საქართველოს ბანკისა და Wolt-ის პარტნიორობის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლები Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კერძო ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესის მხრდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი Wolt-თან პარტნიორობის ფარგლებში, იმ ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ, Wolt Drive-ის სერვისით სარგებლობის განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
Wolt Drive საქართველოს ბანკისა და Wolt-ის პარტნიორობით შექმნილი B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს მომხმარებლისთვის შეკვეთის მიტანა 30 წუთში შეუძლია. Wolt-ის ამ სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს, ასევე ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით.
საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება პირველი სამი თვის განმავლობაში Wolt Drive-ის მეშვეობით გაგზავნილი პირველი 30 შეკვეთის უფასო მიტანას, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში კი 15%-იან ფასდაკლებას გულისხმობს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს Wolt Drive API ინტეგრაციის თანადაფინანსებასაც სთავაზობს, რომელიც კვირის განმავლობაში შესრულებული შეკვეთების ოდენობის მიხედვით განსხვავდება. თანამშრომლობის მეორე კვარტლიდან კი ბიზნეს მომხმარებლები შეკვეთების რაოდენობის შესაბამისად, მიტანის საფასურზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ,
"მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიზნეს მომხმარებლებს, რომლებსაც მიტანის სერვისის საჭიროება აქვთ და შევთავაზოთ Wolt Drive-ის განსაკუთრებული პირობები. საქართველოს ბანკი წლებია მხარს უჭერს ბიზნესის გაძლიერებას, სწორედ ამ მიზნით, ჩვენი ინიციატივით და პარტნიორობით, არაერთი პროექტი განხორციელდა. ეს ყოველივე ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებებლობების შექმნას და არსებული პოტენციალის ათვისების ხელშეწყობას ითვალისწინებს. Wolt Drive-ის მეშვეობით ნებისმიერი სავაჭრო ობიექტი მომხმარებლისთვის შეკვეთის ადგილზე მიტანას 30 წუთში შეძლებს, მათ შორის ის მცირე მეწარმეებიც, რომლებსაც საკუთარი ონლაინ პლატფორმა არ აქვთ და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუქის საშუალებით ახორციელებენ", — განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკო სისტემის სამსახურის უფროსმა.
"დღეს ელექტრონული კომერციის ბიზნესის წარმატება დიდწილადაა დამოკიდებული სწრაფ და მოხერხებულ მიტანის სერვისზე. თუმცა, საკუთარი მიწოდების სერვისის შექმნა არა მხოლოდ მაღალ დანახარჯებს, არამედ დამატებით რთულ ტექნოლოგიურ განვითარებასაც საჭიროებს. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა Wolt Drive, რომელსაც ლოკალურად უკვე მრავალი კომპანია იყენებს. Wolt Drive საშუალებას აძლევს ბიზნესს კონცენტრირდეს საკუთარი ბიზნესის განვითარებაზე, რადგან შეკვეთის მიტანასთან დაკავშირებულ ყველა ლოგისტიკური საკითხის მოგვარებას Wolt-ი საკუთარ თავზე იღებს", — აღნიშნავს Wolt-ის გენერალური მენეჯერი სერგი მარღანია.
გარდა მიტანის უსწრაფესი სერვისისა, მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive იძლევა შეკვეთის რეალურ დროში თვალყურის დევნების საშუალებას, როგორც მომხმარებლის, ისე სავაჭრო ობიექტისთვის. Wolt Drive ასევე იძლევა ინტეგრაციის შესაძლებლობას ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა WooCommerce და Shopify. Wolt Drive საქართველოს ცხრა ქალაქშია ხელმისაწვდომი, ესენია: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ქობულეთი, ბათუმი და ფოთი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის საჭიროა დატოვოთ განაცხადი, მეტი ინფორმაციისთვის კი — ეწვიეთ ბმულს.
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
კომენტარები