიციულ აკადემიურ ჩარჩოს და გთავაზობთ პრაქტიკაზე ორიენტირებულ ხარისხს, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ განვითარებას.
განათლების ცენტრ LEAF-ს ჰყავს კონსულტანტები, რომლებიც შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებულ უნივერსიტეტს მოგიძიებენ, დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: გამოფენა გაიმართება 30 სექტემბერს,12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში.
გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook.
გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University — Academy of Mathematics & Science.
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
-
"ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე "ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირი სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს" — შსს მიშო სულუხიაზე
გადახედვა
-
დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა დააკავეს მამაკაცი, რომელმაც არასრულწლოვანთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაქურდა
გადახედვა
-
ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება ცნობილია ვინ გაიმარჯვა "ასაწყობი სკოლების" ტენდერში — ₾19,5-მილიონიანი ხელშეკრულება მზადდება
გადახედვა
-
მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ მიშო სულუხია: ლისთან გადაგვიკეტეს გზა, ტაქსიდან გადმომსვეს და ფიზიკურად გამისწორდნენ
გადახედვა
-
ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი ამირან გამყრელიძე: რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს დღეს, ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას უყრის კენჭს
გადახედვა
-
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია "თანამშრომლობა საქართველოსთან" მიიღო
გადახედვა
-
პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა პაპუაშვილმა ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
"დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე? "დასანქცირდეს ივანიშვილი" — რა განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ დებატებზე?
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
კომენტარები