NASA ახალი ტელესკოპის გასაშვებად ემზადება, რომელსაც "მოხეტიალე" ეგზოპლანეტების აღმოჩენა შეუძლია
ტელესკოპს დედამიწის ზომის "მოხეტიალე" ეგზოპლანეტების აღმოჩენა შეუძლია
რამდენიმე წელიწადში NASA კოსმოსში ახალ ტელესკოპს გაუშვებს. Nancy Grace Roman Telescope-ის მთავარი მიზანი ეგზოპლანეტების შესწავლა იქნება.
შემდეგი პოდკასტი: ეგზოპლანეტები — მეორე დედამიწის ძიებაში
ახალი კვლევის თანახმად, ტელესკოპი, რომელიც 2027 წლისთვის უნდა გაეშვას, 400-მდე დედამიწის ზომის "მოხეტიალე" ეგზოპლანეტას აღმოაჩენს.
ასევე: ჩვენს გალაქტიკაში შესაძლოა, ტრილიონობით "მოხეტიალე" ეგზოპლანეტა იყოს
"მოხეტიალე" პლანეტების შესწავლამ შეიძლება ნათელი მოჰფინოს პლანეტარული სისტემების ფორმირებასა და ევოლუციას. ტელესკოპს NASA-ს გამოჩენილი მეცნიერის, ნენსი გრეის რომანის სახელი ჰქვია. მას ხშირად "ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის დედა"-ს უწოდებენ.
ჯერ კიდევ 2020 წელს ასტრონომებმა დაადასტურეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში დედამიწის ზომის მაწანწალა პლანეტა დაეხეტება. მაშინ მკვლევრებმა თქვეს, რომ ეს, შესაძლოა, პირველი მტკიცებულება ყოფილიყო იმის, რომ დედამიწის ზომის მოხეტიალე პლანეტები გალაქტიკაში ძალიან ხშირი მოვლენაა.
"ჩვენი შეფასებით, გალაქტიკაში 20-ჯერ მეტი მოხეტიალე პლანეტაა, ვიდრე ვარსკვლავი. ეს ნიშნავს, რომ ირმის ნახტომში ტრილიონობით მარტოხელა პლანეტაა", — თქვა დევიდ ბუნეტმა, კვლევის ავტორმა და NASA-ს მეცნიერემა.
დღეს მიკროლინზირება ვარსკვლავის გარეშე მყოფი მცირე მასის ეგზოპლანეტების დაფიქსირების ძირითადი საშუალებაა.
სწორედ ასე იმუშავებს NASA-ს ნენსი გრეის რომანის სახელობის კოსმოსური ტელესკოპი. ტელესკოპის ერთ-ერთი მთავარი უპირტესობა ისაა, რომ ის ეგზოპლანეტებს კოსმოსიდან შეისწავლის.
ტელესკოპის პოტენციალი
ასტრონომები Nancy Grace Roman Telescope-ს ჰაბლის შორეულ ბიძაშვილად მოიხსენიებენ — ერთი განსხვავებით, ახალ ტელესკოპს უფრო ფართო ხედვის არეალი ექნება.
ახალი ტელესკოპი კოსმოსს უფრო ნაკლებ დროში შისწავლის, ვიდრე ჰაბლი. ის 2,4 მეტრის სიგრძის მძლავრი სარკითაა აღჭურვილი.
მეტიც, ტელესკოპის გამოყენებით შეიძლება გავიგოთ ის, თუ რატომ ფართოვდება სამყარო უფრო სწრაფი ტემპით.
თავისი გაუმჯობესებული შესაძლებლობებით, ტელესკოპი დაახლოებით 2 600 ეგზოპლანეტას აღმოაჩენს. კოსმოსურ ობსერვატორიას ექნება ფართო ხედვის ველი, რომელიც 100-ჯერ აღემატება ჰაბლის ინფრაწითელ ინსტრუმენტს, რომელსაც ეგზოპლანეტების დაფიქსირება შეუძლია.
მთლიანობაში, ტელესკოპი 100 მილიონ ვარსკვლავსა და მათ გარშემო არსებულ პლანეტებს შეისწავლის.
კომენტარები