თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა
ფოტო: თიბისი კონცეპტი
თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას და შენარჩუნებას, ახალი სახით აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას.
თიბისი კონცეპტის კამპანიის ფარგლებში — ზაფხულის ერთი დღე, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია.
კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა, სადაც თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერაა შესული და სწორედ მის ქართულ, ასევე რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებას მოიცავს.
ხშირად ხელოვანის შეფასებისას, გარდა მისი ნიჭიერებისა თუ სტილის გრძნობისა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ყურადღების მიღმა გვრჩება — ეს არის კონტექსტი, რაშიც მათ შემოქმედებას არსებობა და საზრდოობა უწევდა. ლეგენდარული ქართველი ჯაზ "დივის", გიული ჩოხელის მოღვაწეობის მასშტაბი და შემდგომი გავლენაც, სწორედ იმ პერიოდის სრული სურათის აღდგენის და მისი გააზრების შედეგად შეგვიძლია გავიგოთ.
პირველად ჯაზს ამერიკის ხმის საშუალებით მოუსმინა, 50-იანი წლების დასაწყისიდან კი მისი სამოღვაწეო ასპარეზიც იხსნება. გიულის მუსიკა, შესრულების სტილი და ტემპერამენტი ვერ ეგუებოდა იმ დავიწროებულ მუსიკალურ თვალთახედვას, რაც საბჭოთა ესტრადის ძირითადი მახასიათებელი იყო. სწორედ ამიტომ, შემსრულებლისთვის ჩაიკეტა საბჭოთა სცენის ყველა დიდი დარბაზი და აუდიტორია.
თუმცა შემდგომში სოტოპის, ტალინის, პრაღის თუ შემდეგ უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებმა და იქ მიღებულმა აღიარებამ შემსრულებლის სახელი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გახადა ცნობილი, მეტიც, მისი სიმღერები ამერიკულმა რადიომაც კი გადმოსცა.
იმპროვიზაცია, დინამიკურობა, დრამატურგია, ისტორიის რომანტიკული გადმოცემა და თავისუფლებით საზრდოობა — ეს გიული ჩოხელის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მასში ჯაზთან ერთად აინთო, მუსიკასთან, რომელიც დღემდე მისი იდენტობის განმსაზღვრელია.
ფირფიტის გამოცემაზე სხვადასხვა ქართველმა არტისტებმა იმუშავეს. ფოტო მასალაზე უნიჭიერესმა გრიგორი დევეჯიევმა (ჯიჯი რეჯინმა) იმუშავა თავის გუნდთან ერთად. კოსტიუმები ფოტოგადაღებისთვის აკა ფროდიაშვილმა შექმნა, ტექსტზე და მუსიკალურ ნაწილზე ჯაბა შავიშვილმა იმუშავა, ხოლო ფირფიტის დიზაინი ანანო კურკუმულს ეკუთვნის.
კრედიტები:
ანსამბლები: ინსტრუმენტული ანსამბლი ჩანგი; საქართველოს ტელევიზიის და რადიოს საესტრადო ორკესტრი; საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი რერო; ჯაზ ორკესტრი.
დირიჟორები: გივი გაჩეჩილაძე / თენგიზ ჯაიანი / ედუარდ ისრაელოვი / გუსტავ ბრომი.
მასტერინგი: გიორგი ქორიძე.
ფოტო: გრიგორი დევეჯიევ, მერაბ ჭუმბურიძე / ჯეპროექტი.
ფირფიტის დიზაინი: ანანო კურკუმული.
ტექსტი: ჯაბა შავიშვილი.
ტექნიკური ასისტენტი: ნათია სართანია.
-
უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა უკრაინამ რუსეთის უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მეორედ დაარტყა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს დაფინანსების შეწყვეტის გამო, პანკისის საგანმანათლებლო ცენტრები შენობებიდან გამოასახლეს
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს წლევანდელ ნობელიანტთა მეთოდმა შეიძლება უსინათლოებს მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნოს
გადახედვა
-
თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს თბილისში ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული, წითელი ცირკულარით ძებნილი სომხეთის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
კომენტარები