მიხეილ სააკაშვილი

21 Jul. 2023, 16:59

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის. ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც. თან არ დაგვავიწყდეს, რომ "ხელისუფლება" კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში — კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის.

განსაკუთრებით მინდა, ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი. შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის, ასევე, საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანმხდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში.

ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ალიანსს. 20 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ ახალი პოლიტიკური ალიანსი, გამარჯვების პლატფორმა, შექმნეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. 1500-2500 ლარის შემოსავლის მქონე პირებისთვის კრედიტის ლიმიტი ნახევრდება — სებ-ის განმარტება
  3. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  4. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  5. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართა

საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, EFSE-ს მხარდაჭერით, ბათუმში სალომე არღვლიანის ვორკშოპი…