2030 წლისთვის ჩინეთი მთვარეზე ადამიანის დასმას გეგმავს
SpaceNews-ის მიხედვით, ჩინეთი 2030 წელს მთვარეზე ორ ასტრონავტს დასვამს.
ჩინეთის რიგით მე-9 კოსმოსურ ფორუმზე ვუჰანში, წინასწარი გეგმა წარადგინეს, რის მიხედვითაც, 2030 წლამდე მთვარეზე ორი ასტრონავტის დასმა იგეგმება.
პრეზენტაციაზე ისაუბრეს ასტრონავტების მისიებსა და ამოცანებზე, რასაც ისინი დედამიწის თანამგზავრზე შეასრულებენ.
მთვარეზე დაშვების გეგმები
პირველი მისიისთვის, ეკიპაჟი ჯერ მთვარის ორბიტაზე განთავსდება და უკვე ამის შემდეგ დაეშვებიან თანამგზავრზე. კოსმოსური ხომალდი რითაც ასტრონავტები მთვარეზე დაეშვებიან 26 ტონა იქნება და ის მსგავს ექსტრემალურ ვითარებებში უკვე გამოცადეს.
მისია ასევე მოიცავს მთვარის როვერს, რომელსაც 10 კილომეტრის დაფარვა შეუძლია და 200 კილოგრამია წონაში. მასში ორი ასტრონავტი ეტევა.
ასევე: როგორი იქნება ჩინეთის პირველი ეკიპაჟიანი დაშვება მთვარეზე
ჩინეთი Long March 9-სა და 10-ს ავითარებს. ეს SpaceX-ის Starship-ის მსგავსი მრავალჯერადი გაშვების სისტემაა. საბოლოოდ ახალმა სისტემამ ჩინელი ასტრონავტები მთვარეზე უნდა დასვას.
კომენტარები