მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ ჭიის ხვრელებზე. ეს ერთგვარი სივრცითი პორტალია, რომელში შესვლის შემდეგაც კოსმოსის ერთი ბოლოდან შეიძლება მეორე ბოლოში ამოხვიდეთ. ანუ, ამით სივრცესა და დროს ატყუებთ.

და, როგორც ფარდობითობის თეორიიდან უკვე ვიცით, სივრცე და დრო ერთმანეთთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ჭიის ხვრელით შეიძლება დროშიც იმოგზაუროთ.

თეორიულად, შესაძლებელია, რომ ჭიის ხვრელის გამოყენებით ერთი გალაქტიკიდან მეორე გალაქტიკაში რამდენიმე წამში აღმოჩნდეთ. ამით დანიშულების ადგილზე სინათლეზე სწრაფადაც მოხვდებით. მეტიც, ეს შეიძლება იყოს ის წერტილი, სადაც კვანტური მექანიკა და ფარდობითობის თეორია ერთმანეთს ხვდებიან.

ერთი სიტყვით, ჭიის ხვრელი დრო-სივრცეში განლაგებული ორი წერტილის დამაკავშირებელი გვირაბის მსგავსი ჰიპოთეზური სტრუქტურაა, რომელსაც აინშტაინ-როზენის ხიდსაც უწოდებენ.

ასევე: ახალი კვლევის თანახმად, ჭიის ხვრელებით შორეულ გალაქტიკებში მოხვედრა, სავარაუდოდ, შესაძლებელია

შემდეგი პოდკასტი: დროში მოგზაურობა — მეოთხე განზომილების დამორჩილება

ჩვენ სამ სივრცით განზომილებას აღვიქვამთ. ამის საწინააღმდეგოდ, ჭიის ხვრელი კონკრეტულ მოცემულობას ცდება. თუმცა, ფიზიკა საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ ეს ცვლილებები იმ სიტუაციებში, რომლებსაც ინტუიციურადაც ვერ შევისწავლით. საუბარია უმცირეს დონეზე, კვანტურ ეფექტებზე.

ბევრად უფრო დიდ მასშტაბებში, სივრცე დრო შეიძლება გამრუდდეს გრავიტაციასთან მიმართებაში. მაგალითად, სივრცის კონკრეტული ნაწილის საკმარისად დიდი მასით დატვირთვით შეიძლება სივრცის ორ ნაწილს შორის ერთგვარი "პორტალი" გაჩნდეს. რა დააკავშირებს სივრცის ამ ორ წერტილს? რა თქმა უნდა, ჭიის ხვრელი.

ამ სტრუქტრაში მატერია გავლას ვერ შეძლებს, მაგრამ იარსებებს "ის", რაც ამ ორი წერტილიდან ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული.

ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები ცდილობდნენ წარმოედგინათ შესაძლო სცენარი, რომელშიც კვანტური ეფექტების გამოყენებით ნაწილაკები ამ "პორტალში" გაივლიან.

ფროლოვის, კრტუშისა და ზელნიკოვის დროის დეფორმაციის თეორია მოიცავს იმას, რაც ცნობილია, როგორც "ჭიის ხვრელის რგოლი". ის პირველად 2016 წელს ფიზიკოსებმა, გარი გიბონსმა და მიხეილ ვოლკოვმა აღწერეს.

გიბონსისა და ვოლკოვის მიერ შემოთავაზებული ჭიის ხვრელი ბრტყელ სამყაროს საჭიროებს და სხვადასხვა წერტილების ერთმანეთთან დაკავშირებაც ასეთ რეალობაში ხდება.

ასეთ სამყაროში ჭიის ხვრელის როგორც "პორტალის" გამოყენება დასაშვებია.

კვლევა შეგიძლიათ ნახოთ arXiv-სა და Physical Review D-ზე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.