გაიგე, რატომ უნდა ისწავლო სტუმარ-მასპინძლობის (Hospitality) ინდუსტრია
ფოტო: LEAF
თუ მოგწონს მოგზაურობა, გხიბლავს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი, წვეულებებისა და დიდი ღონისძიებების ორგანიზება, luxury ბრენდებთან ურთიერთობა და გინდა ეს ყველაფერი შენი ცხოვრების სტილი იყოს, გიფიქრია Hospitality, იგივე სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებას დაუკავშირო შენი სამომავლო კარიერა? ამ სფეროში განათლების მიღება დაგეხმარება შენთვის საინტერესო მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
იცი, რომ Hospitality განსაკუთრებით მზარდი ინდუსტრიაა, გამოირჩევა მრავალფეროვანი მიმართულებებით და სხვადასხვა სამუშაო შესაძლებლობას გთავაზობს, სადაც სულ მოთხოვნადია კვალიფიციური კადრები, არა მარტო მსოფლიო მასშტაბით, არამედ საქართველოშიც. მით უმეტეს, რომ სწავლის პერიოდში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ პრაქტიკები და სტაჟირებები მსოფლიოს ლიდერ კომპანიებში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. აქ დიდი შანსია იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება, რაც პროფესიასთან ერთად საყვარელ საქმიანობადაც იქცევა.
უფრო დეტალურად, Hospitality მოიცავს ინდუსტრიების ფართო სპექტრს, მათ შორის სასტუმროებს, რესტორნებს, ღონისძიებების მენეჯმენტს, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მომსახურებას. ეს მრავალფეროვნება მოგცემს საშუალებას ჯერ კიდევ სწავლის პროცესში დაეუფლო სხვადასხვა საქმიანობას და იპოვო შენს ინტერესებზე მორგებული მიმართულება. პრაქტიკები და ანაზღაურებადი სტაჟირებები უზრუნველყოფს შენს მომზადებას სამუშაო ბაზრისთვის.
კურსდამთავრებულებს უადვილდებათ საზღვარგარეთ დასაქმება, რადგან უნივერსიტეტებს მსოფლიო მასშტაბით ჰყავთ ინდუსტრიის ლიდერი საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები. ასე, რომ შანსი გაქვს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოხვდე და იმუშაო მრავალფეროვან გარემოსა და განსხვავებულ კულტურებში.
სწორედ ამ უნივერსიტეტებთან შეხვედრის შანსი გექნება 30 სექტემბერს The Biltmore Tbilisi Hotel-ში, სადაც განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით იმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა.
აქ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტები იქნებიან წარმოდგენილნი და შესაძლებლობა გექნება შეხვდე მათ და მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. ამისთვის მხოლოდ რეგისტრაცია გჭირდება: https://logos.edu.ge/leaf/
მანამდე გაეცანი უნივერსიტეტებს, სადაც შეგიძლია Hospitality მიმართულებით მიიღო განათლება:
ერთ-ერთი ასეთია ყველასთვის ცნობილი Les Roches უნივერსიტეტი — აქ სწავლის შემდეგ შეგიძლია დასაქმდე ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა: Marriott, Qatar Airways, Booking.com, Accor Hotels, Four seasons, The Ritz-Carlton, Jumeirah, Hublot, LV, Tesla, და ა.შ.
სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას. უნივერსიტეტი მდებარეობს შვეიცარიასა და ესპანეთში.
Glion Institute of Higher Education შვეიცარიაში — უნივერსიტეტს აქვს მჭიდრო პარტნიორობა საერთაშორისო სასტუმრო, Luxury და ღონისძიებების სექტორში მომუშავე წამყვან ბრენდებთან. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირებები ამ კომპანიებში.
Warsaw University of Business პოლონეთში, რომელიც ხელმისაწვდომ ფასად გთავაზობს ხარისხიან განათლებას. უნივერსიტეტს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სოციალურ და ეკონომიკურ გარემოსთან და მათი ჩართულობით კვალიფიციური კადრების მომზადებას უზრუნველყოფს.
GBSB Global ბიზნესის სკოლას, კამპუსებით ბარსელონაში, მადრიდსა და მალტაზე, განსაკუთრებული აქცენტი აქვს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ინკლუზიურ სასწავლო გარემოსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს.
BHMS Business & Hotel Management School შვეიცარიაში უნიკალურია სწავლისა და მუშაობის ერთობლივი პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში. უნივერსიტეტი გარანტირებულ მომავალს და დასაქმების ხელშეწყობას გთავაზობს ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორებიცაა: ჰილტონის, მერიოტის და ამარის სასტუმროთა ქსელში ამერიკის, ევროპისა და აზიის მასშტაბით.
École Ducasse საფრანგეთში, თუ კულინარიული და საკონდიტრო ხელოვნება გაინტერესებს. აქ გასწავლიან როგორ იფუნქციონირო კონკურენტულ გარემოში, მართო მიწოდებისა და მოთხოვნის ოპერაციები, შექმნა და შესთავაზო კულინარიული მომსახურება კონკრეტული შეზღუდვების ფარგლებში, როგორიცაა ბიუჯეტი, კონცეფცია, პროდუქტები, სეზონურობა.
უნდა ითქვას ისიც, რომ განათლების ცენტრ LEAF-ს ჰყავს კონსულტანტები, რომლებიც შენს ინტერესებსა და ბიუჯეტზე მორგებულ უნივერსიტეტს მოგიძიებენ, დაგეხმარებიან სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე და შენთან ერთად გაივლიან უნივერსიტეტში ჩასაბარებლად საჭირო ყველა ეტაპს.
ჩაინიშნე დრო და არ გამოტოვო ეს შანსი: განათლების საერთაშორისო გამოფენა 30 სექტემბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე, თბილისში, The Biltmore Tbilisi Hotel-ში გაიმართება.
დასასწრებად გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
LEAF-ის განათლების გამოფენის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
LEAF-ის განათლების გამოფენის საინფორმაციო მხარდამჭერია Entrepreneur Georgia.
LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიები:
- ვენური ყავის სახლი — Julius Meinl;
- საერთაშორისო სარეკლამო სააგენტო — McCann Tbilisi;
- კანტის აკადემია;
- საერთაშორისო აკადემია ლოგოსი;
- სკოლის მართვის ელექტრონული სისტემა — SchoolBook;
- ინგლისური ენის ცენტრი — ბექას სკოლა.
გამოფენის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი.
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive.
განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია EKA University of Applied Sciences, Warsaw University of Business, American University in Bulgaria, IE University, Fort Hays State University — Academy of Mathematics & Science.
-
საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა? საქართველოს პატრიარქმა მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას უმასპინძლა — რაზე ისაუბრეს მხარეებმა?
გადახედვა
-
POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს POLITICO: ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზართან წვდომას შესთავაზებს
გადახედვა
-
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან ადამიანის ტვინი ორი ორგანოა? — ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
გადახედვა
კომენტარები